ნატოს მოლოდინში
ფოტო: Shutterstock
„საქართველო NATO-ს ხუთოსანი მოსწავლეა“, - ხშირად ასე აფასებენ საქართველოს კონტრიბუციას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიმართ და თბილისის მიერ თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ყირიმის ანექსიის შემდეგ, ალიანსის შიგნით თავდაცვისუნარიანობის შესახებ დებატები განახლდა. ამერიკის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლასთან ერთად, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როგორი იქნება ამერიკის როლი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების დაცვაში. პრეზიდენტმა ტრამპმა, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ალიანსს „მოძველებული“ უწოდა და ცოტა ხნის წინ, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის ევროპული პარტნიორებისგან მოელის ალიანსში ფინანსური კონტრიბუციის გაზრდას.
მიუხედავად ალიანსის მიმართ არსებული კრიტიკისა, რომ მან დაკარგა თავისი თავდაპირველი მიზანი, ნატო გლობალური უსაფრთხოების დამცველია და ცივი ომის დასრულების შემდეგ გვევლინება, როგორც ეფექტური საერთაშორისო მოთამაშე. დღეისათვის, საქართველო NATO-ს საწვრთნელ ცენტრს მასპინძლობს და განაგრძობს ყოველწლიური გეგმის შესრულებას. ალიანსმა, ვარშავის 2016 წლის სამიტზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება რომ „საქართველო გახდება ალიანსის წევრი“ - ძალაშია. თუმცა, უკანასკნელ რამდენიმე წელს, საქართველოსა და NATO-ს შორის გარდამტეხი ცვლილებები არ მოუტანია.
"NATO-ში გაწევრიანების კუთხით, საქართველომ საკუთარი არჩევანი გააკეთა. კითხვა მდგომარეობს იმაში, დასავლეთი გააკეთებს თუ არა არჩევანს. მე ვფიქრობ, ბევრი რამე დამოკიდებულია ამერიკის ადმინისტრაციაზე და ვაშინგტონის პოზიციაზე..."
„NATO-ში გაწევრიანების კუთხით, საქართველომ საკუთარი არჩევანი გააკეთა. კითხვა მდგომარეობს იმაში, დასავლეთი გააკეთებს თუ არა არჩევანს. მე ვფიქრობ, ბევრი რამე დამოკიდებულია ამერიკის ადმინისტრაციაზე და ვაშინგტონის პოზიციაზე... ვფიქრობ, ობამას ადმინისტრაციამ ეს საკითხი გვერდით გადადო და არ სურდა ამის წინ წაწევა. თუ ახალი ადმინისტრაცია სერიოზულად უდგება ევროპის დაცვას და საკუთარ თავდაცვას, სამხრეთ კავკასია ამის კრიტიკული ნაწილია. ევროპის თავდაცვის ხაზი გადის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ბალკანეთსა და სამხრეთ კავკასიაზე, ეს ერთიან ჭრილში უნდა განიხილებოდეს. ჩვენ თუ ასე არ შევხედავთ საკითხს, ჩვენი გადაწყვეტილებები არ იქნება ერთიანი“, - ამბობს მარგარიტა ასენოვა ჯეიმსთაუნის ფონდიდან, ვაშინგტონში ფონდის მიერ გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ამერიკას, რუსეთსა და რეგიონულ უსაფრთხოებას შეეხებოდა.
2008 წელს ჩატარებული პლებისციტით, საქართველოს მოსახლეობის 73 პროცენტმა მხარი დაუჭირა ალიანსში გაწევრიანებას. 2016 წლის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მონაცემებით კი (დეკემბერი, 2016) საქართველოს მოსახლეობის 61 პროცენტი ემხრობა ამ ორგანიზაციაში წევრობას. საზოგადოების მხარდაჭერის და საქართველოს დასავლური არჩევანის უალტერნატივობის გათვალისწინებით, რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური ბერკეტები არ გააჩნია. თუმცა, ის ცდილობს ზეწოლის განხორციელებას სხვა მეთოდებით, მათ შორის პრო-რუსული ჯგუფების დაფინანსებით, ეკონომიკური მანიპულაციით და დეზინფორმაციის გავრცელებით.
