საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 22,1 მილიარდი აშშ დოლარია
ფოტო: Flickr
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანმა საგარეო ვალმა 68,4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 110,8%-ია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 6,1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
- აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 384,6 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.
- ხოლო ფასის, საკურსო და სხვა ცვლილებების გამო, შესაბამისად — 207, 144,1 და 27,4 მილიონი დოლარით შემცირდა.
- იმის გათვალისწინებით, რომ მთლიანი საგარეო ვალის 90,9% უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, მისი მოცულობის ცვლილებაზე ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსიც ახდენს გავლენას.
დეტალები: მთლიანი საგარეო ვალიდან $10,4 მილიარდი (32,2 მლრდ ლარი) სახელმწიფო საგარეო ვალდებულება იყო, რაც მშპ-ს 52,1%-ია.
- სახელმწიფო საგრეო ვალიდან სამთავრობო სექტორის ვალია $7,8 მილიარდი (მშპ-ს 38.9%).
- ამასთან, 31 მარტის მდომარეობით, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 13,3 მილიარდი შეადგინა — ეს ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 67%-ია.
რიცხვებში: რაც შეეხება დანარჩენს, ეროვნული ბანკის ვალდებულებებია — $942,6 მილიონი (მშპ-ს 4,7%).
- ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, $438,5 მილიონი (მშპ-ს 2,2%) და $1,2 მილიარდი (მშპ-ს 6,3%);
- საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა $5 მილიარდი (მშპ-ს 25%);
- სხვა სექტორების საგარეო ვალმა — $4,9 მილიარდი (მშპ-ს 24,8%) და კომპანიათაშორისო ვალმა — $3,5 მილიარდი (მშპ-ს 17,3 %).
არქივიდან: 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, 10,7%-ით გაზრდილი ვალით შევხვდით. მაშინ ფინანსთა მინისტრმა ამის მიზეზად პანდემიის პერიოდში ბიუჯეტში შემოსავლების შემცირებას დაასახელა.
- 2021 წლის 31 აგვისტოს მთავრობამ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების, ანუ დაბალპროცენტიანი სესხის მეორე ტრანშზე უარი განაცხადა.
- მაშინ მიზეზად ღარიბაშვილმა ის თქვა, რომ საქართველომ საგარეო ვალის შემცირება დაიწყო.
- ამას წინ უძღოდა შარლ მიშელის განცხადება, სადაც მან ხაზი გაუსვა, რომ დახმარების მისაღებად მთავრობას ევროკავშირთან შეთანხმება უნდა შეესრულებინა.
- მოგვიანებით ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ თქვა, რომ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე მთავრობამ იმიტომ თქვა უარი, რომ არსებობდა რისკი, EU-ის 75 მილიონიანი ტრანში არ ჩამორიცხულიყო.
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა
გადახედვა
კომენტარები