გალტ & თაგარტის მონაწილეობით კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ახალი ფაზის წარდგენა გაიმართება
ფოტო: საქართველოს ბანკი
გალტ ენდ თაგარტის მონაწილეობით, 27 აპრილს, 17:00 საათზე კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ახალი ფაზის წარდგენა შედგება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მის მთავარ მიზანს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
გალტ ენდ თაგარტისა და BDO Georgia-ს ხელმძღვანელობით, პროგრამის პირველი ეტაპი ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის და იმ ბარიერების კვლევას დაეთმო, რომლებიც კომპანიებისთვის კაპიტალის ბაზრებზე წვდომას აფერხებს. პროგრამის მომდევნო ფაზა კი, თანადაფინანსების სქემაში მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღებას და საგანმანათლებლო სქემის განხორციელებას დაეთმობა.
პროგრამის წარმდგენი ღონისძიების სპიკერებს შორის იქნებიან: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ეროვნული ბანკის საბჭოს, გალტ & თაგარტისა და BDO Georgia-ს წარმომადგენლები.
ონლაინ ღონისძიებაზე დასასწრებად ეწვიეთ ამ ბმულს.
"გალტ & თაგარტი უკვე წლებია, ჩართულია საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების პროცესში. მოხარული ვართ, რომ EBRD-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, გვეძლევა შესაძლებლობა BDO Georgia-სთან ერთად ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსგავსი მნიშვნელობის ინიციატივის განხორციელებაში. აღნიშნული პროექტი საქართველოში ხელს შეუწყობს როგორც კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, ასევე ახალი მოთამაშეებისა და ემისიების გამოჩენას ბაზარზე. პროექტის მეორე ეტაპი ფოკუსირებულია კაპიტალის ბაზრის წახალისების მექანიზმის შექმნაზე. ეს შერჩეულ კომპანიებს სავალო ან/და წილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით, კაპიტალის ბაზრის ათვისებაში დაეხმარება. გვჯერა, რომ აღნიშნული შესაძლებლობა არაერთ ადგილობრივ კომპანიას შეუწყობს ხელს საქმიანობის განვითარებაში, რის შედეგადაც ქართულ კაპიტალის ბაზრებს უფრო მეტი აქტიური მოთამაშე ეყოლება", — განაცხადა გალტ ენდ თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.
ინფორმაციისთვის, რეგისტრაციის პროცესი დაიწყება 27 აპრილს და 1.5 თვე გაგრძელდება, ხოლო მისი დასრულების შემდგომ 10-მდე გამარჯვებული კანდიდატი შეირჩევა. პროექტში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, ეწვიოთ ამ სარეგისტრაციო ბმულს.
პროექტის მეორე ეტაპის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
კომენტარები