რა მოხდა გასულ კვირას? — 10 ამბავი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს
გასული კვირა საქართველოსა თუ მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბებით იყო დატვირთული. ტრადიციულად, გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი და ერთი-ორი სახალისო ამბავი გაგვეერთიანებინა, რათა თუ რამე გამოგრჩა, მოვლენებს მარტივად დაეწიო:
1. ცნობილი გახდა ანგუს კლაუდის გარდაცვალების მიზეზი
ფოტო: HBO
სერიალ ეიფორიის ვარსკვლავი 31 ივლისს 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2 თვის შემდეგ დადასტურდა, რომ ანგუსის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერებების შემთხვევითი ზედოზირება გახდა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
2. კონსერვატორიის რექტორმა თეა წულუკიანს უპასუხა
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი / საქართველოს მთავრობა
წულუკიანმა 20 სექტემბერს პარლამენტს ანგარიში წარუდგინა, რომელშიც აღნიშნა, რომ "კონსერვატორიაში რეფორმაა განსახორციელებელი", რადგან ის "უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც ის, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს".
კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ მინისტრს ასე უპასუხა:
"ხარვეზი სისტემაშია, რომელიც 2023 წელს გასული საუკუნის 30-იანი წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება. სამწუხაროა, რომ რეფორმა ამ სისტემას არ შეხებია... სულ მაინტერესებდა, რატომ არ სჭირდება ამ ქვეყანას საქმის მცოდნე და იდეით შეპყრობილი ადამიანები?"
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
3. Squid Game-ის რეალითი შოუს ტრეილერი გამოვიდა
ფოტო: Netflix
Squid Game: The Challenge (კალმარის თამაში: გამოწვევა) 456 მონაწილეს სატელევიზიო სივრცეში უპრეცედენტოდ მაღალი ფულადი ჯილდოს, $4,56 მილიონის, ხელში ჩასაგდებად გააერთიანებს.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
4. გერმანულ პარტიას რაიხსტაგის შენობა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში აერია
ფოტო: dpa / W. Korall / chromorange
გერმანული პარტია ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება (CDU) ინტერნეტში ცოტა ხნის წინ დაცინვისა და კრიტიკის სამიზნედ იქცა. მიზეზი ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი გახდა, რომელიც პარტიამ გავრცელებიდან მალევე წაშალა. თუმცა, მანამდე ვიდეო ბევრმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა და დაშვებული შეცდომაც შენიშნა — რაიხსტაგის შენობის ნაცვლად, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი სასახლე (დღეს უკვე სახელმწიფო ცერემონიების სასახლე) იყო ნაჩვენები.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
5. მერილინ მენსონი კონცერტის ოპერატორზე წვინტლის შეხოცვის გამო დააჯარიმეს
ფოტო: Steve C Mitchell / EPA
ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი მერილინ მენსონი ნიუ-ჰემფშირის შტატში "აღმაშფოთებელი" საქციელის გამო დააჯარიმეს. როგორც ირკვევა, 2019 წელს მენსონმა კონცერტზე ოპერატორს შეაფურთხა და წვინტლი შეაწმინდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მომღერალს 20 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულება და ჯარიმის სახით $1400-ის გადახდა მოხდა მოუწევს.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
6. სოფი ტერნერი ჯო ჯონასთან დაშორების შემდეგ ჯოს ყოფილ ტეილორ სვიფტთან ერთად გამოჩნდა
ფოტო: Beautifulsignatureig / Shutterstock / Splashnews
გახსოვს ტეილორ სვიფტმა ჯო ჯონასზე სიმღერა Mr. Perfectly Fine რომ დაწერა? სვიფტის შემდეგ ჯონასი სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავ სოფი ტერნერს დაშორდა. მოულოდნელად მედიაში უამრავი ბრალდება გაჩნდა იმის შესახებ, თითქოს სოფი ცუდი დედა იყო. ამის საპასუხოდ ტერნერი ტეილორ სვიფტთან ერთად სავახშმოდ წავიდა, საზოგადოებამ კი ჯო ჯონასი მასხრად აიგდო.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
7. რიკ რიორდანმა პერსი ჯექსონის სერიალში შავკანიანი მსახიობების მონაწილეობაზე გაბრაზებულ ფანებს უპასუხა
ფოტო: Disney
პერსი ჯექსონის ახალ სერიალში, რომელიც 20 დეკემბერს უნდა გამოვიდეს, ერთ-ერთ მთავარ გმირს, ანაბეთ ჩეისს, შავკანიანი მსახიობი ლეა ჯეფრისი განასახიერებს, რამაც ზოგიერთი ფანი გააბრაზა. პერსი ჯექსონის წიგნების ავტორმა რიკ რიორდანმა კი მათ ასე უპასუხა:
"20 წლის შემდეგ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ამბავი ახლებურად დამენახა და დავრწმუნებულიყავი, რომ ის ყველა ბავშვამდე მივიდოდა; რომ ყველას შეეძლებოდა, სერიალი ენახა და იქ საკუთარი თავი ამოეცნო. სერიალი ახლა იმდენად ინკლუზიურია, რომ ყველას შეუძლია გმირი იყოს — წიგნიც ხომ, პირველ რიგში, სწორედ ამიტომ დავწერე. ჩემი შვილი სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების გამო თავს გარიყულად გრძნობდა, მე კი ასე ვუთხარი, რომ ეს ნორმალურია, 'კარგად იქნები, განსხვავებულობა ძალას ნიშნავს, შენი ადგილი კი ამ სამყაროშია'".
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
8. შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი გამოვიდა
ფოტო: Lionsgate
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება პანემში. კომპანია Lionsgate-მა ლეგენდარული დისტოპიური საგის ახალი ფილმის კიდევ ერთი ტრეილერი გაავრცელა. ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე (The Ballad of Songbirds & Snakes) შიმშილის თამაშების ერთგვარი წინაისტორიაა. ფილმში, რომელიც კვლავაც სიუზენ კოლინზის რომანს ეფუძნება, მოქმედება ქეთნის ევერდინის ეპოქამდე ათწლეულებით ადრე ვითარდება და მომავალში პირსისხლიან ტირანად ქცეული კოლიოლანუს სნოუს ახალგაზრდობაზე მოგვითხრობს.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
9. რიანა და A$AP Rocky ახალშობილ ვაჟთან ერთად პირველად გამოჩნდნენ
ფოტო: Shutterstock
რიანამ და A$AP Rocky-მ მათი ახალშობილი შვილი მსოფლიოს გააცნეს. წყვილს ვაჟი ცოტა ხნის წინ შეეძინა, პატარას ფოტოები კი საზოგადოებას ახლახან გაუზიარეს.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
10. ახალ გეი დრამაში პოლ მესკალისა და ენდრიუ სკოტის რომანს ვიხილავთ
ფოტო: 20th Century Studios
ენდრიუ ჰეის ახალ ფილმს, სახელად All of Us Strangers-ს, მაყურებელი მალე იხილავს. ფილმში ორი მთავარი პერსონაჟი კაცის ცხოვრებისა და ერთმანეთთან სასიყვარულო ურთიერთობის დაწყების ისტორიას ვიხილავთ. All of Us Strangers-ში მთავარ როლებს პოლ მესკალი და ენდრიუ სკოტი ასრულებენ.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები