უნგრეთის მთავრობა ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ
ფოტო: Reuters
ევროპული კომისია ჯერ არაა მზად იმისთვის, რომ უნგრეთის წინააღმდეგ კონკრეტული ღონისძიებები გაატაროს, თუმცა ამ დროს ევროკავშირის წევრი ქვეყანა იღებს კანონებს, რომლითაც აკადემიური თავისუფლება და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა იზღუდება.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანს ტიმერმანსმა განაცხადა, რომ კომისია უნგრეთში მიმდინარე მოვლენების განხილვის საჭიროებას ხედავს, თუმცა ქმედებების გარანტიას არ იძლევა:
„კომისიის მოსაზრებით, უნგრეთში კანონის უზენაესობას სისტემატური საფრთხე არ ემუქრება. ერთსულოვანი თანხმობა არსებობს იმის თაობაზე, რომ უფრო ფართო პოლიტიკური დიალოგია საჭირო უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ევროპარლამენტს შორის."
ვიქტორ ორბანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 2010 წელს გახდა. ამის შემდეგ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების თავისუფლება უფრო და უფრო იზღუდება. ის ასევე ხშირად აკრიტიკებს ევროკავშირს. ამბობს, რომ მუშაობს, რათა უნგრეთი „არალიბერალურ დემოკრატიად“ გარდაქმნას. ორბანის ადმინისტრაციამ წამოიწყო კამპანია „შეაჩერე ბრიუსელი“, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობის აზრის გამოკითხვა მიმდინარეობს, თუ როგორ გაუმკლავდეს ხელისუფლება „საფრთხის შემცველ პოლიტიკას."
ხელისუფლების ახალი სამიზნე - აკადემიური თავისუფლება
კვირის დასაწყისში უნგრეთის ულტრა-მემარჯვენე პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი“ (CEU) შესაძლოა დაიხუროს. ინგლისურენოვანი უნივერსიტეტი, რომელსაც 100-ზე მეტი ქვეყნიდან 1400-მდე სტუდენტი ჰყავს, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უნგრელ-ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის დაფინანსებით დააარსდა. მაშინ სოროსის ქმედება აღიარებული იყო, როგორც დემოკრატიული გარდაქმნის გზაზე დამდგარი პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის გაწეული დახმარება.
პრეზიდენტის მიერ კანონის ხელმოწერამდე ბუდაპეშტის ცენტრალური ქუჩები პროტესტმა მოიცვა. ათასობით დემონსტრანტი „უნივერსიტეტის აკადემიურ თავისუფლებას“ იცავდა და პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებდა.
როცა ქვეყანა დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ ილაშქრებს, კომისიას შეუძლია დაიწყოს დარღვევის პროცედურა
ახალი კანონი მოითხოვს, რომ ყველა ანუ 28 უცხოურ უნივერსიტეტს, რომელიც უნგრეთში ფუნქციონირებს, კამპუსი უნდა ჰქონდეს მათ „დამაარსებელ ქვეყანაშიც“. „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი“ ერთადერთია მათ შორის, რომელსაც ოკეანის მეორე მხარეს ასეთი კამპუსი არ აქვს. შესაბამისად, ახალი კანონის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ის სწორედ ამ უნივერსიტეტის საწინააღმდეგოდაა მიმართული. მათი აზრით, პრეზიდენტს სურს, ახალგაზრდებს დასავლურ, პრო-დემოკრატიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე წვდომა შეუზღუდოს.
ახალი კანონი ასევე უკრძალავს ევროკავშირის საზღვრებს გარეთ დაფუძნებულ უნივერსიტეტებს უნგრული დიპლომების გაცემას მთავრობის ნებართვის გარეშე. თუკი ისინი ასეთ ნებართვას ვერ მოიპოვებენ, უნივერსიტეტებს აეკრძალებათ მომავალ სასწავლო წელს სტუდენტების მიღება, 2021 წლამდე კი ისინი მთლიანად უნდა დაიხუროს.
სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ამბობს, რომ ახალი კანონი არ ზღუდავს სწავლისა და სწავლების თავისუფლებას და ის უნგრეთის კონსტიტუციითაა დაცული.
მთავრობა არასამთავრობოების წინააღმდეგ
უნგრეთის მცხოვრებნი არამხოლოდ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებდნენ. მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილებას არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული რეგულაციებიც იწვევს. ამ რეგულაციებში ცვლილებები სავარაუდოდ მაისში შევა.
ესთერ კისი, „Eotvos Karoly-ის პოლიტიკის ინსტიტუტიდან“ ამბობს, რომ რამდენიმე შემთხვევაში ისინი ეჭვობდნენ, რომ მათ თანამშრომლებს სამთავრობო სტრუქტურებიდან უთვალთვალებდნენ. კისის აზრით, ახალი კანონი სამოქალაქო ორგანიზაციების მეტ სტიგმატიზაციას გამოიწვევს.
„სწორედ მთავრობის ამ „სიძულვილის კამპანიის“ და აგრესიული, არაპროგნოზირებადი საკანონმდებლო პრაქტიკის გამო უნგრეთში ძალიან ცოტა ადამიანს დარჩა გამბედაობა, რომ ღიად დააფინანსოს არასამთავრობო ორგანიზაციები. ახალი კანონი კი მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს“, - ამბობს კისი.
მთავრობა ამტკიცებს, რომ კანონში შესატანი ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობისთვისაა საჭირო. თუმცა სინამდვილეში, სამოქალაქო ორგანიზაციებს კანონი უკვე ავალდებულებს, რომ თავიანთი ფინანსური ანგარიშები გამოაქვეყნონ.
„სამოქალაქო თავისუფლებათა გაერთიანების“ აღმასრულებელი დირექტორი სტეფანია კაპრონჩაი ამბობს, რომ კანონის ახალი რედაქცია არ გამოიწვევს ამგვარი ორგანიზაციების მყისიერ დახურვას, მაგრამ გააძლიერებს ნეგატიურ რიტორიკას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. კაპრონჩაი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ქვეყანაში დემოკრატიასა და გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს.
ჯერჯერობით ევროპული კომისია მოვლენების შეფასებას არ ჩქარობს და აცხადებს, რომ უნგრეთში საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯები თვის ბოლოს გადაიდგმება. ბევრი ფიქრობს, რომ კომისია მის ხელთ არსებულ ბერკეტებს შესაბამისად არ იყენებს.
„როცა ხელისუფლება არღვევს ევროპულ კანონმდებლობას და ამ პროცესში დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ ილაშქრებს, კომისიას შეუძლია დაიწყოს შესაბამისი დარღვევის პროცედურა და საქმე მართლმსაჯულების უმაღლეს სასამართლოს გადასცეს“, - ამბობს აგატა გოსინსკა-იაკუბოვსკა - „ევროპული რეფორმების ცენტრიდან“.
თუმცა პროცედურის გამოყენება ზოგჯერ შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში ქვეყანა უშუალოდ უნდა არღვევდეს ევროკავშირის კანონმდებლობას.
Freedom House-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, უნგრეთს ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შორის დემოკრატიის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ასევე „დემოკრატიული წარმატებით“ ვერ დაიკვეხნის პოლონეთიც.
ევროკომისარმა ვერა იოუროვამ კი ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ევროკავშირი ხედავს „შემაშფოთებელ ტენდენციებს“ უნგრეთსა და პოლონეთში და მათ უკვე მიიღეს რამდენიმე გაფრთხილება ბლოკისგან, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მემარჯვენე პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომლის პარტიამაც საკანონმდებლო პაკეტები შეიმუშავა, ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ იცნობენ როგორც ავტოკრატსა და ქსენოფობს, რომელიც დიდი ხანია ჯორჯ სოროსს „ლიბერალ ინტერნაციონალისტად და იდეულოგიურ მტრად“ მიიჩნევს.
ამერიკული გამოცემა „პოლიტიკო“ მას 2015 წელს „ევროპის ახალ დიქტატორსაც“ უწოდებდა. გასულ წელს, ოქტომბერში კი ბუდაპეშტის ცენტრში ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა ქვეყნის უდიდესი ოპოზიციური გაზეთის დახურვა.
ეს საპროტესტო აქციები ორბანის წინააღმდეგ გამოსვლაც იყო, რომელსაც დიდი ხანია ადანაშაულებენ მედიის თავისუფლების შეზღუდვაში. ოპოზიციური მედიის ცნობით, ის ავიწროვებს იმ კერძო მედიასაშუალებებს, რომლებიც მისი ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულია. გაზეთმა სწორედ დახურვამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოაქვეყნა მასალები ორბანის მმართველ პარტიაში არსებული კორუფციის შესახებ. კორუფციულ სქემებში მონაწილეთა შორის ბევრი უშუალოდ პრემიერის ახლო მოკავშირე იყო.
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
-
ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე
გადახედვა
-
აშშ-ს საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო აშშ-ს საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო
გადახედვა
-
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
-
დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
"ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც "ჯეო ჰოსპიტალსი": დაშავებული 13 ტურისტიდან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მძიმედაა 17 წლის გოგოც
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ? მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
გადახედვა
კომენტარები