ქალი, რომელიც ლენინგრადის ბლოკადას გადაურჩა, ახლა ხარკოვშია ჩარჩენილი
ფოტო: AFP
ალევტინა შერნინა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ლენინგრადის ბლოკადას გადაურჩა. ტრაგიკული გამოცდილებიდან რვა ათწლეულის შემდეგ, იგი იმდენად დასუსტებულია, რომ გადაადგილება და საუბარიც კი უჭირს, თუმცა, ახლა ისევ ბლოკადაშია მოქცეული — ამჯერად ხარკოვში.
პუტინის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 91 წლის ქალი კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე ზონაში — უკრაინაში სიდიდით მეორე ქალაქში — აღმოჩნდა. აგრესორი ქვეყნის სამხედრო ძალების თავდასხმა შერნინას საცხოვრებელთან იმდენად ახლოს მოხდა, რომ მისი ბინის ფანჯრებიც ჩაიმსხვრა.
ფოტო: Novynarnya
ამის მიუხედავად, ქალი გაქცევას ვერ ახერხებს — თავშესაფარშიც კი. ფიზიკური სისუსტისა და გულის პრობლემების გამო სახლის დატოვებაც უჭირს. მისი ოჯახის წევრის, ნატალიას თქმით, ალევტინას ომის დაწყებამდე კომუნიკაცია შეეძლო, თუმცა, დღეს ამასაც ვერ ახერხებს.
ცოტა ხნის წინანდელმა დაბომბვამ ემოციურად ნატალიაზეც იმოქმედა, რომელიც იმ დროისთვის სამზარეულოში ჩაის ამზადებდა.
"მერე კარი გავაღე", — იხსენებს იგი, — "ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. წინ ყველაფერს ცეცხლი ეკიდა, ფანჯრები კი იმსხვრეოდა".
ბინაში ახლა ცივი ქარი უბერავს. საბანშემოხვეული და სახეგაცრეცილი შერნინა თვალდახუჭული ზის და ფეხები ელექტროგამათბობელთან მიუწყვია.
"არაადამიანურად ვბრაზდები, როცა ვფიქრდები, რომ ალევტინამ ცხოვრება ლენინგრადის ბლოკადაში, შიმშილსა და სიცივეში, დაიწყო და ახლა სიცოცხლის ბოლო წლებსაც მსგავს პირობებში ატარებს", — ამბობს ნატალია.
იგი რუსულ სამხედრო ძალებს ფაშისტებს ადარებს, რომლებმაც ლენინგრადი (დღევანდელი სანქტ-პეტერბურგი) თითქმის 900 დღის განმავლობაში ბლოკადაში მოაქციეს და ასობით ათასი ადამიანი შიმშილით დახოცეს.
"რისი დამცველები არიან?", — კითხულობს ნატალია, — "ვის დასაცავად მოვიდნენ?".
ფოტო: ДСНС України
ხარკოვი, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 40 კილომეტრში მდებარეობს, ახლა რთულ სიტუაციაშია. ქალაქის ზოგიერთმა მცხოვრებმა გაქცევა მოახერხა, თუმცა, დანარჩენებს, მათ შორის შერმინასა და მის ოჯახს, არჩევანი არ ჰქონდათ.
"ალევტინას გამო ჩვენ ვერ წავალთ", — ამბობს ნატალია, — "ისეთ მდგომარეობაშია, რომ მისი გადაადგილება ტრანსპორტით არ შეიძლება. წასვლა გვენდომებოდა, მაგრამ ჩემი შვილი სამშობიარო სახლში ექიმად მუშაობს აქ. სამსახურში ყოველ ჯერზე ოთხი დღით მიდის, რადგან ღამით გადაადგილება სახიფათოა".
რადგან ხარკოვში საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მუშაობს, ნატალიას შვილს სამსახურამდე მისაღწევად ახლა თითქმის 10 კილომეტრის ფეხით გავლა უწევს. მის გარდა სამშობიარო სახლში ექიმების მხოლოდ მესამედია დარჩენილი. დანარჩენების ნაწილმა ქალაქი დაბომბვის შიშით დატოვა.
დაბომბვის მასაც და ნატალიასაც ეშინიათ. ფიქრობდნენ კიდეც, საკუთარი სახლის სარდაფში ალევტინასთან ერთად ჩასულიყვნენ.
"მაგრამ, როგორც ხედავთ, მისი გადაადგილება ძალიან რთულია", — დასძენს ნატალია, — "ამას, უბრალოდ, ვერ მოვასწრებთ".
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები