საკმაოდ კალორიულ კვებაზეა გადასული: თაფლი, ხილი — ზარქუა სააკაშვილზე
ფოტო: ლანა კოკაია / On.ge
ქართული ოცნების წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "კალორიულ კვებაზეა" გადასული. მისივე თქმით, პენიტენციარულ სისტემაში ყველას უფლება დაცულია.
"მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, საკმაოდ კალორიულ კვებაზე არის გადასული — თაფლი, ხილი და ა.შ. არ ვიცი, არ მგონია, თუ რამე პრობლემა არის, დღეს გვაქვს ჩვენ ის პენიტენციარული სისტემა სადაც თითოეული მსჯავრდებულის უფლებები არის დაცული", — თქვა ზარქუამ.
ამ თემაზე ზარქუამ მას შემდეგ ისაუბრა, რაც სახალხო დამცველმა თქვა, რომ პენიტენციური სამსახურისა თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ექსპრეზიდენტზე გაკეთებული განცხადებებით, იქმნება დამატებითი საფრთხე, რომ მოშიმშილე სააკაშვილმა უარი თქვას სამედიცინო მომსახურების მიღებაზეც. ომბუდსმენი უარყოფითად აფასებს ნებისმიერი სახის განცხადებას, რომელიც "უბიძგებს პატიმარს უფრო მძიმე შიმშილობის ფორმაზე გადასვლას და კიდევ უფრო ამძიმებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას".
მიხეილ სააკაშვილი 13 დღეა შიმშილობს. 10 ოქტომბერს, მისმა პირადმა, ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ექიმი განმარტავს, ეს შიმშილობის გამო მოხდა და მას უჭირს საუბარი და მოძრაობა. პასუხად პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, როგორც მოშიმშილე, სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომდევნო დღეს სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ საკითხებით უტრირება არ ღირს.
გარდა ამისა, 8 ოქტომბერს პენიტენციულმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი შეიძინა და დაწყებული აქვს საკვების მიღება. ამას უპასუხა სააკაშვილის ექიმმა და თქვა, რომ თაფლს მხოლოდ ერთ კოვზს იღებდა და ჩაიში აგდებდა. მისივე თქმით, ამ ინფორმაციაზე სპეკულაციების შემდეგ სააკაშვილმა თაფლის მიღებაც შეწყვიტა.
ამავე თემაზე:
-
იუპიტერი იმაზე "პატარაა", ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — როგორია ახალი მონაცემები იუპიტერი იმაზე "პატარაა", ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — როგორია ახალი მონაცემები
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: შეიძლება შედგეს ჯანსაღი მსჯელობა — რა პლუს-მინუსები აქვს, მაგალითად — ევროინტეგრაციას ირაკლი კობახიძე: შეიძლება შედგეს ჯანსაღი მსჯელობა — რა პლუს-მინუსები აქვს, მაგალითად — ევროინტეგრაციას
გადახედვა
-
გაიცანით EMO — რობოტი, რომელმაც პირის მოძრაობა YouTube-ზე ვიდეოების ყურებით ისწავლა გაიცანით EMO — რობოტი, რომელმაც პირის მოძრაობა YouTube-ზე ვიდეოების ყურებით ისწავლა
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც წელს Apple TV+ზე გამოვა ყველაფერი, რაც წელს Apple TV+ზე გამოვა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო — გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო — გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
-
"რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა "რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
10+ ქვიზი, რომლებიც იანვარში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა 10+ ქვიზი, რომლებიც იანვარში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
გადახედვა
-
IPN: ეუთო "მოსკოვის მექანიზმით" გათვალისწინებული ექსპერტთა მისიის დაკომპლექტების პროცესშია IPN: ეუთო "მოსკოვის მექანიზმით" გათვალისწინებული ექსპერტთა მისიის დაკომპლექტების პროცესშია
გადახედვა
-
საამიროებში პირველი გენეტიკური ბიოსაცავის შექმნას აპირებენ საამიროებში პირველი გენეტიკური ბიოსაცავის შექმნას აპირებენ
გადახედვა
-
ევროსაბჭო უკრაინას €90 მლრდ-ის ფინანსურ დახმარებას გაუწევს ევროსაბჭო უკრაინას €90 მლრდ-ის ფინანსურ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
არსებობს მდინარე, რომელიც მაღლა "მიედინება" — მეცნიერებმა სავარაუდო მიზეზს მიაკვლიეს არსებობს მდინარე, რომელიც მაღლა "მიედინება" — მეცნიერებმა სავარაუდო მიზეზს მიაკვლიეს
გადახედვა
-
ევროკომისია: "გრანტების შესახებ" კანონის გამკაცრება სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან" ევროკომისია: "გრანტების შესახებ" კანონის გამკაცრება სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან"
გადახედვა
-
მარკო მიხელსონი: საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ხალხს ტერორისტებად მიიჩნევენ მარკო მიხელსონი: საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ხალხს ტერორისტებად მიიჩნევენ
გადახედვა
-
მარიამ რამაზაშვილი კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” ფინალისტია მარიამ რამაზაშვილი კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” ფინალისტია
გადახედვა
-
სტუ PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით სიყალბეს უწოდებს სტუ PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით სიყალბეს უწოდებს
გადახედვა
-
ნეიტრალური საქართველო "იმედს" და "რუსთავი 2-ს" მოუწოდებს, ევროინტეგრაციაზე დებატები დაიწყონ ნეიტრალური საქართველო "იმედს" და "რუსთავი 2-ს" მოუწოდებს, ევროინტეგრაციაზე დებატები დაიწყონ
გადახედვა
-
10 მუსიკოსი, რომელსაც გრემის ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული 10 მუსიკოსი, რომელსაც გრემის ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული
გადახედვა
-
თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ტედ კრუზი ნეტფლიქსის CEO-ს ბილი აილიშის განცხადებაზე სთხოვს პასუხს ტედ კრუზი ნეტფლიქსის CEO-ს ბილი აილიშის განცხადებაზე სთხოვს პასუხს
გადახედვა
-
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
-
"ოცნების" დეპუტატმა გენო პეტრიაშვილმა ამერიკულ ჭიდაობის ორგანიზაციასთან კონტრაქტი გააფორმა "ოცნების" დეპუტატმა გენო პეტრიაშვილმა ამერიკულ ჭიდაობის ორგანიზაციასთან კონტრაქტი გააფორმა
გადახედვა
კომენტარები