ჩვეულებრივი დღის იდუმალი გამოცხადებები
ფოტო: On.ge
გთავაზობთ სულ ცოტა ხნის წინ ქართულად ნათარგმნი მოთხრობების კრებულის ნაწვიმარზე შესახებ ხელოვნებათმცოდნე და ლიტერატურის მოყვარული ბექა სუხიტაშვილის რეცენზიას.
გაფრთხილება მათთვის, ვინც სპოილერებს უფრთხის: ქვემოთ მოცემული ტექსტი შესაძლოა შეიცავდეს სიუჟეტურ დეტალებს ან/და გარკვეულ ნაწყვეტებს აღნიშნული წიგნიდან.
გამომცემლობა დიოგენემ 2021 წელს გამოსცა ირლანდიელი რომანისტის, მოთხრობებისა და პიესების ავტორის, უილიამ ტრევორის მოთხრობების კრებული ნაწვიმარზე (მთარგმნელები ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე), რომელიც პირველად ითარგმნა ქართულად. ტრევორი სულ ახლახან, 2016 წელს გარდაიცვალა 88 წლის ასაკში. თავისი მოთხრობების გამო ტრევორი თანამედროვე ინგლისურენოვან ლიტერატურულ სამყაროში ერთ-ერთ საუკეთესო და დამსახურებულ მწერლად მიიჩნევა.
უილიამ ტრევორის მოთხრობებში მოქმედება როგორც ინგლისში, ისე მშობლიურ ირლანდიაში ვითარდება. მოთხრობების გმირები საზოგადოებისგან გარიყული, მარგინალიზებული, მარტოსული ადამიანები არიან: ბავშვები, მოხუცები, შუა ასაკს მიღწეული მარტოხელა კაცები ან ქალები, დეზორიენტირებული ოჯახები. ისინი თითქოს რეალობას თვალს არ უსწორებენ, თავიანთ ნაჭუჭებში გამოკეტილები აყურადებენ მდუმარე სახლების მიღმა ჩავლილ ცხოვრებას, მაგრამ მიუხედავად ამ ერთი შეხედვით დამთრგუნველი, მრუმე ატმოსფეროსი, ტრევორის დახვეწილი, შეფარული იუმორი პერსონაჟებს რეალისტურობას, ნამდვილობასა და ბუნებრიობას ანიჭებს.
მკითხველი ამ კრებულის პირველივე მოთხრობიდან, პიანინოს ამწყობის ცოლები, სამყაროს ტრაგიკომიკური აღქმის ფერხულში ეხვევა, სადაც ცრუ დაპირებებსა და ტყუილს ადგილი არ მოეძევება. დაქვრივებული ბატონი დრომგულდი მეორე ცოლის შერთვამდე მარტო ცხოვრობდა. მეორე ცოლი, ბელი, თავის დროზე პირველის, ვაიოლეტის გამო უარყვეს. წარმოიდგინეთ, როდესაც ბელმა სახლში ფეხი შედგა და ყველგან ვაიოლეტის კვალს წააწყდა, მთელი ეს წლები, წყენა, იმედგაცრუება, შური... ტრევორი პირველივე გვერდზე ხსნის: "მეტი არც არაფერია სათქმელი", რაც მოხდა, მოხდა, ცხოვრება გაგრძელდა და ახლა ბელის თვალით უნდა აღვიქვათ ის. სხვა მოთხრობების მსგავსად, აქაც ფინალში არაფერს მოველით, დიდ გამარჯვებას ან უეცარ თავგანწირვას. ყველაფერი თითქოს დადგენილი წესებით მიდის, მისი გმირები ეგუებიან და იჯერებენ მოცემულობას და ამ უეცარი ყოველდღიური სიმშვიდით მაგიის დაბადებას შეიგრძნობ.
უილიამ ტრევორი - ირლანდიული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი.
ფოტო: Getty Images
მოთხრობის ბოლოს მაგია იბადება ეული ჰერიეტისთვისაც (ნაწვიმარზე). ჩამოგრძელებული სახე, რომელიც მოდილიანის ნახატებისას მიუგავს, ახლა სასადილო ოთახის ფანჯრებისთვის მიუპყრია. ბავშვობაში ამ სასტუმროში ხშირად დადიოდნენ, ახლა კი შეყვარებულს დაცილებული, თავს უცნაურად გრძნობს. იქნებ მარტო ყოფნა უკეთესიც იყოს? მისმა ბოლო შეყვარებულმაც ისევე დაიხია უკან, როგორც მანამდე სხვებმა, როცა მეტი სიყვარული მოითხოვა. გრძნობს, რომ დარჩენილ ცხოვრებას მარტოდ გაატარებს. ტრევორი გარემოს სადა და ზუსტი აღწერით გმირს გაურკვევლობის საბურველში ხვევს, სადაც თითქოს არც ნაღვლიანი მომავლის მონახაზი გამოკრთის და არც ულევი ბედნიერების: "სანტა-ფაბიოლას ეკლესიის იატაკზე სველი ტილოს მოსმისა და ტურისტების ჩურჩულის ხმები ჩაესმის; მლოცველი ქალი კრიალოსანს მარცვლავს, სანთლების ალი ციმციმებს. წმ. ფაბიოლას ამბავი მის თანამედროვეთა აჩრდილებში ჩაკარგულა; საგვარეულო აკლდამებიდან სიკვდილის უსუნო სუსხი ჟონავს. წვიმას ჩახუთული ჰაერი უკვე გაუწმენდია და აი, ანგელოზის იდუმალ გამოცხადებასაც აღარაფერი უდგას წინ".
ფეხქვეშ გამოცლილი საყრდენი კრებულის ყველაზე შემზარავი და უიმედო მოთხრობაა. ტრევორი ლისონების ოჯახის ერთი შეხედვით იდეალური გარემოს აღწერით იწყებს, რომელთა ცხოვრებაც ნელ-ნელა რადიკალურად იცვლება და ტრაგედიით მთავრდება. ამ ტრაგედიას კი, როგორც გარდაუვალობას, ისე ხვდებიან. დედაც, მამაც, ძმაც და დებიც მათი ოჯახის წევრის მკვლელობას თვალს არ უსწორებენ — მათი და საზოგადოების რწმენა არ უნდა შეიბღალოს, მათი მრავალწლიანი პროტესტანტული ტრადიცია ერთი კათოლიკე წმინდანის (მათივე სიტყვებით, "კათოლიკე როსკიპის"), როზას გამო ვერ განადგურდება, თუნდაც ეს მათი სისხლი და ხორცი იყოს...
წიგნის დასასრულს ისევ ყოფიერებაში ჩაკარგული გმირების აურაში ვინაცვლებთ, რომელთა გულებიც შიშს, გაურკვევლობას, ელდას შეუბორკავს. ქალბატონ ლეთუისს (ერთი დღე), უშვილობა ტანჯავს (მუცელი რამდენჯერმე მოეშალა), უკვე ასაკში შესულს, მიუხედავად იმისა, რომ ქმარს საყვედური ამაზე არასოდეს უთქვამს, მუდამ კეთილსა და მგრძნობიარეს, არც იმაზე ჩამოუგდია ლაპარაკი, რომ საყვარელი ჰყავს. ლეთიუსმა ამის შესახებ შემთხვევით გაიგო, მოულოდნელი წერილით. ამაზე არც თვითონ წამოუწყია საუბარი, წლების მერე კი ეჭვები უფრო და უფრო იკიდებს ფესვებს მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. იქნებ დრო დადგა, გაირკვეს რაიმე? არა, დღის ბოლოს, ხორციანი ტაფა ისევ ისე დგას ქურაზე, ხოლო კარტოფილი წყლიან ქვაბში ყრია.
ცოლ-ქმარი თრეინორები (დემიენზე დაქორწინება) შიშს მოუცავს მათი ქალიშვილის, ჯოანას გამო. ჯერ კიდევ ხუთი წლის იყო, რომ გამოაცხადა, დემიენის, მათი საერთო მეგობრის, ცოლი უნდა გავხდეო. გადის ორმოც წელზე მეტი, დემიანი უამრავ სასიყვარულო ისტორიას უკან იტოვებს, მათ ქალაქში ისევ ბრუნდება და ჯოანა მასზე ქორწინდება. იქნებ შინგამოკეტილი, ასაკოვანი ცოლ-ქმრისთვის ეს ცვლილება კარგის მომტანიც იყოს? მათი მეგობრის თავგადასავლების მოსმენა მოსაწყენ ერთფეროვნებას გაფანტავს კიდეც? ამ კითხვებს მკითხველმა პასუხი თავის წარმოსახვაში უნდა გასცეს და უილიამ ტრევორის გმირებთან ერთად შეიქციოს თავი განყენებულ თემებზე საუბრით.
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
-
"პლატფორმა 2025": არ ითანამშრომლო, დაასანქცირე, გაასამართლე "ქართული ოცნება" "პლატფორმა 2025": არ ითანამშრომლო, დაასანქცირე, გაასამართლე "ქართული ოცნება"
გადახედვა
-
შსს: რკინიგზიდან 300 მ-მდე სპილენძის სადენების ქურდობისთვის 4 პირი დააკავეს შსს: რკინიგზიდან 300 მ-მდე სპილენძის სადენების ქურდობისთვის 4 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რეჟიმისთვის მთავარი საფრთხე არის თავისივე ქმედება — სალომე ზურაბიშვილი საკრებულოსთან აქტივისტების დაკავებაზე რეჟიმისთვის მთავარი საფრთხე არის თავისივე ქმედება — სალომე ზურაბიშვილი საკრებულოსთან აქტივისტების დაკავებაზე
გადახედვა
-
POG: ₾21.5 მლნ-ის გათეთრებისთვის უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის და 5 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო POG: ₾21.5 მლნ-ის გათეთრებისთვის უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის და 5 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
გადახედვა
-
რას ცვლის ადამიანის ცხოვრებაში ერთი გულშემატკივარი? — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს რას ცვლის ადამიანის ცხოვრებაში ერთი გულშემატკივარი? — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
საია: პოლიცია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფუძვლო დაკავებას და მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას აგრძელებს საია: პოლიცია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფუძვლო დაკავებას და მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას აგრძელებს
გადახედვა
-
რატომაა სასარგებლო ხერხემლისა და ნერვული სისტემისთვის იატაკზე ზურგით 10 წუთი წოლა რატომაა სასარგებლო ხერხემლისა და ნერვული სისტემისთვის იატაკზე ზურგით 10 წუთი წოლა
-
შალვა პაპუაშვილი: "სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს ევროკავშირში (EU-ში) წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?" შალვა პაპუაშვილი: "სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს ევროკავშირში (EU-ში) წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?"
გადახედვა
-
ბანერების გამო, რომლებზეც ეწერა — "ბიძინა *ლეა?", 10 აქტივისტი დააკავეს ბანერების გამო, რომლებზეც ეწერა — "ბიძინა *ლეა?", 10 აქტივისტი დააკავეს
გადახედვა
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა

კომენტარები