ბაბალეს მაღაზია ისევ გაიხსნა და სტუმრებს სადღესასწაულო განწყობით ეპატიჟება
ფოტო: ბაბალე
"ამბობენ ნივთებს ბედნიერება მოაქვთო, შეიძლება ასეც არის. თუმცა, ჩვენ რაც დარწმუნებით ვიცით, ისაა, რომ წრფელი გულით, დიდი მონდომებითა და კეთილი სურვილების ჩაქსოვებით შექმნილ ნივთებს ჯადოსნური საშობაო განწყობა ნამდვილად მოაქვთ", — ამბობენ ბაბალეში.
ბაბალე სოციალური საწარმოა, რომლის მისია, იდეა და ფუნქცია ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განვითარება და დასაქმებაა. საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 5 შშმ მოზარდი.
სულ ცოტა ხნის წინ საწარმოს მაღაზია ერთწლიანი პაუზის შემდეგ ისევ გაიხსნა. შარშან, პანდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ სახლიდან ემუშავათ და სრულად ონლაინგაყიდვებზე გადასულიყვნენ. ახლა კი, როცა ვაქცინირებულ თანამშრომლებს უსაფრთხო გარემოში შეუძლიათ საყვარელი საქმის კეთება, ძველ თბილისში პაწაწინა საწარმოს კარი ისევ გაიღო სტუმრებისთვის.
გნომიკები მისალოც ბარათებზე დაწერილი სურვილების ასრულებას გვპირდებიან.
ფოტო: ბაბალე
"ხელნაკეთი ნივთების საწარმო შემოდგომის მიწურულიდან ნამდვილ, ჯადოსნურ საშობაო საამქროდ გადაიქცევა ხოლმე", — ამბობენ აქ, — "ბევრი ფერადი, ბრჭყვიალა და მანათობელი ნივთების ერთობლიობას ჩვენთან დიდი სადღესასწაულო განწყობა მოაქვს. უცებ ყველანი სანტას ელფები ვხდებით და რა გასაკვირია, რომ წლის ეს პერიოდი განსაკუთრებით გვიყვარს".
ცივ ამინდებს ცხელი გლინტვეინიც უხდება, სადღესასწაულო ჭიქით.
ფოტო: ბაბალე
ბაბალეში მოზარდები პროფესიონალ მხატვრებთან ერთად მუშაობენ, იფიქრებენ იდეებს, რომლებიც ფურცელზე გადმოაქვთ, შემდეგ კი ლამაზ-ლამაზ ნივთებზე.
თი ანგელოზი საშობაო განწყობას ვერ მოიყვანსო, ამიტომ აქ ბევრია და ნაირ-ნაირი.
ფოტო: ბაბალე
"სამუშაო პროცესი, განსაკუთრებით მაშინ, როცა სანტას ელფი ხარ და გინდა შენი ბედნიერი განწყობა სხვებსაც გადასდო, ძალიან საინტერესო და ამაღელვებელია".
ფოტო: ბაბალე
ფოტო: ბაბალე
რადგან ფიფქებოს გულში ღიღინი და საახალწლო საჩუქრებზე ფიქრი უკვე ყველამ დავიწყეთ, ბაბალე ალბათ ის ადგილია, სადაც ჩანაფიქრს ყველაზე უკეთ მიგვიხვდებიან. ალექსანდრე დიუმას 21 ნომერში მდებარე მაღაზიაში სტუმრებს უკვე სადღესასწაულო განწყობით ელოდებიან ყოველდღე, დილის 11-დან საღამოს 8 საათამდე.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები