ძრავის გახურება — მითი თუ რეალობა?
დილით ავტომობილის გახურებასთან დაკავშირებით ყველას თავისი მოსაზრება აქვს. ზოგი ფიქრობს, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ ძრავასთან, განსაკუთრებით ცივ ამინდში დაქოქვისას და უნდა დაველოდოთ, სანამ წყლის მაჩვენებელზე არ აისახება ის ტემპერატურა, რომელიც აუცილებელია ძრავის გამართულად მუშაობისთვის. მეორე მხარე ამტკიცებს, რომ დაქოქვისთანავე შეგვიძლია, დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ დავიწყოთ გადაადგილება (ძრავის დატვირთვის გარეშე — მაქსიმალურად დაბალ ბრუნზე). ძრავა ასე ოპტიმალურ ტემპერატურასაც შედარებით მალე მიაღწევს და, შესაბამისად, ზეთიც უფრო სწრაფად გაცხელდება.
წარმოების მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით, ზოგიერთი ავტომწარმოებელი მიიჩნევს, რომ ახალი ავტომობილის შიდა წვის ძრავა აღარ საჭიროებს სამუშაო ტემპერატურამდე მიყვანას. ეს ძირითადად ახალგამოშვებულ მანქანებზე ვრცელდება. დღეს კი გაგაცნობთ იმ რამდენიმე მიზეზს, რატომაც არის აუცილებელი ძველი წლოვანების მანქანებისთვის ძრავის გახურება.
ძრავის ცივი ზეთი
დავიწყოთ ზეთით, რომელიც ძრავის გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია. უმნიშვნელოვანესია სწორი სიბლანტის ზეთის შერჩევა ჩვენი ავტომობილისათვის, რაც ამა თუ იმ მწარმოებლის რეკომენდაციით უნდა მოხდეს.
ცივი ზეთი გაცილებით სქელი და ბლანტია იმასთან შედარებით, რომელმაც უკვე მიაღწია სამუშაო ტემპერატურას. ამ ტემპერატურამდე მისვლის დროც სწორედ სიბლანტის მიხედვით განისაზღვრება. აქედან გამომდინარე, ძრავის ცვეთაც ინდივიდუალურია.
თუ თქვენ დაქოქვისთანავე მკვეთრად დაადგამთ გაზს ფეხს, მაშინ ძალიან გარისკავთ, რადგან შესაძლებელია, ძრავის მნიშვნელოვანი კომპონენტები დააზიანოთ. ცივი ზეთი ვერ უზრუნველყოფს ყველა დეტალის შეზეთვას, რის შედეგადაც ცვეთა და ძრავის დაზიანების რისკიც გაიზრდება.
მოკლედ, ზეთი ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რის გამოც აუცილებელია ზამთარ-ზაფხულ ავტომობილის გახურება, ზამთარში — მით უმეტეს.
დატვირთვა
თუ არ გსურთ, რომ ძრავას ბევრი პრობლემა შეექმნას, მაშინ ის ყოველთვის ფრთხილად გაათბეთ. თქვენი ძრავა საკუთარ თავს შეადარეთ — წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია, როდესაც დილით ადგომისთანავე რაიმე საქმის შესრულებას იწყებთ. ამ მომენტში თქვენი ორგანიზმი ჯერ კიდევ არ არის გამოფხიზლებული. ასეა ძრავაც, რომელსაც დაქოქვისთანავე დატვირთვით ვამუშავებთ, ამიტომ სანამ ის სამუშაო ტემპერატურამდე არ გაცხელდება, მისი ბრუნის სიხშირე ბრუნის დიაპაზონის ქვედა მესამედში უნდა დარჩეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ის უნდა ვამუშაოთ მდორედ, ყოველგვარი დატვირთვისა და წვალების გარეშე, რადგან დიდი შანსია, ამით არა მხოლოდ ძრავის დეტალები, არამედ ავტომობილის სხვა მნიშვნელოვანი არეალიც დავაზიანოთ.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძრავის გახურების დრო ძირითადად ზეთის სიბლანტეზეა დამოკიდებული. თუ თქვენი ავტომობილის ზეთის სიბლანტე არ განგისაზღვრავთ, ამაში "თეგეტა მოტორსის" სერვისცენტრებში დაგეხმარებიან და პროფესიონალი მექანიკოსები ძრავის მოვლის რჩევებსაც გაგიზიარებენ.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები