2021 წლის 13 საუკეთესო ფოტო მუნიციპალიტეტების ფოტოგრაფებისგან
ფოტო: საქართველოს მთავრობა / სენაკის მუნიციპალიტეტის მერია
გვინდა თუ არა, პოლიტიკა, პოლიტიკოსები და ქვეყნის მართვის პროცესში ჩართული ადამიანების მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო საქმიანობა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ამ ადამიანებისა და მოვლენებისთვის თვალის მიდევნება ძალიან რთულია, თუმცა, საბედნიეროდ, დღეს კამერით ყველაფრის აღბეჭდვაა შესაძლებელი. თანაც ხანდახან ისეც ხდება, რომ მნიშვნელოვანთან ერთად ძალიან უმნიშვნელო და ამაო კადრებიც გვრჩება, რომელზეც მხოლოდ სიცილიღა დაგვრჩენია.
განსაკუთრებით სახალისო მუნიციპალიტეტების ფეისბუქგვერდებზე დადებული ფოტოებია, რომელთათვის ყოველდღიურად ყურადღების მიქცევა რთულია. საბედნიეროდ, არსებობს ფეისბუქგვერდი, სახელად მუნიციპალიტეტების ფოტოგრაფების ამაოება / Vanity of Municipal Photographers, რომელიც საქმეს გვიმარტივებს და მუნიციპალიტეტების ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ ამაო ფოტოებს ერთ სივრცეში გვიზიარებს.
მაშ ასე, გთავაზობთ 2021 წლის 13 საუკეთესო ფოტოს მუნიციპალიტეტების ფოტოგრაფებისგან:
1. სოფელ კაბალში ახლადგახსნილი ბაღის დათვალიერება — 12 ოქტომბერი, 2021
ოქტომბერში სოფელ კაბალში ახლადგახსნილი ბაღი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურიამ, პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა და სხვებმა საკმაოდ ყურადღებით დაათვალიერეს.
2. სასმელი წყლის რეაბილიტაცია სოფელ ღუნდაში — 20 ოქტომბერი, 2021
წყლის რეაბილიტაციის პროცესი დასრულებული და შემოწმებულია.
3. ახლადაშენებული ხიდი ხულოში — 15 ოქტომბერი, 2021
ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ხიდის სიგრძე 4,6 მეტრს, სიგანე კი 5 მეტრს შეადგენს.
4. პროექტი "საბავშვო არქეოლოგია" — 4 დეკემბერი, 2021
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი საბა ოდიშარია პროექტ "საბავშვო არქეოლოგიის" მიმდინარეობას დაესწრო და, როგორც ჩანს, აქტივობებში თავადაც ჩაერთო.
5. სოფელ მეჩხეთურში გზის სამშენებლო სამუშაოების პროცესზე დაკვირვება — 30 ნოემბერი, 2021
ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და მერის მოადგილე დავით ბიწაძემ სოფელ მეჩხეთურში გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა შეამოწმეს.
6. დისტანციური შეხვედრა დეპუტატ ბეჟან წაქაძესთან — 18 დეკემბერი, 2021
დამსწრე საზოგადოებას შეხვედრაზე დეპუტატისთვის მათთვის საინტერესო კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცა.
7. "ეს ბზარი იყო აქ?" — წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია, 19 დეკემბერი, 2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ლაშა ზარქუამ ქალაქ წალენჯიხაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და კედელზე ბზარებიც აღმოაჩინა.
8. სამაცივრე მეურნეობის დათვალიერება — 10 ნოემბერი, 2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა შპს "აგროგრუპის" ახლადგახსნილი სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა.
9. სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერება საჩხერეში — 3 ნოემბერი, 2021
ნოემბერში საჩხერეში თავისუფლებისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების ტროტუარების, ღობეებისა და ჭიშკრების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა.
10. ირაკლი ღარიბაშვილი გურიაში თხილის საწარმოს ეწვია — 19 აგვისტო, 2021
ირაკლი ღარიბაშვილი საწარმოო პროცესს გაეცნო, დასაქმებულებსაც გაესაუბრა და თხილიც დაათვალიერა.
11. ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრად მაჩხაანის ახალაშენებულ საჯარო სკოლაში — 15 აგვისტო, 2021
ირაკლი ღარიბაშვილმა კახა კუჭავასთან, მიხეილ ჩხენკელთან და ლევან დავითაშვილთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის ახალაშენებულ საჯარო სკოლა დაათვალიერა.
12. ვაკის პარკის დათვალიერება — 28 ოქტომბერი, 2021
თბილისის მერმა კახა კალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ ვაკის პარკის რეაბილიტირებული ნაწილი მოინახულეს.
13. აღდგენილი წყლის მაგისტრალის შემოწმება — 2 ივლისი, 2021
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა წიაღუბანში აღდგენილი წყლის მაგისტრალი დაათვალიერა.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა













კომენტარები