„რუსეთს საქართველოზე აღარ აქვს პოლიტიკური ზეწოლის საშუალება. თუმცა აქვს სამხედრო ბერკეტები, ის საქართველოს სამხედრო ვაკუუმში ამყოფებს, იმ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს არ აქვს თავის დაცვის საშუალება. რუსეთს ასევე აქვს სხვა ტიპის ბერკეტები, როგორიცაა პრო-რუსული ორგანიზაციები საქართველოს შიგნით, პრო-რუსული ლობი, რომელსაც მოსკოვი უხდის ფულს, მათი ნაწილი ცდილობს საქართველოს ეროვნული იდენტობით მანიპულაციას და აცხადებს, რომ ის დასავლურ ღირებულებებთან არათავსებადია. ეს კულტურული ბერკეტის ფორმაა.რუსეთს ასევე აქვს სავაჭრო ბერკეტები იმ კუთხით, რომ მას შეუძლია გაუხსნას ბაზარი ქართულ პროდუქციას, რაც ჩემი აზრით, მახეა“, - აცხადებს ვლადიმერ სოკორი, „ჯეიმსთაუნის“ ფონდის უფროსი მკვლევარი.
რუსეთს ასევე აქვს სხვა ტიპის ბერკეტები-პრო-რუსული ორგანიზაციები საქართველოს შიგნით, პრო-რუსული ლობი, მათი ნაწილი ცდილობს საქართველოს ეროვნული იდენტობით მანიპულაციას
იმ ვითარებაში, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკა ჯერ ისევ ბუნდოვანია, რუსეთი აგრძელებს რეგიონში საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებას. ცოტა ხსნის წინ, მოსკოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ჯარების საკუთარ ჯარებში ინკორპორაცია მოახდინა და აფხაზეთში S-300 ტიპის სარაკეტო სისტემა განათავსა. ვაშინგტონში ექპერტების ნაწილი კრემლის ამ ნაბიჯს დე ფაქტო ანექსიად აფასებს და აცხადებს, რომ საჭიროა ვაშინგტონმა მკაცრად უპასუხოს რუსეთის მსგავს ქმედებებს.
“რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან საფრთხესწარმოადგენს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო დაჯგუფებებისრუსეთის სარდლობაში ინტეგრაცია ჩემი აზრით ანექსირებასუდრის. არმიის ანექსირებით ტერიტორიის ანექსიაც ხდება. საქართველოს შეშფოთება გასაგებია. დასავლეთში ეს პროცესიუფრო კარგად უნდა ესმოდეთ და უფრო მეტ მხარდაჭერას უნდააჩვენებდნენ, ვინაიდან ჩვენ ხელიდან ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ რუსეთი გავაფრთხილოთ, ჩავერთოთ და შევაჩეროთ ეს პროცესი” -ამბობს ასენოვა.
რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანი, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის თავდაცვისუნარიანობის შერყევა და მისი ერთიანობის ძირის გამოთხრაა. მოსკოვი NATO-ს საზღვარზე პომპეზურ სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ატარებს, პროვოკაციულად არღვევს მოკავშირეთა საჰაერო სივრცეს და გამუდმებით უმეორებს ევროპელ პარტნიორებს, რომ საქართველოს და უკრაინის ალიანსში გაწევრიანება კრემლისთვის წითელი ხაზია. თუმცა, დასავლეთში ფიქრობენ, რომ მესამე ძალას [მოსკოვს] არ უნდა ქონდეს უფლება ვეტო დაადოს ალიანსის გადაწყვეტილებას. მათი თქმით, „ღია კარის პოლიტიკის“ ერთგულება საუკეთესო საშუალებაა მოსკოვის რევანშისტული მისწრაფებების შესაკვეცად.
“რუსეთს სურს იყოს დომინანტური ძალა სამხრეთ კავკასიაში. ის საქართველოს კასტრირებას ცდილობს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით და იმის მუქარით, რომ სხვა ნაწილებსაც წაიღებს... საქართველო თავს გრძნობს უფრო და უფრო განეიტრალებულად. ის NATO-სთან ისე ახლოს აღარ არის, როგორც 4 წლის წინ ან 8 წლის წინ იყო... ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება დასავლეთის პასუხი რუსეთის მიერ საქართველოს დანაწევრებაზე, ან ვთქვათ, სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ კავკასიასთან, ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებაზე“, - ამბობს იანუშ ბუგაისკი, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი.
საქართველო NATO-სთან ისე ახლოს აღარ არის, როგორც 4 წლის წინ ან 8 წლის წინ იყო... ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება დასავლეთის პასუხი რუსეთის მიერ საქართველოს დანაწევრებაზე.
NATO-ს გაფართოების პოლიტიკის მომავალი, დიდწილად, ალიანსის მიმართ ამერიკის პოლიტიკას უკავშირდება ვინაიდან, ალიანსის მთავარი თავდაცვითი ტვირთი ვაშინგტონზეა. დღეს, ალიანსის ერთიანი თავდაცვის 73% ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის. ამერიკის ჩართულობის შენარჩუნების იმედს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თავდაცვის მდივნის არჩევანი ტოვებს. ჯიმ მატისი გამოირჩევა თავდაცვის და საგარეო პოლიტიკის საკითხების ხისტი ხედვით.
ცივი ომის დასრულებიდან მოყოლებული, NATO განაგრძობს გაფართოებას. ალიანსმა ყოფილი სოციალისტური ბლოკიდან პირველად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მიიღო, ხოლო სულ ცოტა ხნის წინ მონტენეგრო იქნა მიწვეული ბრიუსელის მიერ. საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ნაკლები ენთუზიაზმით მიუდგა, ვიდრე მისი წინამორბედი, რამაც საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა განაპირობა. როგორი იქნება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია, ეს ჯერ უცნობია. გაფართოებაზე საუბრისას, დღეს, ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ალიანსმა უნდა გადახედოს გაფართოების მოდელს და ახალი ალტერნატივა შესთავაზოს ასპირანტ ქვეყნებს.
„NATO-მ უნდა შეცვალოს გაფართოების მოდელი და მიიღოს ახალი მოდელი, რომელიც გააერთიანებს საქართველოსა და უკრაინას, როცა საჭირო არ იქნება NATO-ს ყველა წევრის თანხმობა და ყველა წევრის სამუშაო ჩართულობა, არამედ ეს პროცესი მხოლოდ იმ ქვეყნებს გააერთიანებს, რომლებსაც წევრობის სურვილი ექნებათ. მე ასე ვხედავ NATO-ს გაფართოებას-ქვეყნების ჯგუფის გაერთიანებას ალიანსის შიგნით მათი სურვილის მიხედვით და ამერიკის ლიდერობით“, - განაცხადა ვლადიმერ სოკორმა, „ჯეიმსთაუნის“ ფონდის მკვლევარმა.
ბრიუსელი იმეორებს, რომ „ღია კარის პოლიტიკის“ შეცვლას ალიანსი არ აპირებს, თუმცა ვაშინგტონში, ამერიკას და ევროპელ პარტნიორებს აფრთხილებენ, რომ ალიანსი არ უნდა აღმოჩნდეს სიტუაციაში, როდესაც მისი კარი „თეორიულად ღია და პრაქტიკულად დახურული“ იქნება.
-
ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ
გადახედვა
-
სად ვუყუროთ მთვარისაკენ ასტრონავტების გაშვებას — პირდაპირი ეთერი სად ვუყუროთ მთვარისაკენ ასტრონავტების გაშვებას — პირდაპირი ეთერი
გადახედვა
-
რა წერია სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2025 წლის ანგარიშში? რა წერია სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2025 წლის ანგარიშში?
გადახედვა
-
ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, "ოცნების" მიერ ბოლო დროს მიღებული სადავო კანონები სერიოზულ გავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, "ოცნების" მიერ ბოლო დროს მიღებული სადავო კანონები სერიოზულ გავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: დენის ტარიფის გაზრდაში მთავარი ფაქტორი არის ივანიშვილის ბიტკოინები მიხეილ სააკაშვილი: დენის ტარიფის გაზრდაში მთავარი ფაქტორი არის ივანიშვილის ბიტკოინები
გადახედვა
-
"მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას "მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას
გადახედვა
-
მარწყვიტამ ქმარს უღალატა — რა ვიცით ახალ ტრენდზე, რომელმაც TikTok წალეკა მარწყვიტამ ქმარს უღალატა — რა ვიცით ახალ ტრენდზე, რომელმაც TikTok წალეკა
გადახედვა
-
RFE/RL: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა RFE/RL: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა
გადახედვა
-
NYT-მა დაითხოვა ჟურნალისტი, რომელმაც წიგნის მიმოხილვის დასაწერად AI გამოიყენა NYT-მა დაითხოვა ჟურნალისტი, რომელმაც წიგნის მიმოხილვის დასაწერად AI გამოიყენა
გადახედვა
-
რატომ არის მნიშვნელოვანი ევერესტის ოლიმპიადაში მონაწილეობა? რატომ არის მნიშვნელოვანი ევერესტის ოლიმპიადაში მონაწილეობა?
-
ზელენსკი: ჩვენ შევთავაზეთ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა აღდგომის დღესასწაულზე, საპასუხოდ კი "შაჰედებს" ვიღებთ ზელენსკი: ჩვენ შევთავაზეთ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა აღდგომის დღესასწაულზე, საპასუხოდ კი "შაჰედებს" ვიღებთ
გადახედვა
-
ქვიზი: გაიშვებოდი თუ არა მთვარეზე? ქვიზი: გაიშვებოდი თუ არა მთვარეზე?
-
ლევან მაჭავარიანი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი კობახიძე არის საუკეთესო პრემიერმინისტრი საქართველოს ისტორიაში ლევან მაჭავარიანი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი კობახიძე არის საუკეთესო პრემიერმინისტრი საქართველოს ისტორიაში
გადახედვა
-
Peggy Gou-ს ლაივი თბილისში Peggy Gou-ს ლაივი თბილისში
-
როგორ შეიცვალა ხელოვნური ინტელექტის მოდელები — მარტის 3 მთავარი სიახლე როგორ შეიცვალა ხელოვნური ინტელექტის მოდელები — მარტის 3 მთავარი სიახლე
-
ტეილორ სვიფტმა ახალი მუსიკალური კლიპი ელიზაბეთ ტეილორს მიუძღვნა ტეილორ სვიფტმა ახალი მუსიკალური კლიპი ელიზაბეთ ტეილორს მიუძღვნა
გადახედვა
-
ვეტცელი 1908 — ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია ვეტცელი 1908 — ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
-
ალდაგი მომხმარებლებს ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას ინოვაციურ ფასად — თვეში 10 ლარად სთავაზობს ალდაგი მომხმარებლებს ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას ინოვაციურ ფასად — თვეში 10 ლარად სთავაზობს
-
"რთულია რამე უფრო გულისამრევი წარმოიდგინო" — ტუსკი ლავროვისა და სიიარტოს სატელეფონო საუბარზე "რთულია რამე უფრო გულისამრევი წარმოიდგინო" — ტუსკი ლავროვისა და სიიარტოს სატელეფონო საუბარზე
გადახედვა
-
1-ელი აპრილიდან პლასტმასის ჭურჭლის რეალიზაცია აიკრძალა 1-ელი აპრილიდან პლასტმასის ჭურჭლის რეალიზაცია აიკრძალა
გადახედვა
-
ბექა გოცირიძეზე "თავდასხმის" ბრალდებით დაკავებულ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯათ ბექა გოცირიძეზე "თავდასხმის" ბრალდებით დაკავებულ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
კომენტარები