ქორწინების 50 წლისთავის აღსანიშნად ამერიკელმა ფერმერმა ცოლს მილიონი მზესუმზირა აჩუქა
ფოტო: KAKE
ქორწინების ოქროს იუბილეს — 50 წლისთავს — ყველა წყვილი განსაკუთრებულად აღნიშნავს. ამ დღეს ისინი ერთმანეთს ყვავილებსაც აჩუქებენ ხოლმე. თუმცა, ამერიკელმა ფერმერმა ლი უილსონმა გადაწყვიტა, უბრალო თაიგულს არ დასჯერებოდა. უილსონმა, რომელიც კანზასის შტატში ცხოვრობს, ცოლს ქორწინების 50 წლისთავის აღსანიშნად 32 ჰექტარზე გაშენებული 1,2 მილიონი მზესუმზირა აჩუქა.
"ამაზე ბევრი ვიფიქრე", — ჰყვება ფერმერი, — "მზესუმზირები მას ყოველთვის უყვარდა, ასე რომ, გადავწყვიტე, ეს ყვავილი 32 ჰექტარზე გამეშენებინა".
თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად უილსონმა დახმარება შვილს სთხოვა და გაზაფხულზე მასთან ერთად დათესა მზესუმზირები, რომელიც, სხვათა შორის, კანზასის შტატის სიმბოლოცაა.
ფოტო: KAKE
შედეგი კი ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ლი მოელოდა. მისი ცოლი, რენე, საჩუქრით აღფრთოვანებული დარჩა.
"თავი განსაკუთრებულად მაგრძნობინა", — ამბობს იგი, — "მზესუმზირების მინდორზე უკეთეს საიუბილეო საჩუქარს ვერც ვინატრებდი".
ფოტო: KAKE
წყვილის ურთიერთობა ჯერ კიდევ სკოლაში დაწყებულა. ლის რენესთვის მე-16 დაბადების დღეზე დაურეკავს და პაემანზე დაუპატიჟებია — გორგოლაჭებიანი ციგურებით სასეირნოდ. როგორც უილსონი ამბობს, სწორედ მაშინ მიხვდა, რომ რენე "ის ერთი" იყო.
მობიბინე მზესუმზირების ზღვის სანახავად კი უილსონების მშობლიურ ქალაქ პრეტს უამრავი ადამიანი სტუმრობს. ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტსივრცეშიც, სადაც ხუმრობდნენ კიდეც, რომ უილსონმა ქორწინების საიუბილეო საჩუქრის თამასა მეტისმეტად მაღლა ასწია.
"აი, მე კი მესიჯზე პასუხსაც არ მიბრუნებენ", — დასძინა ხუმრობით კიდევ ერთმა მომხმარებელმა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
კომენტარები