მაესტროს დირექტორი ბიზნესკონტაქტის გუნდს: ამ დრომდე ბუნდოვანი რჩება თქვენი პოზიცია
ტელეკომპანია მაესტროს გენერალური დირექტორი ზურაბ ნაყეური ამავე ტელეარხის თანამშრომლების, კონკრეტულად კი ბიზნესკონტაქტის გუნდის პოზიციას გიორგი ისაკაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ბუნდოვანსა და ორაზროვანს უწოდებს.
ნაყეურმა ბიზნესკონტაქტის გუნდის ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე თანამდებობიდან 31 მაისს გაათავისუფლა. აღნიშნულს პროტესტი მოჰყვა ბიზნესკონტაქტის თანამშრომლების მხრიდან. ნაყეური 1 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში თანამშრომლებს მიმართავს:
"თქვენ მიერ გუშინდელი მოვლენების გაშუქების შემდეგ ზოგადად შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეძებთ ,,ბნელ ოთახში კატას, მაშინ როდესაც ის იქ არ არის". მიმაჩნია, რომ ჩემს განცხადებაში განთავისუფლების შესახებ გარკვევით და გასაგებად გამოვყავი ის სამი ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც მოხდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. სამწუხაროა, რომ თქვენი ეთერით არ მომხდარა არც ამ მიზეზების ციტირება და არც მათი გარკვევით დაინტერესება. სამართლიანობის და ობიექტურობის პრინციპი მოითხოვს ჩემი მხრიდან ამ საკითხებში ნათელის შეტანის და კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ დაუშვებლად მიგვაჩნია ნებისმიერი პირის მხრიდან "მაესტროს" ქონებრივ თუ ინტელექტუალურ საკუთრებაზე ულტიმატუმის ენით საუბარი: ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მიმდინარე წლის 5 მაისს ბატონმა გიორგი ისაკაძემ მომმართა წერილობითი განცხადებით, სადაც ის ყოვლად უსაფუძვლოდ და დასაბუთებლად ითხოვს 2014 წლის 2 ოქტომბრიდან - დღემდე ყოველთვიურ, სამიათას ლარიან კომპენსაციას განვლილ პერიოდზე, და მომავალშიც ამავე ოდენობით სახელფასო ზრდას. იმის შემდეგ რაც მან ამაზე ჩვენი მხრიდან დასაბუთებული უარი მიიღო, მან როგორც გადაცემის წამყვანმა, ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ეთერში არ გასვლაზე. შთაბეჭდილება არის, რომ ადგილი ჰქონდა თქვენი გუნდის ხელმძღვანელის მხრიდან - წასვლით მუქარას და ამ და სხვა აქტუალური თემებით მაესტროს მანიპულირება-დაშანტაჟებას. რაც შეეხება ისაკაძის ზეპირ მომართვას, რომელიც მან გუშინ "რუსთავი 2-ის" ეთერით გააკეთა, ვთვლი, რომ მისი შეთავაზება საინტერესოა და იმსახურებს ჩვენი მხრიდან საქმიან განხილვას. სამწუხაროა, რომ დღემდე ვერ გავერკვიე თქვენი გუნდის პოზიციაში. ის ჩვენთვის ამ დრომდე ბუნდოვანი და ორაზროვანი რჩება. გთხოვთ განმარტოთ, სამომავლოდ აპირებთ თუ არა დაკისრებული მოვალეობების შესრულებას".
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები