ბავშვობაში ქორწინების გამო არასრულწლოვანი გოგოები ხშირად წყვეტენ განათლების მიღებას — კვლევა
ფოტო: STJ
30 ნოემბერს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით, კვლევის "ადრეული/ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში — არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები" პრეზენტაცია გაიმართა.
კვლევა მოამზადა "დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრმა" გაეროს ერთობლივი პროგრამის, "გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.
"კვლევა, რომელიც დღეს წარვადგინეთ, უნიკალურ ინფორმაციას გვაძლევს ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციისა და აღმოფხვრის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების მონიტორინგის თვალსაზრისით. მაშინ, როცა ბავშვობის ასაკში ქორწინების საშუალო მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 14%-ს აღწევს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მულტისექტორული მიდგომა და ეფექტიანი თანამშრომლობა შესაბამის უწყებებს შორის. გაეროს მოსახლეობის ფონდი განაგრძობს სახელმწიფოს უწყვეტ მხარდაჭერას, რათა შევძლოთ ამ საზიანო პრაქტიკის მაქსიმალური პრევენცია და დაცული იყოს თითოეული მოზარდის უფლება — მიიღოს განათლება და შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება", — აღნიშნა UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.
"მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით აიკრძალა 18 წლამდე პირთან ქორწინების რეგისტრაცია, რამაც დადებითად იმოქმედა ამგვარი შემთხვევების შემცირებაზე, თუმცა ხშირად ადგილი აქვს არასრულწლოვანთან არარეგისტრირებული ქორწინების ანუ ფაქტობრივი თანაცხოვრების დაწყებას, რაც ხშირად დანაშაულებრივი გზით ხდება. განსაკუთრებით პრობლემურია როგორც ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების გამოვლენა და მათი რეფერირება პასუხისმგებელ უწყებებში, ასევე ეფექტიანი და გამართული კოორდინაცია საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. ამგვარი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების გატარება, რაც მოიცავს საგანმანათლებლო, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართულ ზომებს, ახალგაზრდების შესაძლებლობების გაზრდას, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებას", — აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
კვლევაში გაანალიზებულია 74 სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც ჩადენილია და მათ მიმართ მართლმსაჯულება განხორციელდა 2020 და 2021 წლებში. მასში შესულია ისეთი საქმეებიც, რომლებშიც სამართალწარმოება დასრულებულია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოში, ან შეწყდა გამოძიება. ასევე წარმოდგენილია ადრეული/ბავშვთა ქორწინების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან და სკოლის მოსწავლეებთან ჩატარებული ინტერვიუებისა და ფოკუს-ჯგუფების საფუძველზე მომზადებული თვისებრივი კვლევის შედეგები და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2020-2021 წლებში და 2022 წლის პირველ 6 თვეში შესწავლილი 51 საქმე.
სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლამ, ასევე თვისებრივი კვლევის ჩატარებამ და სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზმა, გამოავლინა შემდეგი ძირითადი ტენდენციები:
- ბავშვობის ასაკში ქორწინების გამო არასრულწლოვანი გოგოები ხშირად წყვეტენ განათლების მიღებას ან ექმნებათ სხვადასხვა ბარიერი და დაბრკოლება სკოლაში სასიარულოდ და საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად;
- შესაბამის სპეციალისტებს, განსაკუთრებით მასწავლებლებს, არ აქვთ სათანადო ინფორმაცია და ცოდნა ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოვლენის ინდიკატორების, რეფერირების პროცედურებისა და ვალდებულებების შესახებ;
- არასრულწლოვანის გამოკითხვას უმეტესად (საქმეთა 55% შემთხვევაში) ატარებდა იმავე სქესის გამომძიებელი, თუმცა საქმეთა 45%-ში. გამოვლინდა არასრულწლოვანის სხვა სქესის გამომძიებლის მიერ გამოკითხვის პრაქტიკა, მათ შორის, გაუპატიურების, სხვა სახის სქესობრივი დანაშაულისა და ქორწინების იძულების საქმეებში;
- სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების შესწავლა აჩვენებს, რომ არასრულწლოვანთა შესაძლო ნიშნობის შემთხვევაში, უწყებების მხრიდან, უმეტესად ვერ ხერხდება სავარაუდო ქორწინების იძულების გამოკვეთა;
- გამომძიებლის მიერ არასრულწლოვანი მსხვერპლისათვის დასმული შეკითხვები ხშირად შაბლონურია და ბავშვისთვის გასაგებ ენაზე არ არის ფორმულირებული. ასევე გამოვლინდა დისკრიმინაციული, არარელევანტური და სტერეოტიპული შეკითხვების დასმის პრაქტიკა;
- იმ საქმეებში, სადაც ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ვაგინალური ფორმით, მტკიცებულების შეგროვების პროცესში, უმეტესწილად გადამწყვეტ როლს ასრულებდა საქალწულე აპკის მთლიანობის დადგენის მიზნით დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მაშინ, როდესაც არასრულწლოვანთან ვაგინალური ფორმით სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტი შეიძლება დადგინდეს სხვა მტკიცებულებებით, საქალწულე აპკის შემოწმების გარეშე, რომლებიც არ იქნება დისკრიმინაციული და მატრავმირებელი;
- ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე, უმეტესად არ ხდება მათი ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემა/სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება;
- დამნაშავეთა მიმართ უმეტესად გამოიყენება პირობითი მსჯავრი და დაბალია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების მაჩვენებელი;
- კვლავ დაბალია საზოგადოების ცნობიერება ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკისა და საკანონმდებლო რეგულაციების თაობაზე, რის გამოც უმეტესად არ ატყობინებენ პოლიციას ან სხვა სახელმწიფო უწყებას სავარაუდო დანაშაულის შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს არასრულწლოვანთან სავარაუდოდ ქორწინების მოტივით ჩადენილ დაახლოებით 134 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, 2021 წელს — დაახლოებით 212 სისხლის სამართლის საქმეზე,12 ხოლო 2022 წლის 6 თვეში (1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით) — დაახლოებით 61 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება.
რაც შეეხება არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობას, 2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 42 პირის მიმართ, 2021 წელს — 67 პირის მიმართ, ხოლო 2022 წელს (6 თვე) — 44 პირის მიმართ.
"დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრმა", საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით შეიმუშავა რეკომენდაციები სხვადასხვა უწყებისთვის, მათ შორის საერთო სასამართლოებისთვის, პროკურატურისთვის, განათლების სამინისტროსთვის და ა.შ.
რეკომენდაციებს შორისაა გაუპატიურებისა და სხვა სქესობრივი დანაშაულის მუხლებში ცვლილების შეტანის აუცილებლობა, ქორწინების იძულების მუხლისთვის დამამძიმებელი გარემოებად თავისუფლების უკანონო აღკვეთის გზით მისი ჩადენის დამატება, ბავშვთა ქორწინების თანმდევ დანაშაულებზე დამკვიდრებული ლმობიერი პრაქტიკის გადახედვა და სხვ.
გაეცანით კვლევას უფრო ვრცლად ბმულზე.
-
ტრამპმა 2026 წლის 17 მაისი ეროვნული ლოცვის დღედ გამოაცხადა ტრამპმა 2026 წლის 17 მაისი ეროვნული ლოცვის დღედ გამოაცხადა
გადახედვა
-
პროკურატურამ ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს ციხეში ბანქოს თამაშისთვის ახალი ბრალი წაუყენა პროკურატურამ ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს ციხეში ბანქოს თამაშისთვის ახალი ბრალი წაუყენა
გადახედვა
-
შესაძლოა, დედამიწაზე კონტინენტები 4 მილიარდი წლის წინაც არსებობდა — კვლევა შესაძლოა, დედამიწაზე კონტინენტები 4 მილიარდი წლის წინაც არსებობდა — კვლევა
გადახედვა
-
უკრაინაში 157 სამხედრო ტყვე დააბრუნეს უკრაინაში 157 სამხედრო ტყვე დააბრუნეს
გადახედვა
-
იუპიტერი იმაზე "პატარაა", ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — როგორია ახალი მონაცემები იუპიტერი იმაზე "პატარაა", ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — როგორია ახალი მონაცემები
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: შეიძლება შედგეს ჯანსაღი მსჯელობა — რა პლუს-მინუსები აქვს, მაგალითად — ევროინტეგრაციას ირაკლი კობახიძე: შეიძლება შედგეს ჯანსაღი მსჯელობა — რა პლუს-მინუსები აქვს, მაგალითად — ევროინტეგრაციას
გადახედვა
-
7 თებერვალს ექსპოჯორჯიაში პროფესიული დისკუსია "ერთად დავიცვათ გონიო და კრწანისი" გაიმართება (edited) 7 თებერვალს ექსპოჯორჯიაში პროფესიული დისკუსია "ერთად დავიცვათ გონიო და კრწანისი" გაიმართება (edited)
გადახედვა
-
გაიცანით EMO — რობოტი, რომელმაც პირის მოძრაობა YouTube-ზე ვიდეოების ყურებით ისწავლა გაიცანით EMO — რობოტი, რომელმაც პირის მოძრაობა YouTube-ზე ვიდეოების ყურებით ისწავლა
გადახედვა
-
რამდენად განსაზღვრავს სიცოცხლის ხანგრძლივობას გენეტიკა რამდენად განსაზღვრავს სიცოცხლის ხანგრძლივობას გენეტიკა
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც წელს Apple TV+ზე გამოვა ყველაფერი, რაც წელს Apple TV+ზე გამოვა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო — გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო — გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
-
$1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს $1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს
გადახედვა
-
"რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა "რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
10+ ქვიზი, რომლებიც იანვარში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა 10+ ქვიზი, რომლებიც იანვარში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
გადახედვა
-
IPN: ეუთო "მოსკოვის მექანიზმით" გათვალისწინებული ექსპერტთა მისიის დაკომპლექტების პროცესშია IPN: ეუთო "მოსკოვის მექანიზმით" გათვალისწინებული ექსპერტთა მისიის დაკომპლექტების პროცესშია
გადახედვა
-
TRIPP-ის პროექტის ფარგლებში აშშ-ის დელეგაცია სომხეთში ჩავიდა TRIPP-ის პროექტის ფარგლებში აშშ-ის დელეგაცია სომხეთში ჩავიდა
გადახედვა
-
საამიროებში პირველი გენეტიკური ბიოსაცავის შექმნას აპირებენ საამიროებში პირველი გენეტიკური ბიოსაცავის შექმნას აპირებენ
გადახედვა
-
ევროსაბჭო უკრაინას €90 მლრდ-ის ფინანსურ დახმარებას გაუწევს ევროსაბჭო უკრაინას €90 მლრდ-ის ფინანსურ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
მარკო მიხელსონი: საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ხალხს ტერორისტებად მიიჩნევენ მარკო მიხელსონი: საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ხალხს ტერორისტებად მიიჩნევენ
გადახედვა
-
მარიამ რამაზაშვილი კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” ფინალისტია მარიამ რამაზაშვილი კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” ფინალისტია
გადახედვა
-
სტუ PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით სიყალბეს უწოდებს სტუ PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით სიყალბეს უწოდებს
გადახედვა
კომენტარები