დაკარგული წყალქვეშა ნავის მესაჭის ცოლი ტიტანიკზე დაღუპული მგზავრების შთამომავალი ყოფილა
ფოტო: Getty Images / YouTube
წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირული ტიტანიკის ნარჩენებთან მიჰყავდა, ატლანტის ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარდა. ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფება, რომელთაგან ერთ-ერთი წყალქვეშა ნავის მესაჭეა. როგორც აღმოჩნდა, მესაჭის ცოლი ვენდი რაში ტიტანიკის მგზავრების შთამომავალია. კერძოდ, ვენდი ტიტანიკის ორი მგზავრის, ისიდორ და იდა შტრაუსების, შვილთაშვილის შვილიშვილია.
ისიდორი და იდა ტიტანიკის მგზავრებს შორის ორი უმდიდრესი ადამიანი იყო. ცოლ-ქმარი საცალო ვაჭრობაზე დაფუძნებულ ბიზნესს მართავდა. მათი შთამომავალი ვენდი კი, წყალქვეშა ნავის მესაჭე სტოკტონ რაშზე 1986 წელს დაქორწინდა. სტოკტონმა OceanGate-ის რამდენიმე ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა და ტიტანიკის ნანგრევებში წყალქვეშა ნავით ხალხი წაიყვანა. ახლა კი დანარჩენ 4 მგზავრთან ერთად სტოტკონიც დაკარგულად ითვლება.
ვენდის წინაპრებმა, რომლებიც ტიტანიკზე დაიღუპნენ, სამყაროს თავი მათი ტრაგიკული სასიყვარულო ისტორიით დაამახსოვრებს. ტიტანიკის ჩაძირვას გადარჩენილმა მგზავრებმა გაიხსენეს, რომ ისიდორმა სამაშველო ნავში ჩაჯდომაზე უარი თქვა და ადგილი სხვა ბავშვებსა და ქალებს დაუთმო. იდამ კი განაცხადა, რომ ქმარს მარტო არ დატოვებდა და გემბანზე დარჩა.
ფოტო: 20th Century Fox
ისიდორისა და იდას ისტორია ჯეიმს კამერონმაც უკვდავყო. 1997 წელს გადაღებულ ტიტანიკში ხანდაზმულ წყვილს ვხედავთ, რომლებიც საწოლში ჩახუტებულები ლაინერის ჩაძირვას ელოდებიან. ამ პერსონაჟების ინსპირაციის წყარო კი ისიდორი და იდა იყვნენ. ტიტანიკის ჩაძირვიდან 2 კვირის შემდეგ ისიდორის გვამი იპოვეს, იდა კი ისევ დაკარგულად ითვლება.
შეგახსენებთ, რომ გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს რამდენიმე გემი ეძებს, რომლებსაც სპეციალური აღჭურვილობა და ექსპერტები გუნდით თან ახლავს. ზოგიერთ მათგანს იმ ადგილამდე ჯერ არ მიუღწევია, საიდანაც ნავი გაუჩინარდა, რადგან ასეთი გემების გადაადგილებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. პარალელურად კი გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავზე დარჩენილი ჟანგბადის მარაგი იწურება.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები