ლანჩხუთში დაკარგულმა "ჰაჩიკომ" ახალი და მზრუნველი პატრონი იპოვა
ფოტო: Soso Lominashvili | Groom.ge - გრუმინგ სალონი / Facebook
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცე "ქართველი ჰაჩიკოს" ამბავმა მოიცვა. ლანჩხუთის ლიანდაგებზე მიტოვებული აკიტას ჯიშის ძაღლის შესახებ ინფორმაცია სოსო ლომინაშვილმა გაავრცელა, მოგვიანებით კი ცხოველთა უფლებადამცველმა ტასო ლოსაბერიძემაც გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გულმოსაკლავი შესახედაობითა და დაბნეული, სევდიანი გამომეტყველებით ცუგა ახალი პატრონის მოლოდინში იყო.
ინფორმაციამ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქცია, ასობით ინტერნეტმომხმარებელმა კი ის იმედიანად გააზიარა.
როგორც ტასო ამბობს, "ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა" ძაღლის ბედით და "ყველამ რაღაც სცადა".
"მეორე დღესვე დაიწყეს მისი მოძებნა, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილიც ჩაერთო ამბავში, იპოვეს, შეიფარეს და ახლა ეკატერინე ლომიძე წასულია ახლა მის ჩამოსაყვანად, რომელმაც თვითონ დააბინავა თბილისში ეს უსაყვარლესი", — დაწერა ტასომ, — "ეკატერინეს დიდი დამსახურებაა მის ირგვლივ ამხელა ამბავი რომ დატრიალდა და უკარგეს ხალხთან წავა მალე ცუგო".
ეკატერინე კი აღნიშნავს, რომ ლანჩხუთის მერისთვის ძაღლის ადგილსამყოფელის მოძიებაში დახმარების თხოვნისა და მისი მიღების შემდეგ, ცუგას საიმედო მეგობარი, გიორგი ლომსაძე უპოვეს. როცა ეკატერინემ, სოსომ და ანი ავსაჯანიშვილმა ჰაჩი ახალ პატრონს ჩააბარეს, იმავე საღამოს ახალდაბინავებულ ძაღლს კლინიკა ვეტექსიდანაც ესტუმრნენ შესაბამისი ანალიზებისა და მკურნალობის პროცედურების ჩასატარებლად.
ფოტო: Soso Lominashvili
ფოტო: Soso Lominashvili
როცა ქართველი ჰაჩიკო სამშვიდობოს დავიგულეთ, შინაური ცხოველების სილამაზის სალონების ქსელმა Groom-მა მალევე მისი ახალი ფოტოებიც გაგვიზიარა. ცუგო, რომელსაც სხვათა შორის ჰაჩი დაარქვეს, სალონში ისე დამშვენდა, რომ ალბათ ფოტოებში მისი ცნობაც კი გაგიჭირდებათ.
ფოტო: Groom.ge - გრუმინგ სალონი / Facebook
საქართველოში მიუსაფარი ცხოველების საკითხი ისევ პრობლემურად რჩება. მათი დიდი ნაწილი პატრონისგან მიტოვებულია, ზოგიერთს კი კიდევ უფრო არ უმართლებს და ახალი, მზრუნველი პატრონის პოვნა უჭირს.
"გზებზე ასეთი უამრავია და ხანდახან რომ შევიმჩნიოთ, რამდენიმეს მაინც გაუმართლებს", — აღნიშნავს ტასოც.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები