ვერშბოუ: რუსეთსა და ამერიკას ფუნდამენტურ საკითხებზე უთანხმოება აქვთ
ფოტო: AP
„მე ვფიქრობ პრეზიდენტი ტრამპი შეეჯახა რეალობას, სადაც ორ ქვეყანას [რუსეთსა და ამერიკას] ფუნდამენტური უთანხმოება აქვს", - ამბობს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოფილი მეორე პირი და ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში ალექსანდერ ვერშბოუ.
ამერიკის ხმასთან ინტერვიუში, ვერშბოუ ამბობს, რომ მოლაპარაკებები მთავარი თემიდან - უკრაინის საკითხიდან უნდა დაიწყოს. მისი თქმით, ორი ქვეყნის ინტერესები ფუნდამენტურად ცდება ერთმანეთს.
„ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა რამდენიმე ათწლეულის მანძილზე. ნდობა გამქრალია, ამერიკის და რუსეთის მხარეებს განსხვავებული აღქმა აქვთ არსებული სიტუაციის. ეს განპირობებულია რუსეთის ქმედებებით უკრაინაში და სირიაში ინტერვენციით. სირიის თაობაზე, ორივე მხარე ამბობს, რომ საერთო მიზანი აქვთ - დაასრულონ სამოქალაქო ომი და ახალ მთავრობას გადაეცეს ხელისუფლება, რომელიც მისაღები იქნება სირიის მოსახლეობისთვის. თუმცა, როდესაც დეტალებს ვუღრმავდებით, ჩანს, რომ ორი მხარე საერთოდ ვერ თანხმდება ამ საკითხებზე. ჩვენ [ამერიკა] ვამბობთ, რომ სირიის მოსახლეობა მაშინ მიიღებს ახალ ხელისუფლებას, თუ ასადის რეჟიმი სცენიდან გავა. ახლა რუსები განაგრძობენ თავიანთი კლიენტის მხარდაჭერას“, - თქვა მან.
მისივე თქმით, პოზიციები განსხვავდება უკრაინის შემთხვევაშიც.
„უკრაინას რაც შეეხება, ჩვენ [რუსეთი და ამერიკა] ვთანხმდებით, რომ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტი უნდა გადაწყდეს და მინსკის ხელშეკრულების შესრულება მოხდეს. თუმცა, რუსები მათ ვალდებულებებს არ ასრულებენ და პროცესს სერიოზულად არ უდგებიან. ჩვენ ვიცით რა უნდა გაკეთდეს, თუმცა როგორ უნდა გაკეთდეს ამაზე ვერ ვრიგდებით. შინაარსის მხრივ, ურთიერთობა [რუსეთთან] არ გაუმჯობესებულა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს ურთიერთობის გაუმჯობესება სწადია და ამერიკელების უმრავლესობას რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობა სურს. პრეზიდენტი ტრამპი შეეჯახა რეალობას, სადაც ორ ქვეყანას ფუნდამენტური განსხვავებები აქვთ“, - ამბობს ის.
ის ფიქრობს, რომ ურთიერთობების გაუმჯობესება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის მთავარი საკითხი, რამაც დაპირისპირება გაამწვავა, მოგვარდება. ვერშბოუს თქმით, უკრაინის საკითხი მთავარი თემა უნდა იყოს ამერიკა-რუსეთის შეხვედრების განრიგში.
„რუსეთ-ამერიკის ურთიერთობას ყველაზე დიდი ზიანი 2014 წელს ყირიმის ანექსიამ და აღმოსავლეთ უკრაინაში არალეგალური ამბოხების წამოწყებამ მიაყენა. მე ვფიქრობ, რომ თუ ტილერსონსა და ლავროვს, ტრამპს და პუტინს, ურთიერთობის გაუჯობესება სურთ, მათ პირველ რიგში ეს ყველაზე დიდი პრობლემა უნდა გადაჭრან, რაც რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინიდან გასვლას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გულისხმობს“, - განაცხადა ვერშბოუმ.
მან ამერიკის ხმასთან საუბარში, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ცვლილებაზე ისაუბრა, მისი განცხადებით, კრემლის საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები ხშირად ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებით არის განპირობებული.
“ჩემი აზრით, რუსეთის შიდა მოვლენებსა და მის საგარეო პოლიტიკას შორის კავშირი არსებობს. მიუხედავად პუტინის მასკულინური მიდგომებისა სხვადასხვა საკითხების მიმართ, მას აშინებს ქვეყნის შიგნით შესაძლო გამოსვლები. უკრაინაში განვითარებული მოვლენები მისთვის იყო საშიშროება, ვინაიდან იქ წარმატებულმა რეფორმებმა და დემოკრატიული მოძრაობის განვითარებამ შესაძლოა რუსეთშიც იგივე პროცესის დაწყება განაპირობოს. მარტის გამოსვლებმა პუტინი შეაშინა, მას აშინებს ის, რომ ახალგაზრდა თაობა მის იდეოლოგიას აღარ იყიდის, რომელიც რუსეთის დიდების ზრდაზე დგას და რომლის კვალდაკვალაც ქვეყანა მკაცრი რეპრესიების ქვეშაა. რუს ხალხს, ისევე როგორც ადამიანებს სხვაგან, ძირითადი თავისუფლებები და ანგარიშვალდებული მთავრობა სურთ და ისინი დაიღალნენ მაღალ ეშელონებში კორუფციით. ეს პუტინის სისტემის ნაწილია“, - ამბობს ვერშბოუ.
რამდენიმე დღის წინ, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს ვაშინგტონში უმასპინძლა. ლავროვი პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც შეხვდა, რაც ამ რანგის პირველი შეხვედრა იყო ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, შეხვედრამ „კარგად ჩაიარა“. ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა „უკიდურესად პოზიტიური“ იყო. პესკოვის თქმით, რუსეთი ამერიკასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას „ფრთხილი ოპტიმიზმით“ ეკიდება, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა სირიის კონფლიქტი იყო.
შეხვედრის შემდეგ, თეთრი სახლის და ჟურნალისტების გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაზე ამერიკელი ჟურნალისტები და ფოტოგრაფები არ დაუშვეს, რუსულმა მედიამ მალევე გაავრცელა ლავროვის, აშშ-ში რუსეთის ელჩის-სერგეი კისლიაკის და ტრამპის ფოტოები.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები