უცვლელად მაღალი ხარისხი და 150-ზე მეტი დასახელების პროდუქტი — სანტეს ისტორია
ფოტო: სანტე
წელიწადში 14 მილიონი ლიტრი გადამუშავებული რძე და 150-ზე მეტი დასახელების ადგილობრივი რძის პროდუქტი — ეს რძის მწარმოებელი კომპანია სანტეა. უცვლელად მაღალი ხარისხის პროდუქტების შეთავაზებით, მომხმარებელზე ზრუნვითა და სიახლეების დანერგვით საწარმომ მოახერხა, რომ უკვე 25 წელზე მეტია, საქართველოში რძის პროდუქტების ლიდერი ბრენდია. წლების განმავლობაში უწყვეტად ვითარდებოდა კომპანია, რომელსაც განვითარების კიდევ უფრო მასშტაბური გეგმა აქვს დასახული. შედეგად ის გახდა ქართველების საყვარელი და საამაყო ბრენდი მრავალფეროვანი პროდუქტებით.
ქართული პროდუქტი, ევროპული სტანდარტით გაკონტროლებული საწარმოო ციკლით წარმოებიდან მომხმარებლამდე — სწორედ ასეთია დღეს სანტე.
ფოტო: სანტე
კომპანია თბილრძის ბაზაზე შეიქმნა. 2010 წლიდან ის არის ნედლი რძის უმსხვილესი ჩამბარებელი და გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის, ყველის, რძემჟავის, ხაჭოსა და ტკბილი ხაზის საამქროებს აერთიანებს. მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროდუქტების საწარმოებლად კომპანიამ 2016 წლიდან დღემდე მილიონობით ევროს ინვესტიცია განახორციელა. ეს დასტურია იმისა, რომ საწარმო მიღწეულ წარმატებას არ სჯერდება და მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული.
რძის ნაწარმის ხარისხის კონტროლი ჩაბარებული რძიდან იწყება. სწორედ ამიტომ სანტემ რძის მიმღები პუნქტები განაახლა, მათ შორის, ადგილზევე გადაიარაღდა რძის ხარისხის მაკონტროლებელი აპარატურა. პარალელურად, ახალი აპარატურით აღიჭურვა საწარმო, რომელიც საშუალებას იძლევა რძის მიღებას და დამუშავებას სრულად დახურული წესით, ადამიანთან კონტაქტის გარეშე, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჰიგიენური ნორმების დაცვას.
სანტეს მომხმარებელზე ზრუნვის სრული პასუხისმგებლობა აქვს აღებული. ამის დასტურია სრულად გადაიარაღებული და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია. შედეგად აღნიშნული ლაბორატორია გახდა ამიერკავკასიაში ლიდერი, რომელიც პროდუქტის სრულ მიკრობიოლოგიურ და ბიოქიმიურ ანალიზს პასუხობს. ეს გახლავთ უმაღლესი სტანდარტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ამიერკავკასიის რეგიონისთვისაც.
ფოტო: სანტე
სანტე არის კომპანია, რომელიც ზრუნავს ყველა ასაკისა და გემოვნების მქონე მომხმარებელზე. მათი მაქსიმალური კმაყოფილება კომპანიის მთავარი მიზანია. სრულად გადაიარაღებულმა აპარატურამ კი საშუალება მისცა, დაეწყო ქართული, საბავშვო ხაზის წარმოება. დღეს ძალიან პოპულარულია ბავშვების საყვარელი ლოკო-მოკოს ქართული პროდუქტი საკმაოდ ფართო ასორტიმენტით. პატარა მომხმარებელზე ზრუნვა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტებით არ შემოიფარგლა და კომპანიამ შექმნა ლოკო-მოკოს გმირები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საჭირო პროდუქტების ყოველდღიურად მიღებას კიდევ უფრო სახალისოს ხდის.
სიახლეების შექმნისა და შეთავაზების პარალელურად, სანტემ საქართველოს ტრადიციული პროდუქტი, გაწურული მაწონი აღადგინა და მისი ქარხნული წარმოება დაიწყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საწარმომ სტანდარტული მაწვნის ქარხნულ წარმოებაში ენდემური მაწვნის დედოს გამოყენების კულტურაც აღადგინა. კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს უკავშირდება ტრადიციული ქარხნული ყველის ინდუსტრიალიზაციაც. ამ ყველაფერში კარგად ჩანს კომპანიის საქმიანობის სტრატეგია, რომ შექმნას პროდუქტი, რომელიც სახასიათო და საამაყო იქნება როგორც ქვეყნისთვის, ისე თითოეული მომხმარებლისთვის.
დღეს საკმაოდ ფართოდ ხელმისაწვდომია სანტეს პროდუქები, რომლითაც მთელი საქართველო მარაგდება ყოველდღიურად. უამრავი ოჯახისთვის ისინი შეუცვლელია, რაც სწორედ კომპანიის მომხმარებელზე ზრუნვისა და სწორად შერჩეული ასორტიმენტის შეთავაზების შედეგია. თითოეული შეთავაზებული პროდუქტის უკან კი დიდი შრომა და მიზანია დგას.
-
"არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან "არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს
გადახედვა
-
FT: EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების 21-ე პაკეტში ქართული კრიპტოპლატფორმები მოხვდნენ FT: EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების 21-ე პაკეტში ქართული კრიპტოპლატფორმები მოხვდნენ
გადახედვა
-
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა
გადახედვა
-
დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის წინაპირობად რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ასახელებს შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის წინაპირობად რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ასახელებს
გადახედვა
-
შონ "დიდი" ქომბსს არასრულწლოვან მსახიობზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ შონ "დიდი" ქომბსს არასრულწლოვან მსახიობზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
Apple-ის განახლებული Siri ევროკავშირში ხელმისაწვდომი არ იქნება — აი, რატომ Apple-ის განახლებული Siri ევროკავშირში ხელმისაწვდომი არ იქნება — აი, რატომ
გადახედვა
-
აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
-
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
-
ფიტნეს ცენტრ "რეფორმერის" დამფუძნებელი მეწარმე იურიდიული პირისთვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვას სასამართლოში გაასაჩივრებს ფიტნეს ცენტრ "რეფორმერის" დამფუძნებელი მეწარმე იურიდიული პირისთვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვას სასამართლოში გაასაჩივრებს
გადახედვა
-
ქუთაისში მე-6 სართულიდან 21 წლის გოგო გადმოვარდა ქუთაისში მე-6 სართულიდან 21 წლის გოგო გადმოვარდა
გადახედვა
-
Meta მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის მუშათა აკადემიას ხსნის Meta მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის მუშათა აკადემიას ხსნის
გადახედვა
-
OpenAI საფონდო ბირჟაზე გადის — კომპანიამ განაცხადი უკვე გააკეთა OpenAI საფონდო ბირჟაზე გადის — კომპანიამ განაცხადი უკვე გააკეთა
გადახედვა
-
დააგროვეთ მეტი PLUS ქულა და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის დააგროვეთ მეტი PLUS ქულა და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის
-
"ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო" — რამდენად კარგად იცნობ გურამ კაშიას? "ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო" — რამდენად კარგად იცნობ გურამ კაშიას?
-
სკუბი დუს ახალ სერიალში მთავარ როლზე მსახიობი ცუგა უკვე დაამტკიცეს სკუბი დუს ახალ სერიალში მთავარ როლზე მსახიობი ცუგა უკვე დაამტკიცეს
გადახედვა
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენი სანქციები მუშაობს, ისინი ასუსტებენ რუსეთის სამხედრო ძალისხმევის ეკონომიკურ საფუძვლებს ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენი სანქციები მუშაობს, ისინი ასუსტებენ რუსეთის სამხედრო ძალისხმევის ეკონომიკურ საფუძვლებს
გადახედვა
-
კაია კალასი: აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის საომარი ეკონომიკის საფუძვლებს კაია კალასი: აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის საომარი ეკონომიკის საფუძვლებს
გადახედვა
კომენტარები