მიუზიკლი ჩიკაგო საქართველოშია — იმოგზაურეთ გასული საუკუნის ამერიკაში, გემრიელი ვახშმის თანხლებით
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
შთამბეჭდავი სცენა და თეატრი, ცოცხლად შესრულებული სიმღერები და დაუვიწყარი ქორეოგრაფია, ვარსკვლავური დასი, საოცარი კოსტიუმები და საუცხოო კერძები. თეატრის სეზონი ლეგენდარული მიუზიკლით ჩიკაგოთი გაიხსნა!
ჩიკაგოს ოფიციალური ლიცენზია წისქვილი ჯგუფმა მსოფლიოში ცნობილი თეატრალური კომპანია CONCORD THEATRICALS-სგან შეიძინა. ჩიკაგოს წარმდგენი და სპონსორიაარქი“, ლიდერი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს ახალ და საინტერესო პროექტებს.
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
"თეატრმა ჩიკაგოს სახით კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა. ეს საკმაოდ კომპლექსური მიუზიკლია, რომლის დადგმაშიც ჩვენმა პროფესიონალთა გუნდმა დიდი შრომა ჩადო. საბოლოოდ კი შევძელით, მისი ყველა დეტალი მაღალი ხარისხით შეგვესრულებინა – სცენარით, ქორეოგრაფიითა და მუსიკით დაწყებული, კოსტიუმებით, განათებისა და შესაფერისი ატმოსფეროს შექმნით დასრულებული. გვიხარია, რომ ჩვენი შრომის ნაყოფი მაყურებელმა უკვე იხილა და დადებითი უკუკავშირიც მოგვცა", — ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და ჩიკაგოს დამდგმელი რეჟისორი, ზაალ ჩიქობავა.
"ჩიკაგო მწვავე სატირაა, რომელშიც კარგად აისახება იმ ეპოქის კულტურა — კორუფცია, კრიმინალი, სისხლისა და სანახაობის მაძიებელი მედია. ამასთან ერთად, მთავარი პერსონაჟი ქალების ისტორია ჯაზის აღზევებისა და გენდერული როლების გადააზრების პერიოდში ვითარდება. ამიტომ ჩიკაგო არა მხოლოდ შოუა, რომელიც მაყურებელზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს, არამედ გასული საუკუნის 20-იანი წლების ეპოქის გაცნობის, მასზე დაკვირვებისა და, შესაძლოა, დღევანდელობასთან პარალელების გავლების საშუალებაც", — ამბობს ჩიკაგოს ქართული ტექსტის ავტორი და სცენარისტი, თეა ყიფშიძე.
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
თეატრის ხშირმა სტუმრებმა უკვე კარგად იციან, რომ თითოეული წარმოდგენისთვის ვახშამი საგულდაგულოდ, სპეციალურად შოუს ხასიათისა და ჟანრის მიხედვით იქმნება. გამონაკლისი არც ჩიკაგოა, შესაბამისად, მისთვის მომზადებული კერძებიც ისეთივე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იქნება, როგორც თავად შოუ.
„ჩვენი მენიუს პირველი სეტის აპეტაიზერი ორაგულის ხვეულია, რომელიც კარგად გამოხატავს წარმოდგენის ხასიათს. მასში იგრძნობა სიმჟავეც, სიმლაშეც და გემოების საინტერესო ფონს ქმნის, აქვს ხრაშუნა ტექსტურა და მოლეკულური გასტრონომიის დეტალებს შეიცავს“, — ამბობს წისქვილი ჯგუფის ბრენდ შეფი, ალექს ნათაძე.
ვახშამზე სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ხემსით, აპეტაიზერით, მთავარი კერძითა და დესერტით. ნელი მომზადების ხბოს ხორცი, ბადრიჯნის გიოზა, შებოლილი გოგრის პიურე, ნიგვზის ქრამბლი ვასაბით — მიუზიკლ ჩიკაგოს მაყურებელი თეატრში ამ და სხვა უცხო გემოების გასინჯვას შეძლებს. ამასთან, მსურველებს შეუძლიათ არჩევანი ვეგანურ მენიუზე გააკეთონ, რომელიც, ასევე, ინგრედიენტების საინტერესო კომბინაციებითა და უნიკალური გემოებით გამოირჩევა.
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
აღსანიშნავია, რომ თეატრი სტუმრებს ახალ სეზონზე, შთამბეჭდავი წარმოდგენების გარდა, სხვა სიახლეებსაც შესთავაზებს. სულ მალე მულტიფუნქციურ სივრცეში კაბარე-რესტორანიც გაიხსნება.
„28 სექტემბრიდან წისქვილი ჯგუფის თეატრში სტუმრებს კაბარე-რესტორანიც დახვდებათ, სადაც მსურველებს ყოველდღიურ რეჟიმში მივიღებთ. ამ შემთხვევაში არ არის საჭირო ბილეთის შეძენა, საკმარისია უბრალოდ დაჯავშნოთ მაგიდა და ადგილი. თქვენ შეძლებთ სასურველი კერძების შეკვეთას, ჩვენ კი სცენაზე ყოველთვის საინტერესო და გასართობ წარმოდგენებს დაგახვედრებთ“, — ამბობს წისქვილი ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.
რაც შეეხება ჩიკაგოს, მის ნახვას წლის ბოლომდე 6, 24 ოქტომბერს, ასევე, 7, 21 ნოემბერსა და 5 დეკემბერს შეძლებთ. სულ მალე კი, ცნობილი გახდება 2024 წლის კალენდარიც. ღონისძიების დეტალების სანახავად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ თეატრის ვებ-გვერდს.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
კომენტარები