24 ივლისს თბილისში უკრაინელი კომპოზიტორისა და პიანისტის, ლუბომირ მელნიკის კონცერტი გაიმართება
24 ივლისს, თბილისში თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უკრაინელი კომპოზიტორისა და პიანისტის, ლუბომირ მელნიკის კონცერტი გაიმართება.
ელექტროაკუსტიკური და ექსპერიმენტული მუსიკის საღამოების სერია Zenaari, 24 ივლისს, 20:00 საათზე, Ciskari Garden-ში წარმოგიდგენთ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კომპოზიტორისა და პიანისტის, უკრაინელი მუსიკოსის, ლუბომირ მელნიკის საფორტეპიანო კონცერტს.
კლასიკური მუსიკალური განათლებითა და ანტიკური, რომაული კულტურით შთაგონებულმა ლუბომირ მელნიკმა მუსიკალური მოღვაწეობა 70-იანი წლების პარიზში დაიწყო. ექსპერიმენტული ცეკვის ქორეოგრაფთან, კაროლინ კარლსონთან კოლაბორაციით, მან ფორტეპიანოს სრულიად ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა, როდესაც მკაცრად განსაზღვრული წესების ნაცვლად, იმპროვიზაციულად, მუსიკის აწყობა სწორედ ცეკვასა და სხეულების მოძრაობასთან თანმიმდევრობაში გადაწყვიტა. ინსტრუმენტის პედალის ექსპერიმენტული გამოყენებით, ექოსა და რევერბის მონაცვლეობით, მან შესაძლებელი გახადა ბგერებისა და ხმების შეუჩერებელი დინება, რომელსაც ჰიპნოტური ჟღერადობის მქონე ტალღებად გარდაქმნიდა და ამ ტექნიკას თავადვე უწოდა "უწყვეტი მუსიკა". ობერტონების მდიდარი ლანდშაფტით გამორჩეულმა მისმა შემოქმედებამ საფორტეპიანო და კამერული კომპოზიციებით, სრულიად ახალი განზომილება მისცა ინსტრუმენტს. მუსიკის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს სწორედ ის ჟღერადობაა, რისთვისაც ფორტეპიანო შეიქმნა.
"ეს მუსიკა არ შეიქმნებოდა, უკრაინელი რომ არ ვიყო. თავგანწირვა ჩვენი მთავარი თვისებაა, უკრაინელები თავს ვწირავთ იმისთვის, რაც ჩვენთვის ღირებულია", — ასე აღწერს თავად მუსიკოსი შთაგონების მთავარ ძალას.
ელექტროაკუსტიკური და ექსპერიმენტული მუსიკის საღამოების სერია Zenaari 2018 წელს დაფუძნდა და მის ფარგლებში ისეთი მუსიკოსებისა და კომპოზიტორების საკონცერტო საღამოები გაიმართა, როგორიცაა William Basinski, Yves Tumor, Metastasis, HVL, რეზო ღლონტი და.ა.შ.
24 ივლისი | Ciskari Garden | 20:00
FACEBOOK | INSTAGRAM | TKT.GE
ვიზუალური მასალა: https://we.tl/t-dTAW3yBtn3
აკრედიტაციისთვის: [email protected] | 595 800 923
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები