თეგეტა ჰოლდინგის რეკორდული 2022 წელი: მილიარდიანი შემოსავალი და რეგიონული გაფართოება — ინტერვიუ ვახტანგ კაჭარავასთან
ფოტო: თეგეტა
პანდემიის უარყოფითი შედეგები და უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი — ეს ის ორი მთავარი ფაქტორია, რომლებმაც 2022 წლის მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი შეცვალა. ამ ფონზე რეგიონის საავტომობილო სექტორს ბევრი მნიშვნელოვანი გამოწვევა ჰქონდა.
თეგეტა ჰოლდინგმა ეს გამოწვევები შესაძლებლობად აქცია და 2022 წელი გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლით დახურა — კომპანიის შემოსავალმა მილიარდს გადააჭარბა.
თეგეტა ჰოლდინგისთვის გასული წელი რეკორდების წელია ყველა მიმართულებით: უპრეცედენტოდ მასშტაბური ემისია ეროვნულ ვალუტაში; ახალი ბრენდები და წარმომადგენლობები; ტექნოლოგიური მიღწევები; რეგიონული პროექტები და ინფრასტრუქტურა; მსოფლიო პრობლემები და ახალ გამოწვევებთან გამკლავების გზები; მომსახურების ხარისხი და პროფესიონალების გუნდი — 2022 წლის მთავარ მოვლენებსა და 2023 წლის გეგმებზე თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ კაჭარავა საუბრობს.
თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ კაჭარავა
ფოტო: თეგეტა
"2022 წელს, წინასთან შედარებით, 20%-იანი ზრდა გვქონდა და ჩვენმა შემოსავალმა მილიარდს გადააჭარბა. ეს იმას ნიშნავს, რომ თეგეტა ქვეყანაში უმსხვილესი კომპანიების სამეულშია.
"გასული წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ თეგეტა ჰოლდინგმა საქართველოს ისტორიაში ლარში დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისია განახორციელა. კაპიტალის ბაზრის მონაწილეებს — სადაზღვევო კომპანიებსა და საბანკო სექტორს ჩვენ 150 მილიონი ლარის ღირებულების ბონდები შევთავაზეთ. არც რეგიონში და არც აღმოსავლეთ ევროპაში ავტოინდუსტრიის მიმართულებით მსგავსი მასშტაბის ემისია ეროვნულ ვალუტაში აქამდე არ განხორციელებულა. თეგეტა ჰოლდინგის ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება და დიდი ინტერესი კომპანიის მიმართ მაღალ სანდოობასა და რეპუტაციაზე მიუთითებს. მომავალი წლის პირველ კვარტალში კი, აზიის განვითარების ბანკთან ერთად, ე.წ. მწვანე ბონდების ემისიასაც ვაპირებთ.
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგში ამბობენ, რომ მათი სანდოობისა და რეპუტაციის მაგალითია ის, მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით უკვე რეგიონის მასშტაბზეც რომ გავიდნენ. ამასთან, კომპანიამ გაიმარჯვა EBRD-ის ტენდერში, რომელიც სომხეთის დედაქალაქისთვის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი MAN Lion's City 12C ტიპის ავტობუსების მიწოდებას ითვალისწინებს. ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტის უმკაცრესი კრიტერიუმები სწორედ თეგეტამ დააკმაყოფილა.
თეგეტას ძლიერ რეგიონულ მოთამაშედ დამკვიდრებაზე მიუთითებს ინოვაციური შოურუმების გახსნა და ახალი ბრენდების დამატებაც. ფრანგული პრემიუმ ბრენდის, Renault Trucks-ის კომერციული ავტომანქანები; ასევე გერმანული წარმოების Liebherr; FAYAT ჯგუფის ბრენდები; საასფალტე ტექნიკის მსოფლიო ლიდერი BOMAG და ამერიკული ბრენდი GOMACO 2022 წლიდან უკვე თეგეტას პორტფელშია.
"ჩვენი საქმიანობის არეალი ყოველწლიურად იზრდება და ამ ავტომწარმოებლებთან თანამშრომლობით თეგეტა ჰოლდინგი ბიზნესის ახალ სეგმენტებს ითვისებს", — აღნიშნავს ვახტანგ კაჭარავა, — "მათ შორის არის ისეთი უპრეცედენტო პროექტები, როგორებიცაა საავტომობილო გზების მშენებლობა და ასფალტისა და ბეტონის წარმოება. ეს ყველაფერი დაგვეხმარება, ერთი მხრივ, განვავითაროთ ბიზნესი, მეორე მხრივ კი, წვლილი შევიტანოთ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებში.
"უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია პორშე ცენტრი თბილისის ახალი შოურუმი. ეს ერთ-ერთი პირველი ლოკაციაა მსოფლიოში, რომელიც Destination Porsche კონცეფციით შეიქმნა. გერმანული სტანდარტების მიხედვით აშენდა პორშე ცენტრი თბილისის ახალი სერვისცენტრიც, რომელიც რეგიონში პორშეს სერვისის ჰაბად მიიჩნევა. ცამეტ სხვადასხვა სივრცეში ავტომობილისთვის საჭირო ყველა ტექნიკური მომსახურება გაერთიანდა.
ფოტო: თეგეტა
"თეგეტა მუდმივად უწყობს ფეხს თანამედროვე მოთხოვნებს და ყველა გამოწვევას შესაძლებლობად გარდაქმნის. პანდემიამ არაერთი ცვლილება მოითხოვა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ დისტანციურ გაყიდვებს, რაც მსოფლიო საავტომობილო ბაზარზეც კი შედარებით ახალი სერვისია. რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, თეგეტა იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს ავტომობილების ციფრული შოურუმით სარგებლობის საშუალება მისცა. საუბარია ჩვენს შვილობილ კომპანია ვოლვო ქარ კავკასიაზე, რომელიც შვედური ბრენდის ავტომობილებს, საქართველოს გარდა, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთშიც წარმოადგენს".
როგორც უკვე ვიცით, თეგეტას საავტომობილო ეკოსისტემა გულისხმობს უნიკალურ, ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების სრულ სპექტრს, რომელსაც წლის განმავლობაში ამ მიმართულებით კიდევ ერთი უნიკალური პროექტი დაემატა — თეგეტას აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს სერვისებზე წვდომას კიდევ უფრო უმარტივებს.
2022 წელზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი, რომელმაც მსოფლიოში უამრავი რამ შეცვალა, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებითაც.
"ომის დაწყების შემდეგ იყო გამოწვევები, რაც საქართველოს, როგორც მაღალი რისკის ზონაში მყოფ ქვეყანას, უკავშირდებოდა და გარკვეულწილად ართულებდა ჩვენს პარტნიორ ავტომწარმოებლებთან ურთიერთობას საკრედიტო პირობებთან დაკავშირებით", — ამბობს ვახტანგ კაჭარავა, — "ბოლო თვეებში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა და თეგეტა იბრუნებს და კიდევ უფრო აუმჯობესებს აღნიშნულ პირობებს. ეს ჩვენი ბიზნესის ზრდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და იმ მაღალ ნდობაზე მიუთითებს, რომელსაც თეგეტა ჰოლდინგი ჩვენი პარტნიორი ავტომწარმოებლებისგან წლებია, იმსახურებს".
2022 სიახლეების წელი იყო შიდა კორპორაციული განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებებითაც. CSR პროექტების კუთხით თეგეტას პრიორიტეტებია: ქალთა გაძლიერება, განათლების ხელშეწყობა, გარემოზე ზრუნვა და ინოვაციები.
"ავტოსფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენთვის პრიორიტეტულია საავტომობილო პროდუქტების მართვა და სერვისის შემდგომ მიღებული ნარჩენების გადამუშავება", — ჰყვება ვახტანგ კაჭარავა, — "ამ მიმართულებით ჰოლდინგის შემადგენლობაში გაჩნდა კომპანია თეგეტა გრინ პლანეტ, რომელიც ვალდებულებას იღებს ნარჩენების მართვაზე საბურავების, აკუმულატორებისა და ზეთების დამუშავების მიმართულებით. უსარგებლო ნაწილები რეციკლირების იმ ობიექტებს გადაეცემა, რომელთაც შესაბამისი საქმიანობის ნებართვა აქვთ.
"თეგეტა დიდი ხანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან. წლევანდელ ჩამონათვალშია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაეროს მოსახლეობის ფონდთან. ვფიქრობთ, გამორჩეულია თეგეტას წვლილი პროფესიული განათლების მიმართულებითაც. თეგეტა აკადემიაში წელს რამდენიმე პროექტი დავიწყეთ. ერთ-ერთია ელექტუდი, რომელსაც USAID-თან ერთად ვახორციელებთ. ეს პროგრამა კიდევ უფრო ზრდის განათლების ხელმისაწვდომობას ავტოინდუსტრიის სფეროში. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თეგეტას ავტორიზებულ კოლეჯში უკვე მეორე ნაკადს ვმასპინძლობთ".
ტექნოლოგიური მიღწევები, რეგიონული განვითარება, ახალი ბრენდები, წარმომადგენლობები, სერვისცენტრები, შოურუმები, სრულიად ახალი მიმართულებები და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გადაკონვერტირებული რეალურ შედეგებში.
თეგეტა ჰოლდინგის მიზანია, 2023 წელი ახალი რეკორდების წლად შევიდეს ისტორიაში.
"ბევრი პროექტი განვახორციელეთ, თუმცა, ამით არ ვკმაყოფილდებით", — ამატებს ვახტანგ კაჭარავა, — "საქართველოს სატრანზიტო მოძრაობა მნიშვნელოვნად იზრდება. ჩვენ კი გვაქვს 30-წლიანი გამოცდილება და ვიცით, როგორი უნდა იყოს ეფექტიანი სატვირთო სერვისი. ამის გათვალისწინებით, გვინდა, გავაკეთოთ სატვირთოების უპრეცედენტოდ დიდი სერვისცენტრი, რომლის მშენებლობაც ივნისში დაიწყება. ეს იქნება ჰაბი, სადაც განთავსდება ტერმინალი, საბაჟო საწყობი და ყველა სერვისი, რასაც კომპანია სთავაზობს მომხმარებელს. ასევე ივნისში დავიწყებთ მუშაობას დიდ, ინოვაციურ, მულტიფუნქციურ კომპლექსზე წეროვანში. ეს იქნება თეგეტას მშრალი პორტი, კომპლექსური ლოგისტიკური ჰაბი, რომლითაც მეზობელ სახელმწიფოებსაც მოვემსახურებით.
"გარდა ამისა, ვაკეში გაიხსნება ინოვაციური, მულტიფუნქციური კომპლექსი სადაც ვოლვოს შოურუმი და თეგეტას სერვისცენტრები განთავსდება. ეს იქნება მომსახურების სრულიად ახალი ცენტრი: კეთილმოწყობილი, უახლესი დანადგარებით აღჭურვილი და უფრო დიდი გამტარობით, რაც მომხმარებელს დამატებით კომფორტს შეუქმნის.
ფოტო: თეგეტა
"სამწლიან ჭრილში დაგეგმილი გვაქვს 20-30 ახალი ობიექტის დამატება ექსპრეს სერვისების მიმართულებით და ამ კონცეფციაზეც უკვე ვმუშაობთ.
"თეგეტა ისწრაფვის გახდეს კიდევ ერთი ქართული კომპანია, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო ლისტინგში, რაც თავის მხრივ, მსოფლიო აღიარებასთან ერთად, გაზრდილი შესაძლებლობების, მნიშვნელოვანი პროექტებისთვის ფინანსების მოზიდვისა და მხარდაჭერის გარანტია იქნება".
2023 წელს, ამბიციურ გეგმებთან ერთად, თეგეტას უპირველეს ამოცანად, კვლავ მომხმარებელი და მისი კმაყოფილება რჩება.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda.
სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. თეგეტა ჰოლდინგი, 2 500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
"ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა? "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვინ შეცვალა?
გადახედვა
-
ევროსკოპი: NATO-ს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი საქართველოში ვიზიტს გეგმავს ევროსკოპი: NATO-ს გენერალური მდივნის ახალი სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი საქართველოში ვიზიტს გეგმავს
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
OIPA ხელისუფლებას მოუწოდებს, სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველები სათანადო დოკუმენტაციით დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ გარემოშიილში OIPA ხელისუფლებას მოუწოდებს, სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველები სათანადო დოკუმენტაციით დაბრუნდნენ თავიანთ პირვანდელ გარემოშიილში
გადახედვა
-
ოანა-სილვია ცოიუ: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული ოანა-სილვია ცოიუ: ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა
გადახედვა
-
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია — Digital Trade for Growth in the Middle Corridor: Foundations, Finance and Adoption გაიმართა EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია — Digital Trade for Growth in the Middle Corridor: Foundations, Finance and Adoption გაიმართა
-
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სუს-ის გენერალ–მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სუს-ის გენერალ–მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
გადახედვა
-
Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს Voyager 1-ს კიდევ ერთი ინსტრუმენტი გაუთიშეს, რათა მან ენერგია შეინარჩუნოს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში ვიბარებთ ჯანდაცვის მინისტრს, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა "გახარია საქართველოსთვის": სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში ვიბარებთ ჯანდაცვის მინისტრს, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა
გადახედვა
-
ანტისემიტური განცხადებების გამო, პოლონეთში კანიე ვესტის კონცერტი გაუქმდა ანტისემიტური განცხადებების გამო, პოლონეთში კანიე ვესტის კონცერტი გაუქმდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: 14 წელი! კანონზომიერებას უკვე გადასცდა! ეს "ოცნება" ოცნებისტების აღარაა და მედროვეების და ძალაუფლების მტაცებლების თუ მონების კოშმარი გახდა! სალომე ზურაბიშვილი: 14 წელი! კანონზომიერებას უკვე გადასცდა! ეს "ოცნება" ოცნებისტების აღარაა და მედროვეების და ძალაუფლების მტაცებლების თუ მონების კოშმარი გახდა!
გადახედვა
-
საქართველომ უნდა გააუქმოს "უცხოური გავლენის" შესახებ კანონი და უზრუნველყოს პოლიციის ანგარიშვალდებულება — მაიკლ ო'ფლაერტის ანგარიში საქართველომ უნდა გააუქმოს "უცხოური გავლენის" შესახებ კანონი და უზრუნველყოს პოლიციის ანგარიშვალდებულება — მაიკლ ო'ფლაერტის ანგარიში
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი ჩემთვის შეუძლებელია თქმა მიხეილ სარჯველაძე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი ჩემთვის შეუძლებელია თქმა
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად მზად ხარ სამხრეთ კორეისთვის? ქვიზი: რამდენად მზად ხარ სამხრეთ კორეისთვის?
- ახალი კანონპროექტით სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს არ გადაიხდიან ახალი კანონპროექტით სახელმწიფო უწყებები ავტომობილების იმპორტისას აქციზს არ გადაიხდიან
-
ეკა ბესელია: მთავარ დაპირებებს უღალატა ქართულმა ოცნებამ! დღეს ისევ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ასეულობით პოლიტიკური და უკანონო პატიმარია! ეკა ბესელია: მთავარ დაპირებებს უღალატა ქართულმა ოცნებამ! დღეს ისევ პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ასეულობით პოლიტიკური და უკანონო პატიმარია!
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს NASA-ს მავალმა მარსზე უჩვეულო ქვები დააფიქსირა, რომლებიც რეპტილიის ქერცლებს ჰგავს
გადახედვა
-
ბერ ნიკოლოზს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ ბერ ნიკოლოზს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
გადახედვა
-
25 აპრილი — დიდი ფასდაკლების დღე არქი იასამნების პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა? 25 აპრილი — დიდი ფასდაკლების დღე არქი იასამნების პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
-
ჩარლზ დენსი ბეტმენის გაგრძელებაში ჰარვი დენტის მამის როლს შეასრულებს ჩარლზ დენსი ბეტმენის გაგრძელებაში ჰარვი დენტის მამის როლს შეასრულებს
გადახედვა
კომენტარები