ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზა — ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი კავკასიის რეგიონში
ფოტო: ჰუალინგი
ჰუალინგ ჯგუფმა სავაჭრო ცენტრი — თბილისის ზღვის პლაზა გახსნა. ის არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი, სხვა მოლებისგან სრულიად განსხვავებული და უნიკალური საშოპინგე სივრცეა. ის ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა საჭირო პროდუქტსა თუ სერვისს — სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებს, სილამაზის სალონებს, ბანკებს, აფთიაქებს, ტექნიკის, ავეჯის, ტანსაცმლისა თუ სხვა ნებისმიერი ტიპის მაღაზიებს.
ტექნიკის მაღაზიები ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზაში
აქ მოსულ სტუმრებს საქართველოს ბაზარზე არსებული თითქმის ყველა ტექნიკის მაღაზია დახვდებათ, მათ შორის, ალტა, ზუმერი, ტექნოლაბი, ბეკო, უნიკომი და მეტრომარტი. ამასთან ერთად, განსხვავებული იქნება რამდენიმე მათგანის ფორმატი.
თბილისის ზღვის პლაზში გახსნილი ალტას მაღაზია პირველია, რომელსაც აუთლეტ სივრცეც აქვს. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტებს მინიმალური დაზიანებით გაცილებით დაბალ ფასად შეიძენთ. უფრო წარმომადგენლობითი იქნება აქ მდებარე ზუმერის მაღაზიაც. მხოლოდ ამ ფილიალში იპოვით სახლის ჭკვიანი მოწყობილობების სპეციალურ სივრცესაც. ამასთან ერთად, აქ დაგხვდებათ გეიმინგ აქსესუარების დიდი ასორტიმენტი.
ავეჯის მაღაზიების უდიდესი არჩევანი ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზაში
თბილისის ზღვის პლაზა იქნება პირველი მოლი, რომელიც დაიტევს ჩვენთვის ნაცნობ თითქმის ყველა ავეჯის მაღაზიას. ესენია ეშლი, ემბავუდი, ვიბრანტი და კომფორტი. აქ შეძლებთ დაათვალიეროთ და შეიძინოთ წამყვანი ბრენდებისა თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია. შეარჩიოთ ნებისმიერი ტიპის ავეჯი და ზუსტად მოარგოთ ის თქვენს მოთხოვნებს, საჭიროებებს, გემოვნებასა თუ ფინანსურ შესაძლებლობებს.
კიდევ რა დაგხვდებათ ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზაში
ჰუალინგის მოლში უკვე გაიხსნა სუპერმარკეტი კარფური. პირველი სართული, 12 000 კვ. მეტრზე გაშლილი სივრცე კი სრულად ეთმობა სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ მიჰაუსს. ის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი, ფასითა და ხარისხით კი ერთ-ერთი გამორჩეული ჰიპერმარკეტია სამშენებლო სექტორში. მიჰაუსის შოურუმში შეძლებთ 60 ათასამდე დასახელების პროდუქციის დათვალიერებასა და შეძენას.
ასევე, თბილისის ზღვის პლაზა პირველია საქართველოში, რომელსაც ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი საკონცერტო დარბაზი და საგამოფენო სივრცე აქვს.
ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზის მდებარეობის უპირატესობა
ჰუალინგის სავაჭრო ცენტრი მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ის ახლოსაა მჭიდროდ დასახლებულ რამდენიმე უბანთან. გამავალი გზების და ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გამო კი, მასთან მისვლას უმოკლეს დროში შეძლებთ დედაქალაქის სხვა ნებისმიერი კუთხიდანაც. ამ ტერიტორიაზე არის რამდენიმე სამარშრუტო ხაზის ბოლო გაჩერებაც.
ის მოსახერხებელია უცხოელი ბიზნესმენებისთვისაც, რადგან ამ ტერიტორიიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა თუ რკინიგზის სადგურზე მისვლა განსაკუთრებით სწრაფად და მარტივადაა შესაძლებელი.
თბილისის ზღვის პლაზას 2 ათას მანქანაზე გათვლილი უფასო პარკინგიც აქვს. მისი გაშლილი ტერიტორია კი სტუმრების უდიდესი ნაკადების მიღების შესაძლებლობას იძლევა.
დაფიქრდი, იქნებ სიახლეების დროა
ჰუალინგ ჯგუფმა პირველმა ერთ სივრცეში გააერთიანა ყველა კატეგორიისა და მასშტაბის მაღაზია და ობიექტი და მომხმარებლებს უნიკალურ კონცეფციაზე შექმნილი სავაჭრო ცენტრი შესთავაზა.
ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზაში სტუმრობა დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე უკვე შეგიძლიათ. მისი გახსნის მასშტაბური ცერემონიალი კი 20 ნოემბერს გაიმართება და მაღაზიებში თვის ბოლომდე გრანდიოზული ფასდაკლებები და განსაკუთრებული შეთავაზებები იმოქმედებს.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს





კომენტარები