უფლებადამცველები შეშფოთებულები არიან ქალებისთვის აბორტამდე სავალდებულო კონსულტაციების დაწესების გამო
ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ აბორტის მსურველებისთვის პროცესი გაართულა. ახლა, ქალებს აბორტის ჩატარებამდე, მოუწევთ სავალდებულო შეხვედრა ფსიქოლოგთან და სოცმუშაკთან. ქალების უფლებადამცველები ამბობენ, რომ ახალი წესი ქალებს ბევრ ბარიერს შეუქმნის.
შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე 27 ოქტომბერს გამოქვეყნდა, თუმცა ქართულმა მედიამ ის სამშაბათს, 7 ნოემბერს აღმოაჩინა.
2024 წლის 1 იანვრიდან, ყველა, ვინც გადაწყვეტს ორსულობის ნაადრევად შეწყვეტას, ვალდებული იქნება, გაიაროს კონსულტაცია მეან-გინეკოლოგთან, ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან, "კონფიდენციალურობის დაცვით, ექიმის საკონსულტაციო ოთახში, რომელიც საგანგებოდ იქნება ამ მიზნისთვის მოწყობილი".
აბორტამდე ორსულებისთვის მიცემული 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის შემცირება, ახალი კანონმდებლობით, ექიმის საქმიანობის უფლებას საფრთხის ქვეშ აყენებს.
საერთაშორისო და ადგილობრივი ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს, ცვლილებებთან დაკავშირებით, მათთან კონსულტაცია არ გაუვლია.
ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ OC Media-ს განუცხადა, რომ სამინისტროს არავისთან განუხილავს ცვლილებები, ასევე, მისთვის გაუგებარია ცვლილებების საჭიროება.
მისივე თქმით, ჯერჯერობით, უცნობია, ახალი პროცედურების ხარჯები როგორ დაფინანსდება.
ამჟამად, აბორტის საფასურს თავად პაციენტი იხდის, რადგან ეს პროცედურა არ არის სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ნაწილი. პატარაიას თქმით, აბორტის ხარჯი უკვე ბევრი ქალისთვის აღარ არის ხელმისაწვდომი, რაც ადამიანებს უბიძგებს "საშიში", არალეგალური აბორტების გზისკენ.
"თუ უფრო გაძვირდება, კიდევ მეტი ადამიანისთვის აღარ იქნება ხელმისაწვდომი და გახშირდება იატაკქვეშა აბორტები", — თქვა მან და აღნიშნა, რომ ფსიქოლოგთან და სოცმუშაკთან კონსულტაცია სავალდებულო არ უნდა იყოს.
ბაია პატარაიას აზრით, ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული არასასურველი ორსულობის პრევენციისკენ, რაც აბორტების რიცხვს შეამცირებს.
"თუ სახელმწიფოს სურს აბორტის რაოდენობის შემცირება, უნდა გაზარდოს მისაწვდომობა კონტრაცეპტივებსა და ინფორმაციაზე. განათლების სისტემაში არაფერს ასწავლიან რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და კონტრაცეფციაზე, რაც უდიდესი პრობლემაა. კონტრაცეფცია ძალიან ძვირია — არავინ არაფერს აფინანსებს, ამიტომაც არის აბორტების რიცხვი ასეთი მაღალი", — თქვა პატარაიამ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში აბორტი, ოფიციალურად, 16 600-მა ადამიანმა გაიკეთა.
გენდერული თანასწორობის შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2021 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში თანამედროვე კონტრაცეფციის გამოყენების მაჩვენებელი დაბალია, რაც შეუთავსებელია ოჯახის დაგეგმვის მეთოდებთან. დასკვნაში, ასევე, ეწერა, რომ ქალებისთვის, უსაფრთხო აბორტის ჩასატარებლად, ბევრი ბარიერია.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ OC Media-სთან კომენტარი არ გააკეთა.
დამატებითი ბარიერი ხელმისაწვდომობაზე
წინა კანონის თანახმად, აბორტი, არასამედიცინო მიზნით, შესაძლოა, შესრულდეს 12 კვირამდე ორსულობის განმავლობაში. 12 კვირის შემდეგ კი აბორტი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამედიცინო ჩვენება, რომელთა ჩამონათვალიც ბრძანებაშია. თუ ორსულობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს ისეთი მიზეზით, რომელიც არ არის ჩამონათვალში, საქმეზე კომისია იმსჯელებს.
კანონში არ არის დაკონკრეტებული, რა ვალდებულებები ექნებათ შესასრულებელი სოციალურ მუშაკს და ფსიქოლოგს, აბორტის მსურველ ადამიანებთან შეხვედრისას, რაც აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება მათი მიზანი, ან პოზიცია.
პატარაიას თქმით, დადებითი სცენარის შემთხვევაში, სოციალური მუშაკის ფუნქცია იქნებოდა იმ ქალების მხარდაჭერა, რომლებისთვისაც აბორტი არ არის საუკეთესო არჩევანი, ასევე, ეფექტიანი იქნებოდა იძულებითი აბორტის შემთხვევაში.
თუმცა, მან, ასევე, აღნიშნა, რომ სოცმუშაკებს ისედაც უჭირთ იმ ქალების მხარდაჭერა, რომელიც გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლები არიან, იმის გამო, რომ ქვეყანაში სოციალური მუშაკების დეფიციტია.
"[ცვლილებები] პრობლემას არ გადაჭრის და გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო. შესაბამისად, გვაქვს მიზეზი ვიფიქროთ, რომ ეს არის დამატებითი ბარიერი ქალებისთვის, მომსახურების მიღებისას",— თქვა პატარაიამ.
OC მედიას კითხვებზე გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში განუცხადეს, რომ პროცესში ჩართულები არ არიან.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ოფიციალურ პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებენ, რაც ცვლილებებს შეაფასებენ შესაბამისი საექსპერტო ჯგუფები და ორგანიზაციები, რომლებსაც მათ განახლებული კანონმდებლობა გაუგზავნეს.
საქართველოში აბორტისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ მწირი მონაცემებია ხელმისაწვდომი, 2017 წელს, CRRC-ის გამოკითხვაში რესპონდენტთა 67%-მა განაცხადა, რომ აბორტი ვერასოდეს იქნება გამართლებული.
ფოტო: წყარო CRRC, 2015 წლის მონაცემები
ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ კვლევაში, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა 2019 წელს გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ ბევრი ექიმი და კლინიკა, რელიგიური შეხედულებების გამო, აბორტის ჩატარებაზე პაციენტებს უარს ეუბნება.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს 24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში ძარცვისთვის დააკავეს
გადახედვა
-
აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა აი ფაქტი: ყულევის პორტში სანქცირებული რუსული ტანკერიდან გადატვირთული ნავთობი შევიდა
გადახედვა
-
საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
გადახედვა
-
POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა
გადახედვა
-
15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია 15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია)
-
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
გადახედვა
-
შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
-
მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი
გადახედვა
-
"აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო "აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
-
მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს
გადახედვა
-
ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით
-
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას
-
OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო
გადახედვა
-
Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი
-
"არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან "არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა
გადახედვა
-
შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები