4 მარტივი და გემრიელი საბავშვო რეცეპტი, რომელიც ლანჩბოქსისთვისაც გამოგადგებათ
ფოტო: ნიკორა
ბავშვისთვის სკოლაში ლანჩის გატანება მშობლების მუდმივი თავის ტკივილია. გთავაზობთ მარტივ და ძალიან გემრიელ რეცეპტებს საბავშვო სოსისი ცეროდენას გამოყენებით, რომელიც აუცილებლად მოეწონებათ პატარებს. ეს რეცეპტები შესანიშნავია როგორც სახლში — საუზმესა და ვახშამზე მისართმევად, ასევე ლანჩბოქსისთვის.
ცეროდენას სოსისები თავის გარსიანად უნდა ჩადოთ ცივ წყალში და როდესაც წყალი ადუღდება, სოსისებიც მზადაა.
მინიღვეზელები სოსისებით
მინიღვეზელები ძალიან კომფორტული და ნოყიერი საჭმელია. ის განსაკუთრებით მოსახერხებელია თან წასაღებად.
ინგრედიენტები:
- 250 მლ. წყალი
- 1 ს/კ. შაქარი
- 8 გ. საფუარი
- 380 გ. ფქვილი
- 40 გ. კარაქი
- სოსისი ცეროდენა
- კეტჩუპი
მომზადების წესი:
წყალი, შაქარი, საფუარი და ფქვილი შეურიეთ ღრმა ჯამში და მოზილეთ ნაზი ცომი. ცომი ერთგვაროვანი რომ გახდება, დაუმატეთ 40 გ. კარაქი. შემდეგ გადაიტანეთ ჯამში და დააყოვნეთ 1 სთ თბილ ადგილზე. როცა ცომი ამოვა, დაყავით პატარა გუნდებად და ცოტა ხნით კიდევ დააყოვნეთ.
მოხარშეთ ცეროდენას სოსისები. შეფუთვაში 16 სოსისია, შესაბამისად 16 ღვეზელი გამოდის.
თითებით გააბრტყელეთ ცომის გუნდები, შუაში დადეთ კეტჩუპი, ზემოდან სოსისი მოათავსეთ და ცომი გადაახვიეთ. მომზადების პროცესი უფრო სახალისო რომ გახდეს, დაიხმარეთ ბავშვები.
საცხობ სინზე მოაყარეთ ფქვილი, გადაიტანეთ ღვეზელები, წაუსვით კვერცხის გული და მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 25-30 წთ.
მაკარონი სოსისით
ეს დაბალანსებული რეცეპტი გამოგადგებათ ლანჩ ბოქსისთვის, ბავშვისთვის სკოლაში გასატანებლად.
ინგრედიენტები:
- მაკარონი
- საბავშვო სოსისი ცეროდენა 6 ცალი.
- ორცხობილა 3 ცალი
- სასურველი ხილი (გარეცხილი და დაჭრილი)
მომზადების წესი:
მოხარშეთ სოსისი და მაკარონი.
დავიწყოთ ლანჩბოქსის აწყობა: მოათავსეთ მაკარონი, მოაყარეთ გახეხილი ყველი, მეორე ნახევარი კი შეავსეთ მოხარშული სოსისებით.
ხემსისთვის დაუმატეთ რამდენიმე ორცხობილა და ხილი. მაგალითად, დაჭრილი ქლიავი.
ფახიტასი სოსისებით
სოსისი და ბოსტნეული შეგიძლიათ შეწვათ ტაფაზე, გრილზე, ან მოამზადოთ აეროგრილით.
ინგრედიენტები:
- ხახვი 2 თავი
- წითელი და მწვანე ბულგარული 2-2 ცალი
- საბავშვო სოსისი ცეროდენა
მომზადების წესი:
ბოსტნეული დაჭერით თხელ სლაისებად.
დაბრაწეთ სოსისები, ფენა ფენა მოაყარეთ დაჭრილი ბოსტნეული, პილპილი, მარილი, ცოტაოდენი ზეთი და გამოაცხვეთ ღუმელში 10 წთ.
შეგიძლიათ ცხობის შუა პროცესში ამოურიოთ.
კვერცხის მაფინები
კვერცხის მაფინები საკმაოდ ნოყიერი კერძია.
ინგრედიენტები:
- 4 ც. კვერცხი
- გახეხილი სულგუნი
- 200 მლ. რძე ან ნაღები
- მარილი
- 30 მლ ზეთი
- სოსისი ცეროდენა
მომზადების წესი:
მაფინის ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს და კარგად ათქვიფეთ. ჩაასხით მიღებული მასა მაფინის ფორმებში (ბოლომდე არ შეავსოთ).
სოსისი ცეროდენა გაჭერით შუაში და მოათავსეთ ფორმებში (თითო ფორმაში 1 სოსისი).
მოაყარეთ გახეხილი სულგუნი და შედგით გამოსაცხობად.
აცხვეთ 210 გრადუსზე, დაახლოებით 15 წთ.
წყარო: gemrielia.ge
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები