ოპენჰაიმერში მსახიობის სიშიშვლით აღშფოთებულმა რამდენიმე ქვეყანამ მას შავი კაბა "ჩააცვა"
ფოტო: Universal Pictures
ჰოლივუდური ნაწარმი რომ რამდენიმე ქვეყანაში გამუდმებით ხდება ხოლმე განხილვის საგანი, ეს უთუოდ გეცოდინებათ. გასულ წელს, მაგალითად, ჩინეთში, ჯადოსნური ცხოველების მესამე ნაწილის პრემიერამდე, ფილმიდან "გეი მომენტები" ამოჭრეს. მოგვიანებით, საუდის არაბეთმა, მალაიზიამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა პიქსარის ანიმაცია Lightyear ლესბოსელი წყვილის კოცნის სცენის გამო აკრძალეს. თუმცა, როგორც ჩანს, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ასეთი რადიკალური ზომების მიღება უფრო იშვიათად ხდება საჭირო. აი, ფილმი ოპენჰაიმერი სულ ახლახან რამდენიმე ქვეყანამ CGI-ის გამოყენებით დააცენზურა.
საქმე ისაა, რომ კრისტოფერ ნოლანის ახალგამოსული ბლოკბასტერის ერთ-ერთ სცენაში ინგლისელი მსახიობი ფლორენს პიუ წელზემოთ შიშველი ჩნდება. ეს კადრი ინდოეთისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის იმდენად აღმაშფოთებელი აღმოჩნდა, რომ გადაწყვიტეს, მსახიობი თავად შეემოსათ. ჰოდა, პიუს ნახევრად შიშველ პერსონაჟსაც კომპიუტერულად გენერირებული შავი კაბა ჩააცვეს.
შუა აღმოსავლეთსა და ინდოეთში ფილმებში სიშიშვლის ასახვა აკრძალულია. ინდოეთში კი ოპენჰაიმერი სექსის სცენის ჩვენებისთვისაც გააკრიტიკეს და ეს "ინდუიზმზე თავდასხმად" შეაფასეს, რადგან ეპიზოდში მონაწილე მსახიობს ხელში ძველინდური ეპოსი, ბჰაგავადგიტა, უკავია.
კრიტიკისა და დაცენზურების მიუხედავად, ოპენჰაიმერი წლის ერთ-ერთ მთავარ კინომოვლენად იქცა. ფილმმა პრემიერიდან სულ რამდენიმე დღეში $82 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.
ოპენჰაიმერი, რომელიც ნოლანისთვის მე-12 ფილმი და პირველი ბიოგრაფიული ნამუშევარია, პულიცერის პრემიის მფლობელ წიგნს ეფუძნება. კაი ბერდისა და მარტინ ჯ. შერვინის წიგნი American Prometheus: The Triumph and Tragedy of J. Robert Oppenheimer ატომური ბომბის შემქმნელი ჯ. რობერტ ოპენჰაიმერის ცხოვრებაზე გვიყვება. კინოსურათში მთავარ როლებს კილიან მერფი, მეთ დეიმონი, ემილი ბლანტი, რობერტ დაუნი უმცროსი და რამი მალეკი ასრულებენ.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები