თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა — თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის
ფოტო: TB
თიბისი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს განვითარების და მათი მხარდაჭერის მიზნით 2013 წლიდან ყველაზე მასშტაბურ განათლების პროგრამას სთავაზობს, რომლის მთავარი მიზანი ბიზნესების უწყვეტი განვითარებისთვის ზრუნვაა.
ბიზნეს ნაკრების გამომწერებს კი უკვე მე-3 წელია პროფესიულ სასწავლო კურსებს აქტიურად სთავაზობს, რომლებიც მომხმარებელს საფუძვლიან ცოდნას აძლევს ბიზნესთან დაკავშირებულ ისეთი თემების შესახებ, როგორებიცაა: ფინანსები, მარკეტინგი, ბრენდინგი, ადამიანური რესურსები, ტექნოლოგიები და სხვა. კურსები მუდმივად ახლდება და მათ დარგის წამყვანი სპეციალისტები უძღვებიან.
2022 წელს ბიზნეს განათლების პროგრამა მასპინძლობს შვიდ ახალ კურსს, რომელთაც უკვე 250-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ეს კურსებია: F&B / კვების ობიექტების მენეჯმენტი, ექსპორტის მართვის საფუძვლები, სტრატეგიული ბრენდინგი, შემოქმედებითი აზროვნება, იჯარის ფინანსური აღრიცხვა, მონაცემთა მეცნიერება მენეჯერებისთვის და ფინანსები არაფინანსისტი მენეჯერებისთვის.
ტრენინგები ახლა ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით იმართება ბიზნეს ნაკრების გამომწერი კომპანიებისთვის და მათზე დასწრება შეუძლიათ როგორც მაღალი რგოლის მენეჯერებს, ისე სხვა თანამშრომლებს — ამა თუ იმ საქმის პროფესიონალებს და, უბრალოდ, ცნობისმოყვარე ადამიანებს.
შემოქმედებითი აზროვნება
შემოქმედებითი აზროვნება ერთ-ერთი კურსია, რომელმაც იანვარსა და თებერვალში ასობით ადამიანი შემოიკრიბა დიდ იდეებზე სასაუბროდ. კურსის ლექტორი, თიბისი ფეის კომერციული დირექტორი, კოკა ქამუშაძე გვიყვება, რომ შემოქმედებითი აზროვნება არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ნებისმიერი სფეროსთვის მნიშვნელოვანია, რადგან იგი გვასწავლის, გავიაზროთ, რამდენად სწორად ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, გვაძლევს კონკურენტული ანალიზის გაკეთების საშუალებას და გვეხმარება, ვიპოვოთ ის გამორჩეული ნიშანი, რომლის გამოც მომხმარებელმა სხვა ათასობით მსგავს პროდუქტს შორის ჩვენი უნდა გამოარჩიოს.
"შემოქმედებითი აზროვნების სწავლების ჩემეული გზა, ერთი მხრივ, წარსულში ჩაძიებასა და რაღაცების ახლებურად დანახვას გულისხმობს. ჩვენ მუდმივად უნდა გვქონდეს თავში ინფორმაცია ლიტერატურიდან, მითოლოგიდან, ხელოვნების და მუსიკის ისტორიიდან, რაც გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ რაღაც ახალი. რაც მთავარია, ეს ცოდნა უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ შთაგონებისთვის და არ დავაკოპიროთ ის, რაც უკვე შექმნილა. ამიტომაც ვაჩვენებ მაგალითებს, როგორ შეიძლება გადაიღო თანამედროვეობის შესახებ ფილმი, თუნდაც, ძველ რომაულ მითზე დაყრდნობით ისე, რომ ამ მითზე საერთოდ არ ისაუბრო. ამასთან, განვიხილავთ, როგორ გვიბიძგებს არსებული გარემო შემოქმედებითი აზროვნებისკენ. ასე რომ, ეს კურსი არის წარსულის გახსენება, მასზე დაფიქრება და მცდელობა, შექმნა რაღაც ახალი", — ამბობს კოკა ქამუშაძე.
კოკა აღნიშნავს, რომ თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა ტრადიციული ტიპის სალექციო კურსებს არ ჰგავს. მისი თქმით, ამ შეხვედრებზე ერთ სფეროში დასაქმებული ადამიანები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.
ექსპორტის მართვის საფუძვლები
"ჩვენს ქვეყანაში ნელ-ნელა იმატებს იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც სულ უფრო მეტად ცდილობენ, პროდუქტი შექმნან არა მარტო ადგილობრივი მომხმარებლებისთვის, არამედ გაიტანონ ის საერთაშორისო ბაზრებზეც. ამაზე დიდი გავლენა იქონია ერთი მხრივ, ევროკავშირთან და მეორე მხრივ, ჩინეთთან დადებულმა სავაჭრო ხელშეკრულებებმა. შედეგად, ჩვენმა მეწარმეებმა დაინახეს ახალი შესაძლებლობები, რომელთა მისაღებად მათ არა მარტო ფინანსური რესურსი ან საწარმოო უნარები, არამედ კვალიფიციური, განათლებული კადრების ქონაც დასჭირდათ. ამიტომაც მოთხოვნა ინფორმაციაზე ექსპორტის საკითხების, ბიზნეს კომუნიკაციების თუ სხვა ახალი უნარების შესახებ, თანდათან იმატებს",— ამბობს ზურაბ ღამბაშიძე, ექსპორტის განვითარების ასოციაციის საბჭოს წევრი.
ექსპორტის მართვის საფუძვლებს ზურაბის გარდა კიდევ ოთხი ლექტორი უძღვებოდა — გვანცა მელაძე, ირინა ქიტიაშვილი, გიორგი გუდაბანიძე და ნინა კაჭარავა ექსპორტის განვითარების ასოციაციის წევრები არიან. ექსპორტის ციკლი, შეთავაზება და გაყიდვები, ლოგისტიკა, ექსპორტთან ასოცირებული ხარჯები, მონაცემთა ბაზების ანალიზი, საერთაშორისო გაყიდვებთან ასოცირებული მარკეტინგი, კომერციული გარიგების საოპერაციო საკითხები და ეტიკეტირება / შეფუთვა / შტრიხკოდი ის თემებია, რომლებიც ტრენერებმა ლექციებზე განიხილეს.
"ყოველთვის მივესალმები ამ ტიპის საგანმანათლებლო პლატფორმებს. პროცესი ძალიან საინტერესო იყო და მსმენელებისგან კარგი უკუკავშირიც მივიღეთ. მათ, როგორც წესი, სჭირდებათ რაიმე საკითხზე რჩევა, ინფორმაციის მიღება, მოსაზრების მოსმენა, ბიზნეს იდეის გაზიარება, ამიტომაც ეს პლატფორმა სასარგებლო კავშირების დამყარებისთვისაც ძალიან კარგია", — ამბობს ზურაბ ღამბაშიძე.
F&B / კვების ობიექტების მენეჯმენტი
მიმდინარეა კურსი კვების ობიექტების მენეჯმენტის შესახებ, რომელსაც აჭარა ჯგუფის F&B მენეჯერი, ელენე მიროიანი უძღვება. მისი თქმით, კურსისადმი დიდი დაინტერესება გაჩნდა, მასზე უკვე დაახლოებით 180 ადამიანი დარეგისტრირდა, ხოლო პირველ ორ შეხვედრას 70-ზე მეტი ადამიანი დასეწრო.
"ეს იმაზე მეტყველებს, რომ თემა აქტუალურია და საინტერესო. რაც მთავარია, აუდიტორია დივერსიფიცირებულია, მსმენელები არიან არა მარტო კვების ინდუსტრიიდან, არამედ სხვადასხვა სფეროდანაც, რაც მთავარია, ისინი აქტიურად არიან ჩართული დისკუსიაში, რაც ძალიან მახარებს", — ამბობს ელენე.
მისი თქმით, კურსის ფარგლებში მრავალ ისეთ საკითხს და პრინციპს მიმოიხილავენ, რომელიც განსხვავებული პროფილის ბევრმა ბიზნესმაც შეიძლება რელევანტურად მიიჩნიოს. ელენეს თქმით, საქართველოში არ გვაქვს სტუმარმასპინძლობის სკოლა და სულ რამდენიმე კურსი არსებობს კვების ინდუსტრიის მიმართულებით. თიბისის ტრენინგები კი სრულიად განსხვავებულია არსებულებისგან — აქ უფრო მეტად ადგილი ეთმობა დისკუსიასა და ქეისების განხილვას.
"ვფიქრობ, ეს პროექტი წინ გადადმული ნაბიჯია საზოგადოების განვითარებისთვის და გადამწყვეტია ბიზნესის უკეთესი ფუნქციონირებისთვის”, — ამბობს ის.
მომდევნო შეხვედრებზე ელენე სხვადასხვა საკითხს მიმოიხილავს — ლექციები დაგეგმილია ფინანსური ანალიზის, მენიუს შექმნის, სტანდარტული საოპერაციო პროცედურების, ჭურჭლის შერჩევის, მინი ბარის მომსახურების, სურსათის უვნებლობის სტანდარტების, კონფიდენციალურობის საკითხებსა და ზოგადად, სერვისის სხვადასხვა ნიუანსზე.
სტრატეგიული ბრენდინგი
კურსი, რომელიც 17 თებერვალს დაიწყო და მარტის ბოლომდე გაგრძელდება, სტრატეგიულ ბრენდინგს ეხება. მას ჟუჟუნა ღვინოსა და მილენიალ ჰაბის თანადამფუძნებლები გიორგი ტაბატაძე და ვასკა ჩუბინიძე უძღვებიან. გიორგი ტაბატაძე აღნიშნავს, რომ კურსი საინტერესოა ყველა ადამიანისთვის, რომელიც საკუთარ თუ სხვის კომპანიაში პასუხისმგებელია ბრენდის მოკლე და გრძელვადიან განვითარებაზე, უწევს სტრატეგიის დასახვა, თუ სხვისი შექმნილი სტრატეგიით ტაქტიკური მოქმედება.
"ჩვენ კურსის განმავლობაში კომპანიისათვის ბრენდინგის შექმნის იმიტაციას შევეცდებით, რაც ბრენდის სტრატეგიული კონცეფციის მოფიქრებას და მის ბრენდ პლატფორმაში ასახვას გულისხმობს. ეს კონცეფცია კი, თავისთავად, ვერბალურ და ვიზუალურ იდენტობებში გადაითარგმნება. ყოველი შეხვედრაზე ჩვენ ავხსნით ბრენდის პლატფორმის კონკრეტულ მდგენელებს. საბოლოოდ კი მსმენელებს ეცოდინებათ, რა არის სტრატეგიული ბრენდინგი, როგორ იქმნება ბრენდ პლატფორმა და რაც მთავარია, ისინი შეძლებენ, საკუთარი ბრენდისთვის შექმნან ის", — ამბობს გიორგი.
კურსის განმავლობაში შეიქმნება რეალური პლატფორმები რეალური ბიზნესებისთვის, რაც ამ კურსს — უნიკალურს, ხოლო მის სარგებელს ძალიან ხელშესახებს ხდის.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სალექციო კურსებისა, რომლებსაც თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა გთავაზობთ. თუ ხართ ბიზნესის წარმომადგენელი და გსურთ აიმაღლოთ კომპეტენცია, ესტუმრეთ ვებსაიტს www.tbcbusiness.ge, გაიგეთ მეტი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს განათლების პროგრამის შესახებ და დარეგისტრირდით თქვენთვის საინტერესო ტრენინგებზე.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

კომენტარები