რას წერს სამი პარტია აშშ-ის სენატორების განცხადებებზე
სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა სენატორების შეფასებების შესახებ განცხადებას ავრცელებენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ საქართველოში უდიდესი უკუსვლაა და ფიქრობს, რომ არის დრო, რომ გადაიხედოს სტრატეგიას საქართველოზე.
- ასევე, სენატორმა კარდინმა განაცხადა, რომ მათ დაინახეს მნიშვნელოვანი უკუსვლა დემოკრატიის კუთხით. მისი აზრით, ამიტომ განასხვავა ევროკავშირმა საქართველო მოლდოვასა და უკრაინისგან, რაც მიუთითებს იმას, რომ უკუსვლას ევროკავშირიც ხედავს.
- სენატორ კარენ დანფრიდის თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მიაღწია პროგრესს და სწორედ ამ პროგრესზე იყო დაფუძნებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, თუმცა რასაც ბოლო პერიოდში ხედავენ შემაშფოთებელია.მისი აზრით, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა.
დეტალები: 3 პარტიის განცხადებით, ქართული ოცნება ღალატობს ეროვნულ ინტერესებს, რასაც ადასტურებს სენატორების განცხადებები და ხელისუფლების რეაგირება ამ განცხადებებზე. მათი თქმით, ხელისუფლებამ საბოლოოდ აირჩია რუსეთის მხარე.
- პარტიების თქმით, ქართული ოცნების მცდელობები — "შეცდომაში შეიყვანოს დასავლეთი და საკუთარი თავი, პროდასავლურ ძალად წარმოსახოს", დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო ნაკლები ადამიანისთვის არის დამაჯერებელი.
- "ამ ისტორიულ მომენტში, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები იძულებულს ხდის ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისაუბროს არა ჩვენი ქვეყნის სამხედრო დახმარებასა და ეკონომიკური აღორძინების გეგმებზე, არამედ საქართველოში არსებულ ტოტალურ რეგრესზე";
- "აშშ-ის სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში დარწმუნდნენ, რომ ოცნება არ აპირებს ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას, რაც, აშშ-ის აზრითაც, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაა", — აღნიშნულია სამი პარტიის ერთობლივ განცხადებაში.
მათი განცხადებით, სენატის მოსმენა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მსგავსად, აშშ ცხადად აქვს გაცნობიერებული საქართველოში ოლიგარქიული მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების სიმძიმე.
- პარტიის განცხადებით, სენატორებს აქვთ ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის დაუღალავ ბრძოლას გააგრძელებს და საკუთარი მთავრობის პასუხისმგებლობას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, 3 პარტია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა საკუთარი მომავლისთვის არის ის, რისი წყალობითაც თავისუფალი სამყარო ყოველთვის უჭერდა მხარს. ამიტომ ფიქრობენ, რომ არ უნდა შეწყდეს ბრძოლა და უნდა მოიპოვონ პარტნიორების კეთილგანწყობა ქართველი ხალხის მიმართ.
- "მხოლოდ ერთად ბრძოლითაა შესაძლებელი, რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილი ვაქციოთ რეალობად: პროდასავლელი უმრავლესობა გავათავისუფლოთ მმართველი პრორუსი უმცირესობისგან, დავიბრუნოთ მიტაცებული სახელმწიფო და ვაქციოთ იგი ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვან წევრად. ამ მიზნის შესრულება ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ხელშია", — ნათქვამია განცხადებაში.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები