GITA: ქართული Apple App Store წლის ბოლომდე გაეშვება
ფოტო: 9to5mac.com
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარიამ ლაშხის თქმით, 99 პროცენტით მოსალოდნელია, რომ 2017 წლის ბოლომდე, Apple App Store საქართველოსთვისაც გაიხსნება. ლაშხმა On.ge-ს უთხრა, რომ ამის თქმის საშუალებას მას Apple-თან გამართული მოლაპარაკებები და კომპანიისგან მიღებული დაპირება აძლევს.
App Store ეფლის ონლაინ-მაღაზიაა, საიდანაც მომხმარებლებს iOS-ზე მომუშავე მოწყობილობებისთვის, ფასიანი და უფასო აპლიკაციების შეძენა და გადმოწერა შეუძლიათ. სადღეისოდ, App Store მსოფლიოს 155 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, საქართველო კი მათ სიაში ჯერ არ არის.
ქართული App Store-ის გახსნა ნიშნავს, რომ iPhone, iPad და iPod Touch მოწყობილობების მომხმარებლები, აპლიკაციების მაღაზიის გახსნისას, ჩვენ ქვეყანაზე მორგებულ კონტენტს ნახავენ — იქნება ეს პოპულარული აპლიკაციების სიები თუ თავად ეფლის რჩეული კონტენტი. მთავარი სიახლე კი იქნება ის, რომ App Store-ში აპლიკაციების და სერვისების შეძენა ქართული საბანკო ბარათებით იქნება შესაძლებელი.
დღეს, ამ მაღაზიაში შენაძენის განსახორციელებლად, მომხმარებლებს სხვა და სხვა არასტანდარტული და რთული გზის გამოყენება უწევთ. როგორიცაა, ე.წ. სასაჩუქრე ბარათების შეძენა, რომლითაც საკუთარ Apple-ანგარიშზე ბარათის შესაბამისი ნომინალის თანხა ირიცხება. გადახდების ქართული საბანკო ბარათებით პირდაპირი დაშვება, ამ სერვისს უფრო ხელმისაწვდომს და მარტივად გამოყენებადს გახდის.
App Store-ის ლოკალური ვერსიის არსებობა და ჩვენი ქვეყნის მომხმარებლებისგან გადახდების მიღების გამარტივება, სავარაუდოდ, დამატებით მოტივაციას მისცემს ქართველ დეველოპერებს, შექმნან ადგილობრივ ბაზარზე ორიენტირებული, კომერციული აპლიკაციები, სერვისები და თამაშები.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკება ეფლთან წლის დასაწყისში დაიწყო, შეხვედრზე კი, კომპანიის წარმომადგენლებს, საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და გაუმჯობესებული საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
"საკმაოდ მოხიბლულები იყვნენ, არ ელოდნენ საქართველოს მხრიდან ამ გაუმჯობესებას და შეთანხმების საფუძველზე დაგვპირდნენ რომ App Store გაიხსნება საქართველოსთვის. ასევე, სხვა სერვისებთან დაკავშირებით, საქართველოს ჩასვამდნენ პრიორიტეტული ქვეყნების სიაში," - აღნიშნა ლაშხმა.
-
"მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს "მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს
გადახედვა
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
კომენტარები