NGO-ები: კრიტიკის რეპრესიული მექანიზმებით გაჩუმება სასამართლოს ავტორიტეტს ვერ აამაღლებს
ფოტო: კოალიცია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან მედიაში გაკეთებულ განცხადებებს და მოწოდებებს. საბჭოს განცხადებაში საუბარია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ახალი რეგულირებების საჭიროებაზე, ასევე მედიის თვითრეგულირების მექანიზმების გაუმჯობესებაზე, სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლეთა რეპუტაციის დასაცავად.
კოალიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლოს ავტორიტეტის დაცვას და ამაღლებას ხელს შეუწყობს არა კრიტიკის ხელოვნური ან რეპრესიული მექანიზმებით გაჩუმება, არამედ სისტემურ პრობლემებზე დროული რეაგირება და სასამართლო სისტემაში გამართული რეფორმის გატარება:
"მნიშვნელოვანია, იმის გაცნობიერება, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა არა სასამართლოს პრივილეგია, არამედ მის მიმართ არსებული მოლოდინი და მისივე ვალდებულებაა. სასამართლოს საჯარო კრიტიკა სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის არათუ საფრთხეს არ წარმოადგენს, არამედ მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში".
კოალიცია აცხადებს, რომ სახელმწიფოში, სადაც, პირველ რიგში, სწორედ სასამართლო უნდა წარმოადგენდეს გამოხატვის თავისუფლების დაცვის უმთავრეს გარანტს, მიუღებელია ის მოწოდებული იყოს შეზღუდოს მართლმსაჯულების სისტემის კრიტიკა:
"შეზღუდვა საფრთხეს უქმნის თავისუფალი საზოგადოების არსებობას და ახლავს რისკი გამოიწვიოს სასამართლოს თვითიზოლაცია. საზოგადოებაში სასამართლოს ავტორიტეტის დასაცავად მნიშვნელოვანია, რომ თვითონ სასამართლო პროაქტიულ რეჟიმში საზოგადოებას აწვდიდეს დროულ და ამომწურავ ინფორმაციას სასამართლოსთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, აქცენტი შეიძლება გაკეთდეს მედიის თვითრეგულირების სისტემის გაძლიერებაზე და სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლებაზე, თუმცა ეს არ უნდა გულისხმობდეს რეპრესიული სანქციების გამოყენების დაშვებას".
კოალიციას მიაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და სასამართლოს სისტემის მაღალი თანამდებობის პირები, სისტემაში არსებული პრობლემების წამოწევას უნდა ცდილობდნენ და მათი გადაჭრის შესახებ თავიანთ ხედვას უნდა სთავაზობდნენ საზოგადოებას.
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები