მიხეილ ჯანელიძე: საქართველო გლობალური კოალიციის აქტიური წევრია
ამერიკის ხმის ინტერვიუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან, ვაშინგტონის გლობალური სამიტში მონაწილეობის შესახებ.
22 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების შეხვედრაში.
ვაშინგტონში გლობალური კოალიციის სამიტზე ჩამოხვედით, რას გულისხმობს საქართველოს მონაწილეობა ანტი-ისლამური სახელმწიფოს კოალიციაში, და რა დონეზეა ეს აქტივობა დღეს?
მადლობთ თქვენ, ჩემთვის პატივია თქვენთან ამ თემებზე საუბარი და ვიზიტის შეჯამება. ჩვენი მონაწილეობა ამ კოალიციაში, პირველ რიგში, ეს არის დადასტურება საქართველოს კონტრიბუციის გლობალური და რეგიონული უსაფრთხოებისადმი. ჩვენ ჩართული ვართ კოალიციაში მისი შექმნის დღიდან-2014 წლიდან. იმისათვის, რომ ჩვენ კონტრიბუცია მოგვეხდინა კოალიციის საქმიანობაში გავატარეთ საკანონმდებლო რეფორმები ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ინსტიტუციური რეფორმები, რომლებმაც უზრუნველყო ჩვენი საზღვრების დაცულობა და მეტი უსაფრთხოება. ამით ჩვენ, რეგიონის უსაფრთხოების გაზრდას კიდევ უფრო შევუწყვეთ ხელი. ჩვენ ამით ვადასტურებთ, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია იმ საერთაშორისო საზოგადოების, რომელიც ებრძვის ამ გლობალურ გამოწვევას-ტერორიზმს, და კონკრეტულად დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს”, რომელმაც შექმნა ძალიან დიდი კრიზისი და წარმოადგენს ცივილიზებული სამყაროსთვის ყველაზე დიდ გამოწვევას დღეს.
საქართველოს ურთიერთობები აშშ-ის ადმინისტრაციასთან: როგორია ეს კავშირები დღეს, და როგორ/რამდენად მკაფიოდ უხსნის მას საქართველოს მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, არსებული პრობლემებიდან ყველაზე მთავარს-მიმდინარე ოკუპაციას საქართველოში?
ჩვენ საბედნიეროდ ახლო კონტაქტები ჩამოგვიყალიბდა ახალ ადმინისტრაციასთან. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა სახელმწიფო მდივანს.
შეხვედრის დროს ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს როლზე რეგიონში, ასევე ვისაუბრეთ აშშ-საქართველოს 25წლიანი ურთიერთობების ისტორიაზე, იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელიც ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. ასევე იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების კუთხით და ეს რა თქმა უნდა აშშ-ის დიდი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევაზე, რომელიც საქართველოს აქვს ოკუპაციის სახით. სამწუხაროდ, 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ გვაქვს აშშ-ის მხარდაჭერა საერთაშორისო მასშტაბით და არამხოლოდ ორმხრივ დონეზე, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებში-იქნება ეს გაერო თუ ეუთო, სადაც აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ასევე ის ჩართულია ჟენევის მოლაპარაკებებში, და ჩვენ ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ აშშ-ის როლზე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატზე, იმისათვის, რომ მიღწეული იქნას ძირითადი მიზნები-უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა, ძალის არგამოყენება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შესაძლებლობის გაჩენა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც დგას ამ დისკუსიის და ჩვენი განხილვების დროს, და ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ აშშ-ის მხარდაჭერა, რომ ისინი გააგრძელებენ საქართველოს გვერდით დგომას და ამ პრობლემების გამკლავებისას ჩვენს დახმარებას. ამასთან, მე მომეცა შესაძლებლობა, რომ მიმემართა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომისათვის ღია დებატების ფარგლებში, რომელიც ეხებოდა კონფლიქტებს ევროპაში, სადაც აშშ-ის ელჩმა გაეროში დააფიქსირა მკაფიო პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, და დახმარება, რომელიც მიეწოდება საქართველოს უსაფრთხოების კუთხით. ასევე, ჩვენ გვქონდა საშუალება გვესაუბრა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, სადაც განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, თუ პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის გზაზე, და აქაც გვაქვს აშშ-ის მხარდაჭერა.
ასევე, პრემიერ მინისტრს მიეცა საშუალება ჰქონოდა მოკლე შეხვედრა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც მოხდა შეთანხმება, რომ გაიმართება შეხვედრა ვაშინგტონში. ჩვენ ვმუშაობთ, რათა გაიმართოს აშშ-საქართველოს შორის ჩამოყალიბებული ფორმატის-სტრატეგიული პარტნიორობის პლენარული სხდომა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს პრემიერმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ისევე როგორც გაიმართოს სხვა შეხვედრები პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით თეთრ-სახლში და შეხვედრები სხვა პარტნიორებთან, რომლებსაც მეც შევხვდი ჩემი ვიზიტისას მიმდინარე კვირის განმავლობაში.
თქვენ, როგორც ახსენეთ, ელოდებით, რომ მიმდინარე წელი იქნება აქტიური ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან ურთიერთობებში, რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას?
პირველ რიგში ეს არის ის ჩატარებული ღონისძიებები წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ნატოს სამხედრო კომიტეტი, რომლის დროს შეფასდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება საქართვლოს თავდაცვის სფეროსა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით, ასევე ნატოსთან თავსებადობის ამაღლების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას, ასევე ჩვენ ვთანამშრომლობთ ალიანსის წევრ ქვეყნებთან, რათა გაძლიერდეს საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ასევე, ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობა აშშ-სთან: გასულ წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც უზრუნველყოფს პარტნიორობის გაღრმავებას აშშ-სთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში და ამ პარტნიორობის ხელშეწყობას.
წელს, საქართველოში ველოდებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის გამართვას, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. ამ სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ_ის კონგრესმენები-უკვე დადასტურდა, რომ კონგრესის დელეგაცია იქნება ძალიან წარმომადგენლობითი. ჩვენ ველოდებით, რომ ეს იქნება დადასტურება პოლიტიკური მხარდაჭერის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესისადმი, ველოდებით, და იქნება მიღებული რეზოლუციები, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს და ჩვენს ევროპულ, ევროატლანტიკურ მიზნებს.
როგორია ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებისას ეკისრება?
პირველ რიგში საქართველოს პასუხისმგებლობა იყო გაეტარებინა რეფორმები, რომელიც იყო ნაწილი 2013 წელს გადმოცემული სამოქმედო გეგმისა. ეს პროცესი გულისხმობდა რთული რეფორმების გატარებას ქვეყნის შიგნით-პოლიტიკურს, სოციალურს, თუ სხვა მიმართულებით. ასევე გულისხმობდა ინსტიტუციურ რეფორმებს, რომელიც აძლევს ევროპულ სტრუქტურებს საშუალებას-ენდოს საქართველოს და ენდონ ამ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, როდესაც ევროკომისიამ დადო დასკვნა, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, ამის შემდეგ დაიწყო პოლიტიკური პროცესი. რა თქმა უნდა, მხოლოდ ტექნიკური პირობების შესრულება არ არის საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ერთადერთი საფუძველი-საჭირო იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ პროცესს დაერთო მძიმე მიგრაციული კრიზისი ევროპაში, რამაც გავლენა მოახდინა ევროპული ქვეყნების შიდა პროცესებზე. შესაბამისად, საქართველოს მოუწია დიდი ძალისხმევა იმისათვის, რომ დაერწმუნებინა წევრი ქვეყნები და ევროსტრუქტურები, რომ საქართველოსთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი არ იქნებოდა მათთვის პრობლემის მატარებელი და ეს იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე აუცილებელი პროცესი.
დღეს, საქართველო ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ამხელა პოლიტიკური ძალისხმევის და შიგნით გატარებული რეფორმების შედეგად იქნა მიღებული. ჩვენ, შესაბამისად, ვაგრძელებთ თანამშრომლობას წევრ ქვეყნებთან და ევროპულ სტრუქტურებთან, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სანდოობას და მდგრადად ამ დიდი სარგებლის შენარჩუნებას.
-
Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს
გადახედვა
-
ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები
გადახედვა
-
რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
გადახედვა
-
"მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს "მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს
გადახედვა
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
კომენტარები