თიბისის VISA ბიზნეს ბარათის მფლობელები Veli.store-ზე დახარჯული თანხის 30%-ს დაიბრუნებენ — გაიგეთ, როგორ
ფოტო: თიბისი ბანკი
თუ ბიზნესში ხარ ჩართული, დარწმუნებული ვართ, კარგად იცი, რამდენად მნიშვნელოვანია მარტივად, კომფორტულად და სწრაფად მისწვდე კომპანიის წარმატებისთვის საჭირო პროდუქტებს ან სერვისებს. ალბათ ისიც იცი, რა სჭირდება ბიზნესს განვითარებისა და ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებისთვის — დანახარჯების მაქსიმალურად შემცირება.
ამიტომ, თიბისი ბიზნესის, Veli.store-ისა და Visa-ს თანამშრომლობა, რომლის შესახებ სტატიაში ყველა მნიშვნელოვან დეტალს აღმოაჩენთ, ნებისმიერი ბიზნესისთვის საინტერესო იქნება. მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე ორიენტირებული ონლაინ შოპინგის პლატფორმა, Veli.store, Visa და თიბისი ბიზნესი, რომლებიც ბიზნეს სექტორის ხელშეწყობისთვის ძალისხმევას არ იშურებენ, გაერთიანდნენ. აქციის ფარგლებში, თიბისის ბიზნეს ნაკრების გამომწერები Veli.store-ზე განხორციელებული ტრანზაქციებისას დახარჯული თანხის ნაწილს მომენტალურად დაიბრუნებენ.
რა უნდა იცოდეთVeli.store-ის, თიბისი ბიზნესისა და Visa-ს თანამშრომლობის შესახებ
Veli.store-ის, თიბისი ბიზნესისა და Visa-ს ერთობლივი აქციით სარგებლობა შეუძლია თიბისის ბიზნეს ბარათის მფლობელ ნებისმიერ ფიზიკურ პირს და მცირე თუ საშუალო ბიზნესს, რომელიც Veli.store-ზე ბიზნეს ანგარიშით არის დარეგისტრირებული და შესყიდვისას სწორედ თიბისის ბიზნეს ბარათს იყენებს.
თიბისის ბიზნეს მხარდაჭერის გუნდის კაპიტნის, მარიამ კანდელაკის თქმით, Veli.store-თან თანამშრომლობის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ თიბისი ბიზნესების ყოველდღიურობის გამარტივებაზეა ორიენტირებული, Veli.Store კი მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნას ისახავს მიზნად.
"2021 წელს, Veli.store თიბისის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული სწორედ საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების ნომინაციაში გახდა, თიბისისთვის კი ბიზნესებისთვის ყოველდღიურობის გამარტივება უმთავრესია. სწორედ ამიტომ, აღნიშნული პარტნიორობა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. დიდი ხანი ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა ერთობლივად გვექნა და როცა Veli.store ბიზნესებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა, ჩავთვალეთ, რომ მომხმარებლებისთვის ღირებული აქციის შეთავაზება შეგვეძლო", — აღნიშნავს მარიამ კანდელაკი.
თიბისის ბიზნეს ნაკრების გამომწერები, რომლებიც ველის ბიზნეს ანგარიშიდან ბიზნეს ბარათით შეიძენენ ნებისმიერი ღირებულების პროდუქტს, გადახდილი თანხის 30%-ს (მაქსიმუმ 200 ლარის ოდენობით) ანგარიშზე მყისიერად დაიბრუნებენ.
Veli.store-ის კორპორატიული ბიზნეს მენეჯერი, ბექა ტაბატაძე გვეუბნება, რომ აქციის ფარგლებში, ანგარიშზე თანხის დაბრუნების მაქსიმალური ლიმიტი კი განსაზღვრულია, თუმცა პირობებით სარგებლობა კორპორატიული ანგარიშით მრავალჯერადად არის შესაძლებელი
"ონლაინ შოპინგის საუკეთესო გამოცდილება ბიზნესებისთვის სულ ახლახან გახდა შესაძლებელი, შესაბამისად თიბისი ბიზნესთან და Visa-სთან ერთად გადავწყვიტეთ თიბისი ბიზნეს ნაკრების ბარათის მფლობელებისთვის ერთგვარი ბიძგი მიგვეცა, რათა თავად გამოეცადათ ბიზნესისთვის ველიზე შოპინგი. ერთადერთი პირობა, რომელიც ამ შეთავაზებას აქვს მაქსიმუმ 200 ლარამდე თანხის დაბრუნების შესაძლებლობაა ერთ შეკვეთაზე, თუმცა აქციით სარგებლობა ბიზნესისთვის მრავალჯერადადაა შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ 200 ლარამდე თანხა შეუძლიათ რამდენიმე სხვადასხვა შეკვეთაზე დაუბრუნონ — იმდენზე, რამდენზეც მოესურვებათ", — ამბობს ბექა ტაბატაძე.
როგორ უნდა ისარგებლოთ აქციით
იქიდან გამომდინარე, რომ როგორც Veli.store-ისთვის, ისე თიბისი ბიზნესისა და Visa-სთვის უმთავრესი ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყობა და მომხმარებლისთვის საქმის გამარტივებაა, აქციით სარგებლობაც მაქსიმალურად მარტივია და სულ რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
- თიბისის ბიზნეს ნაკრების გამოწერა, რაც როგორც ფიზიკურ პირებს, ისე ბიზნესებს შეუძლიათ;
- Veli.store-ზე კორპორატიული რეგისტრაციის გავლა, რაც სულ ერთი წუთის საქმეა;
- საიტზე არსებული 16 კატეგორიიდან ნებისმიერი ღირებულებისა და რაოდენობის ნივთის შერჩევა. იქნება ეს საკანცელარიო ნივთები, ტექნიკა, საყოფაცხოვრებო საშუალებები თუ სხვა ნებისმიერი პროდუქტი;
- და, რა თქმა უნდა, თიბისის ბიზნეს ნაკრების ბარათით გადახდა, რის შემდეგაც დახარჯული თანხის 30%, მაქსიმუმ 200 ლარის ოდენობით, მომენტალურად აისახება ანგარიშზე. ამასთან, 200 ლარამდე თანხის დაბრუნებას ნებისმიერი ახალი გადახდისას შეძლებთ.
რა უპირატესობები აქვს Veli.Store-ს
Veli.store მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნისთვის თავდაუზოგავად რომ შრომობს, თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა. ბექა ტაბატაძის თქმით, ბიზნეს მიმართულებაზე მუშაობისასაც გაითვალისწინეს უკვე არსებული გამოცდილება და გამართული სერვისი სწორედ ასე შექმნეს.
"ველი მომხმარებლისთვის საუკეთესო ონლაინ შოპინგის გამოცდილების შექმნას პირველივე დღეებიდან ისახავდა მიზნად, რაც საცალო სეგმენტის შემთხვევაში, ძალიან რეალური აღმოჩნდა. შესაბამისად, გამონაკლისი არც ბიზნეს სექტორია, ახალი მიმართულების შექმნისას ყველა ის გამოცდილება და კვლევა გავითვალისწინეთ, რომელიც გვქონდა და ბიზნესს მასზე მორგებული, მარტივი და სწრაფი სერვისი შევთავაზეთ", — გვეუბნება ბექა.
Veli.store-ს მარტივი რეგისტრაციის შესაძლებლობა და პროდუქციის ფართო ასორტიმენტი გამოარჩევს. ერთ სივრცეში 30 ათასზე მეტი უნიკალური პროდუქტია გაერთიანებული, რომლის შეძენა 1 წუთზე ნაკლებ დროში შეგიძლია. ამასთან, შენთვის ხელსაყრელ მიტანის დროს ირჩევ და შეძენილი ნივთის მიღება იმავე დღეს ან სხვა სასურველ დროს შეგიძლია.
რაც შეეხება ბიზნესებს, Veli.store-მა მათზე მორგებული გადახდის მეთოდი შექმნა. კორპორატიული ანგარიშის მფლობელებს გადახდა როგორც ბარათით, ისე ინვოისით შეუძლიათ. ამასთან, ინვოისით გადახდა სრულად ავტომატიზებული პროცესია და Veli.store-ზე ვაჭრობისას ბიზნესს ზედნადების სხვა პლატფორმაზე ატვირთვა არ უწევს. ბექა ტაბატაძის თქმით, ბიზნესებისთვის კიდევ ერთი მიმზიდველი დეტალი იქნება ის, რომ შეუძლიათ, ველის მიმართონ და სასურველ პროდუქტებზე კორპორატიული ფასი მიიღონ.
მარიამ კანდელაკი და ბექა ტაბატაძე აღნიშნავენ, რომ კომპანიების საერთო მიზნები და ის ფაქტი, რომ აქცია საკმაოდ წარმატებულია, სამომავლო თანამშრომლობისა და ბიზნესებისთვის ხელსაყრელი შეთავაზებების პერსპექტივასაც ქმნის.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები