მომავალი ჩვენია — თიბისი ახალი კამპანიით საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ფოტო: თიბისი
2023 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105-ე წელი შესრულდა. 26 მაისს თიბისი, ტრადიციულად, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ზეიმობს.
ამ დღის აღსანიშნავად, თიბისიმ კრეატიულ სააგენტო Playmakers-თან ერთად ვიდეორგოლი გადაიღო, რომლის ინსპირაციაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანები არიან. ვიდეოსთვის სპეციალურად ადაპტირდა ილია ჭავჭავაძის ლექსი — ჩემო კარგო ქვეყანავ, რომელზეც პოეტმა და მუსიკოსმა ერეკლე დეისაძემ იმუშავა.
"მომავალი ჩვენია" — ამ სიტყვებით ულოცავს თიბისი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს. ლექსის ადაპტირებული ვარიანტის მთავარი აქცენტებია, რომ მომავალი თითოეული ადამიანის ხელშია და მასზე ზრუნვა ახლა, აწმყოში იწყება. მომავალი არ არის პერსპექტივაში და არც კონკრეტულად რომელიმე თაობის განსახორციელებელი, არამედ მომავალზე, ყველამ ერთად, აწმყოში უნდა ვიზრუნოთ.
"თიბისის გუნდი მთელ საქართველოს ულოცავს ეროვნულ დღესასწაულს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც ყველასთვის განსაკუთრებულია, ისევე როგორც ჩვენი ბრენდისთვის. თიბისის წლევანდელი კამპანიის გზავნილი ყველა თაობის ადამიანს ეკუთვნის, "მომავალი ჩვენია" — ამ სიტყვებით გვინდა, ადამიანებს შთაგონება მივცეთ, რომ მომავალზე სწორედ ახლა, აწმყოში იფიქრონ", — მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის დირექტორი.
კამპანიის ვიდეოს ნახვა თიბისის Facebook-ის გვერდზე შეგეძლებათ. თიბისის ფილიალებში მისულებს კი რიგის ნომრებზე ლექსის ამონარიდი და 26 მაისის, დამოუკიდებლობის დღის მილოცვა დაგხვდებათ.
საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე, 2018 წელს მასშტაბურად აღინიშნა და მას შემდეგ თიბისი ამ დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით და პროექტებით ეხმაურება. მათ შორისაა, დამოუკიდებლობის სკოლა — ლექციების სერია მთელი საქართველოს მასშტაბით თავისუფლებაზე; პროექტი გმირები, რომელიც ქართველი ეროვნული გმირების საკოლექციო ფიგურების გამოშვებას ითვალისწინებდა; კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი ანიმაცია; რადიოსპექტაკლი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტს მიეძღვნა და სხვ. თითოეული პროექტი ადამიანების ისტორიული როლის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
გთავაზობთ წლევანდელი კამპანიისათვის ადაპტირებული ლექსის სრულ ვერსიას.
ჩემო კარგო ქვეყანავ
ჩემო კარგო ქვეყანავ
რაზედ მოგიწყენია,
მზე რომელიც შენ ცას ათბობს
სიყვარულზე მწველია.
თქვი, რაც გინდა გამოხატო
და ბოლომდე გამოთქვი,
ვიცი ბრძოლის მერე ხმლისგან
ჩონგურს როგორ გამოთლი.
რომ მეც შენი შვილი ვარ და
არასოდეს მბეზრდები,
რომ დინებას მიჰყვებიან
მხოლოდ მკვდარი თევზები.
შენ შენი გაქვს გასავლელი
ჰოდა სულ წინ იარე,
სტუმარს პური გაუყავი —
მტერზე გადაიარე,
შენ ნიჭის და თავგანწირვის
უძლეველი კერა ხარ,
გმირს რომელსაც ელოდები
მიხვდები რომ შენა ხარ.
შენთან დღესაც უყურებენ
პოეტები ვარსკვლავებს,
ვლოცავ რაც ჩვენ ერთ მუშტად გვკრავს,
ვლოცავ – რაც ჩვენ გვასხვავებს.
მომავალი მაშინ მოჩანს
როცა აწმყოც ჩვენია,
ერთმანეთის სიყვარულის
მეტი რა დაგვრჩენია,
ჩემო კარგო ქვეყანავ
მომავალი ჩვენია!
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები