5 ტიპის დამსვენებელი, რომელთა შორის შენს თავსაც აღმოაჩენ
ფოტო:
Holly Mandarich/Unsplash
გიფიქრია, დასვენებისას სად პოულობ ყველაზე დიდ შთაგონებას? როგორი ტიპის ადგილები და აქტივობები გიტაცებს? პარიზის ლუვრი უფრო მიმზიდველია შენთვის თუ სიამოვნებით გაატარებდი დროს პროვანსის ბაღებში? შესაძლოა შვებულებას სრულიად სპონტანურად გეგმავ და მიმართულებას ხელმისაწვდომობის მიხედვით არჩევ, თუმცა მაინც საინტერესოა, გაიგო, თუ როგორი ტიპის დამსვენებელი ხარ.
1. კულტურის მაძიებელი
ფოტო:
Rifath/Unsplash
კულტურული დასვენების მოყვარული ადამიანების ძირითადი ინტერესის სფერო ხელოვნების ნიმუშების გაცნობა, ისტორიულ ქუჩებში სეირნობა, მუზეუმებში ვიზიტი, ადგილობრივების წეს-ჩვეულებების გაცნობა და სხვა ისეთი აქტივობებია, რომელიც ქვეყნის ან კონკრეტული რეგიონის ცხოვრებას უფრო ხელშესახებს და მარტივად აღქმადს ხდის.
ასეთი ვიზიტორებისთვის მთავარი არა განთავსების ობიექტი, არამედ მისი ადგილია, სწორედ ამიტომ, საძიებო სისტემებთან დამეგობრებულები სასტუმროს ღირსშესანიშნაობებიდან ფეხით სავალ მანძილზე ეძებენ, ასევე, წინასწარ გეგმავენ სხვადასხვა ტურს თუ ექსკურსიას, ეცნობიან გამოფენების განრიგს, მუზეუმში მოსახვედრ ბილეთებსაც ყიდულობენ და თავიდან იცილებენ გრძელ რიგებში დგომას.
2. გასტრო ტურისტი
ფოტო: Olayinka Babalola/Unsplash
Eat, Pray, Love — ჭამა ერთ-ერთი ყველაზე საკრალური პროცესია. რეცეპტორებით აღქმული გემო არა მხოლოდ საკვების ენერგეტიკულ, არამედ ეროვნულ ღირებულებადაც იშლება. წარმოიდგენ, ვინ დგას კერძის უკან, როგორი ტრადიციებითაა შექმნილი და რატომ მაინცდამაინც ამ კომბინაციით? გასტრო ტურისტებისთვის ადგილობრივების სამზარეულო მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს — ისტორიებს, რომელიც სულ სხვანაირად — დაგემოვნებით უნდა აღმოაჩინო. სწორედ ამიტომ, ასეთი კატეგორიის დამსვენებლები უქმეების დაგეგმვისას ითვალისწინებენ ახლომდებარე კაფეებსა და რესტორნებს, ცდილობენ აღმოაჩინონ ნაკლებად ტურისტული, ადგილობრივებისთვის საყვარელი კვების ობიექტები და ეწერებიან ღვინისა თუ კერძების სხვადასხვა მასტერკლასზე.
3. ზღვის მოყვარული
ფოტო: Chen Mizrach/Unsplash
მზე, რუჯი, ზღვა, სანაპირო, გართობა, წიგნის კითხვა ჩრდილში, ბევრი მზისგან დამცავი და გამაგრილებელი სასმელი — კარგად ჟღერს? თუ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე ტალღების ყურების დადებით გავლენას გავითვალისწინებთ, უცნაური არ არის, რომ ადამიანების ნაწილი თავს ყველაზე მშვიდად სანაპიროზე გრძნობს. თუმცა სანაპირო არანაკლებ სასიამოვნო გარემოა მეგობრებთან ერთად გასართობად. ასე რომ, თუ ზღვა და განტვირთვა თქვენთვის ნაცნობი კომბინაციაა, თავი ამ კატეგორიის დამსვენებელს უნდა მიაკუთვნოთ.
4. ურბანული ტურისტი
ფოტო: Paul Rysz/Unsplash
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, არსებობს ასეთი ტერმინი — ურბანული ტურისტი, ადამიანი რომელიც თავგადასავლებს ქალაქში ეძებს, სხვადასხვა საინტერესო ადგილის გარდა ადგილობრივების ყოველდღიურობას ეცნობა და წარმოდგენას იქმნის ქვეყნის თუ რეგიონის ცხოვრების სტილზე. ასეთ დამსვენებლებს წინასწარ აქვთ შედგენილი ადგილობრივების საყვარელი ადგილების, ე.წ ნეთვორქინგ სივრცეების, სხვადასხვა ჰაბების თუ აქტივობების სია, რაც ქალაქის პულსაციის უკეთ შეგრძნებაში დაემხარება.
5. ბუნების მოყვარული
ფოტო: Greg Rosenke/Unsplash
დაბოლოს, ვინ თუ არა ბუნების მოყვარულები? ადამიანები, რომლებიც საკუთარ დასვენებას ურბანიზაციის მაღალი ხარისხის მქონე ადგილებიდან მოშორებით, ბუნებასთან რაც შეიძლება ახლოს გეგმავენ. ვერ გეტყვით, მხოლოდ მთებშია თუ არა თავისუფლება, თუმცა ამ კატეგორიაში გაერთიანებულ ტურისტებს უყვართ არატურისტული ადგილები, ლაშქრობები, ტყეში სიარული, ყვავილების კრეფა, კარვის გაშლა, ფილტვების ჟანგბადით ავსება, მოკლედ, ყველაფერი ის, რაც გვაკლია თანამედროვე ადამიანებს და ასე გვაკავშირებს ბუნებასთან.
მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კატეგორიის დამსვენებელს მიეკუთვნები. არსებობს ადგილები, თუნდაც თბილისში, ზღვის ტერიტორიაზე, რომელიც საკურორტო გამოცდილებას ქალაქში შეგიქმნით. შემოგთავაზებთ ყველაფერს ზემოთ აღწერილს და არ დაგაყენებთ კონკრეტული არჩევანის გაკეთების წინაშე. ხართ ბუნების მოყვარული, ურბანული ცხოვრებითა თუ გასტრონომიით დაინტერესებული ადამიანი? — Gulf Aquamarine Hotel საუკეთესო არჩევანია.
ფოტო: Gino Holding
რუბრიკის სპონსორია Gulf Aquamarine Hotel, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი, რომელიც თბილისის ზღვაზე, აკვაპარკ ჯინო ფერედაისის საკურორტო ზონაში მდებარეობს და მოიცავს აუზს, რესტორანს, ბარებს, საკონფერენციო სივრცეებს და წვეულების დარბაზს.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
კომენტარები