რა მოხდა გასულ კვირას? — 10 ამბავი, რომელიც შეიძლება გამოგრჩა
თუ გასულ კვირას სიახლეებს თვალს აქტიურად ვერ ადევნებდი, ალბათ, მნიშვნელოვანი ამბები გამოგრჩა. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში წინა კვირიდან 10 მნიშვნელოვანი ამბის შესახებ გიამბობთ:
1. მეთიუ პერი დაკრძალეს
სიტკომ Friends-ის მსახიობი და ჩენდლერის როლის შემსრულებელი მეთიუ პერი 28 ოქტომბერს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი პარასკევს, 3 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში Forest Lawn-ის სასაფლაოზე დაკრძალეს. დახურულ ცერემონიას მისი ოჯახი და Friends-ის მსახიობები ესწრებოდნენ.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
2. ამერიკული მედიის ცნობით, ზოი კრავიცი და ჩენინგ ტატუმი დაინიშნნენ
ჩენინგ ტატუმი და ზოი კრავიცი კენდალ ჯენერის ჰელოუინის წვეულებას დაესწრნენ, პაპარაცებმა კი შენიშნეს, რომ ზოის ნიშნობის ბეჭედი ეკეთა. ამის შემდეგ არაერთმა მედიამ დაადასტურა, რომ წყვილი მართლაც დაინიშნა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
3. მეთიუ პერის სახელობის ფონდი დაარსდა, რომელიც ადიქციასთან მებრძოლებს დაეხმარება
მეთიუ პერის სიკვდილის შემდეგ მსახიობის სახელობის ფონდი შეიქმნა, რომელიც ადამიანებს ადიქციასთან ბრძოლაში დაეხმარება. ფონდს საქველმოქმედო ორგანიზაცია National Philanthropic Trust აფინანსებს, მეთიუ პერის ფონდმა შემოწირულებების მიღება უკვე დაიწყო.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
4. ცნობილი გახდა, რომ Prison Break-ის სამყაროზე ახალ სერიალს გადაიღებენ
Hulu ახალ სერიალზე იწყებს მუშაობას, რომელიც Prison Break-ის სამყაროს შესახებ იქნება. როგორც ახალი სერიალის შემქმნელი და რეჟისორი ელგინ ჯეიმსი აცხადებს, შოუში Prison Break-ის პერსონაჟებს ვერ ვიხილავთ, თუმცა მოქმედება იგივე სამყაროში ვითარდება, რომელშიც ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი გმირები ცხოვრობენ.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
5. ტეილორ სვიფტმა Spotify-ზე საკუთარი რეკორდი მოხსნა
ტეილორ სვიფტმა Spotify-ზე კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, თან მომღერალმა საკუთარ თავს აჯობა! ტეილორის ალბომი 1989 (Taylor's Version) 27 ოქტომბრის დილას გამოვიდა და Spotify-ზე რეკორდი მაშინვე მოხსნა. ალბომმა 1989 (Taylor’s Version) ერთ დღეში მოსმენების რაოდენობით რეკორდი დაამყარა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
6. მერაია ქერის 30 წლის წინანდელი All I Want for Christmas is You-ის გამო უჩივლეს
მერაია ქერის კომპოზიტორი ენდი სტოუნი "საავტორო უფლებების დარღვევისა და უსამართლოდ გამდიდრების" ბრალდებით უჩივის. ენდი სტოუნის განცხადებით, მერაია ქერის ჰიტამდე ხუთი წლით ადრე სიმღერა იდენტური სათაურით მას უკვე გამოშვებული ჰქონდა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
7. აშშ-ში ჟირაფ ჟოზეს სიმღერის პრემიერა შედგა
პატარების მეგობარი ჟირაფი ჟოზე უკვე ამერიკასაც იპყრობს. როგორც ჟირაფი ჟოზეს ფეისბუქის გვერდიდან გავიგეთ, პერსონაჟი ამერიკელი ბავშვებისთვისაც იმღერებს და მისი პირველი სიმღერის პრემიერაც შედგა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
8. ეიფორიის მე-3 სეზონის გამოსვლის თარიღი ცნობილი გახდა
ცნობილი სერიალი ეიფორია მე-3 სეზონით ბრუნდება. HBO-მ ახალ ვიდეოში ის სერიალები გაგვიმხილა, რომელთაც 2025 წელს ვიხილავთ, მათ შორის, The Last of Us, The White Lotus და ეიფორიაცაა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
9. მერაია ქერიმ ცნობილი მიმი გააცოცხლა და საშობაო სეზონი გახსნა
მერაია ქერიმ ტრადიციას არც წელს უღალატა და 1-ელ ნოემბერს სადღესასწაულო სეზონი გახსნა. მუსიკოსმა 2021 წელს ჰელოუინის გოგრები ბეისბოლის ჯოხით დაამტვრია, შარშან — ჯადოქრიდან სანტად გადაიქცა, წელს კი გადაწყვიტა, ცნობილი მიმი გაეცოცხლებინა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
10. ანგუს კლაუდის ბოლო ფილმის, Your Lucky Day-ის, ტრეილერი გამოვიდა
ეიფორიის ამომავალი ვარსკვლავი, ანგუს კლაუდი, რომელიც სერიალში ფეზკოს როლს თამაშობდა, 2023 წლის 31 ივლისს 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან კარიერის ერთ-ერთი ბოლო როლი თრილერის ჟანრის ფილმში Your Lucky Day ითამაშა, რომლიდან ნაწყვეტიც სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ფილმი მთავრდება წარწერით "ანგუსისთვის".
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები