საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Data Challenge-ი მეორედ იწყება
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით სიახლეების დანერგვას და ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი მონაცემთა მიმართულებით ყველაზე მასშტაბური პროექტის — Data Challenge-ის მეორე სერიას იწყებს.
Data Challenge-ის შეჯიბრის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ მარტო, ან გუნდთან ერთად ჩაერთონ კონკურსში, შეასრულონ მოცემული დავალება და გამარჯვების შემთხვევაში მოიგონ ფულადი პრიზი.
საპრიზო ფონდი შემდეგი პრინციპით გადანაწილდება:
- პირველ ადგილზე გასული გუნდი 30 000 ლარს მიიღებს;
- მეორე ადგილზე — 15 000 ლარს;
- ხოლო მესამე ადგილზე — 5 000 ლარს;
- გარდა ამისა, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, დასაქმდნენ საქართველოს ბანკში.
პროექტში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც დაინტერესებულია კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, ფიზიკის ან ეკონომიკის სფეროთი.
გამოწვევაში მონაწილეობის მისაღებად და დავალების შესასრულებლად კონკურსანტი უნდა დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე. დამატებით ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://go.bog.ge/3AmJtxY
პროექტის მონაწილეებს პროფესიონალი მონაცემთა მეცნიერები შეაფასებენ, მენტორობას კი მათ საქართველოს ბანკის თანამშრომლები გაუწევენ. ესენი არიან, საქართველოს ბანკის მონაცემთა მეცნიერები: ნიკოლოზ მამისაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ლუკა ცაბაძე, ქეთევან ოთიაშვილი, სანდრო ხიზანიშვილი, ნინო გოგოლაძე და ნიკოლოზ ჯანგიშერაშვილი.
"საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს სიახლეების დანერგვას და მონაცემთა მეცნიერების სფეროთი დაინტერესებული ადამიანების წახალისებას. მოხარული ვართ, საქართველოში Data Challenge-ის მეორე სერია ვიწყებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტმა ჩვენი მოლოდინები გაამართლა. აღნიშნული კონკურსი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, გაიცნონ მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანები, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება, და რაც მთავარია, ამ მიმართულებით აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ახალი ტალანტების აღმოჩენას და მონაცემთა მეცნიერების განვითარებას", — განაცხადა საქართველოს ბანკის მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის უფროსმა, ირაკლი გოგატიშვილმა.
ინფორმაციისთვის, მონაწილეებს ამოცანის ამოსახსნელად და ვებ-გვერდზე პასუხის დასაფიქსირებლად ვადა 2022 წლის 22 ნოემბრიდან 2023 წლის 25 დეკემბრამდე ექნებათ. ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, ინფორმაცია აღნიშნულ ვებ-გვერდზე განთავსდება.
ცნობისთვის, მონაცემთა მიმართულების ყველაზე მასშტაბური პროექტის Data Challenge-ის პირველ სერიაში 125 გუნდი მონაწილეობდა. პროექტის ფარგლებში 3 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც ფულადი პრიზებით დასაჩუქრდნენ. ესენი არიან: Pier Piper, Synapse და Brainblinker. მათი პირველი ამოცანა სარეკომენდაციო სისტემის ალგორითმულ გადაწყვეტას ეხებოდა.
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები