იორკ თაუერსი სამშენებლო პროცესებს პროგრამა ბალანსით აღრიცხავს
პროგრამა ბალანსი არის თანამედროვე ქართული მინი ERP სისტემა, რომელიც იდეალურია გზების, სახლების, კორპუსებისა და სხვა სამშენელო პროექტების აღრიცხვისთვის. თუ სამშენებლო კომპანიის მენეჯერებისთვის მნიშვნელოვანია საწყობში მარაგების კონტროლი, სამშენებლო ტექნიკის გადაადგილებისთვის თვალყურის დევნება და ამასთანავე სწორი ფინანსური მაჩვენებლების მიღება რეპორტების სახით, მაშინ ბალანსი იდეალური გამოსავალია.
ბალანსი უკვე ერთი წელია რაც სამშენებლო-დეველოპერული კომპანია იორკ თაუერსის სააღრიცხვო სისტემაა. ეს არის ERP-ის ტიპის პროგრამა, რაც საშუალებას აძლევს იორკ თაუერსის მენეჯერებს ფინანსური და საოპერაციო პროცესები ერთიან სივრცეში აღრიცხონ. ამ ორ სექტორს შორის ინფორმაციის გაცვლა ხდება ავტომატურ რეჟიმში.
კომპანია იორკ თაუერსი ქართულ ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა და დღეს არის ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანია საქართველოში.
"ყოველწლიურად ვვითარდებით და მუდმივად მივისწრაფით ჩვენი მიზნისკენ — ავითვისოთ ქართული ბაზრის უფრო და უფრო დიდი წილი, შევქმნათ ხარისხიანი და კომფორტული საცხოვრებელი სივრცეები და დავასაქმოთ რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი თანამშრომელი" — ამბობს იორკ თაუერსის ფინანსური მენეჯერი, გია კერესელიძე.
იორკ თაუერსისთვის, ისევე როგორც ყველა სამშენებლო-დეველოპერული კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ყოველდღიური სამშებელო პროცესების თანმიმდევრული აღრიცხვა.
"მშენებლობა დავიწყეთ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ - 2020 წლის სექტემბერში და მაშინვე მივხვდით, რომ გვჭირდებოდა თანამედროვე საბუღალტრო პროგრამა. ამ პროგრამაში უნდა აღგვერიცხა ფორმა 2-ები, შეგვეტანა ინფორმაცია ფორმა 29-ებიდან, გაგვეკონტროლებინა ტექნიკის გადაადგილება სამშენებლო ობიექტებს შორის და ა.შ. დავიწყეთ ინფორმაციის მოძიება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ბალანსს შეეძლო სრულად დაეფარა ჩვენი პროცესები" — ყვება იორკ თაუერსის ფინანსური მენეჯერი.
ბალანსში ავტომატიზებულია ბუღალტერია. მას შემდეგ, რაც საოპერაციო ნაწილში მშენებლობის მეთვალყურის, საწყობის მენეჯერის ან სხვა პროგრამაში ავტორიზებული თანამშრომლის მიერ ფიქსირდება კონკრეტული ოპერაცია — მაგალითად მარაგის შეტანა საწყობში, ბალანსი ავტომატურად აკეთებს დებეტ-კრედიტის გატარებებს ბუღალტერიაში, ავტომატიზებულია ძირითადი საშუალებების ცვეთა, ხელფასების დარიცხვა და ა.შ. ყოველივე ეს ერთიორად ზოგავს ბუღალტრის დროით რესურსს. პროგრამა სრულად ინტეგრირებულია საგადახდო პორტალ rs.ge-სთან. ბუღალტერს შეუძლია მიღებული ზედნადების საფუძველზე სულ რამდენიმე კლიკით შექმნას შესყიდვის ოპერაციები. ბალანსში გამარტივებულია დეკლარირებაც. შექმნილია დეკლარირების დამხმარე ანგარიშგებები, რომელიც ავტომატურად ივსება ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების საფუძველზე. საბოლოო ჯამში, როდესაც დეკლარაციების წარდგენის დრო მოდის, ბუღალტერს მზად აქვს დეკლარაციების შესაბასმისი ფორმით წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელსაც RS.ge-ზე მხოლოდ გადატანა სჭირდება.
"ბალანსით აღვრიცხავთ ბუღალტერიასაც და ფინანსებისაც: მარტივად ვაკეთებთ ნებისმიერ ტრანზაქციას, დარიცხვებს. გამარტივებული გვაქვს დეკლარაციების ჩაბარება. გვაქვს ინტეგრაცია ონლაინ ბანკებთან — შეგვიძლია ბანკის ტრანზაქციების ჩამოწერა, რომელიც შემდეგ ავტომატურად ტარდება ბალანსში"
ბალანსი არის პირველი ქართული საბუღალტრო პროგრამა, რომელიც ქლაუდზე მუშაობს. ეს არის Saas ტექნოლოგია - მომხმარებლის ბაზა განთავსებულია სპეციალურ დაცულ სერვერზე, ბაზაზე წვდომისთვის ბალანსის მომხარებელს აქვს თავისი ვირტუალური სივრცე, მომხმარებლის პირადი კაბინეტი. კაბინეტიდან წვდომა აქვს კომპანის ბაზებზე, აქვე ათავსებს შეკვეთას და იმატებს ლიცენზიებს, მართავს ინვოისებს და კომპანიის ბაზაში სამუშაოდ იწვევს სხვა თანამშრომლებს.
როგორ შეაფასებდით ბალანსში მუშაობას?
"ბალანსი გვიმარტივებს აღრიცხვას და ერთიორად გვიზოგავს დროს. მოქნილი გახდა ინფორმაციის გაცვლა ბუღალტერიასა და სამშენებლო პროექტს შორის. რაც ყველაზე მთავრია, ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვნახოთ რა ნაშთი აქვს ობიექტს, ასევე რა არის საწყობში — ამის საშუალებას კი ბალანსის ლაივ რეპორტინგ სისტემა გვაძლევს".
გარდა სამშენებლო პროცესების აღრიცხვისა, ბალანსი იდეალურია წარმოებისთვის, სასაწყობე მეურნეობებისთვის, ვაჭრობისთვის. ბალანსის უფასო დემო ვერსია შეგიძლია ნახოთ ოფიციალურ საიტზე — www.balance.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბალანსის გუნდს - +995 596 105 890.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები