ქაბულის აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა
ფოტო: AFP
30 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს და აცხადებს, რომ აშშ-ს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემამ 5 რაკეტის განეიტრალება მოახერხა.
მედიის განცხადებით, რაკეტები ამერიკელი სამხედროების მიმართულებით იყო ნასროლი, თუმცა არსებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თეთრი სახლის განცხადებით, ევაკუაციის პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.
Reuters-ის ცნობით, ევაკუაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე აშშ-ს ძალებმა 114 400-მდე ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის, უცხო ქვეყნისა და რისკის ქვეშ მყოფი ავღანეთის მოქალაქეები. ევაკუაციის პროცესის ბოლო ვადა 31 აგვისტოა.
26 აგვისტოს ქაბულში 2 აფეთქება მოხდა — თვითმკვლელმა ტერორისტმა აეროპორტის შესასვლელთან, სადაც ავღანელი ლტოლვილები იყვნენ შეკრებილნი, თავი აიფეთქა, მეორე აფეთქება ერთ-ერთ სასტუმროსთან იყო. 27 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ტერორისტებს პასუხს აგებინებდნენ ამის გამო.
ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 170-ს გადააჭარბა, 200-ზე მეტი კი დაშავებულია. 27 აგვისტოს პენტაგონმა დაადასტურა, რომ აფეთქების შედეგად აშშ-ის 13 სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა, 18 კი დაიჭრა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-ის ავღანურმა დანაყოფმა აიღო.
თალიბანის მიერ დასავლეთის მიმართ გაჟერებულმა მუქარამ, რომ 31 აგვისტოს შემდეგ ავღანეთში მათი დარჩენა ე.წ. წითელი ხაზი იქნებოდა და მოქმედებას დაიწყებდნენ, ევაკუაციაზე ზეწოლა გააძლიერა — დასავლეთი ცდილობს, ქვეყნიდან გაიყვანოს ათიათასობით უცხოელი და ავღანელი, რომლებიც თალიბანის წინააღმდეგ 20-წლიანი ომის დროს ეხმარებოდნენ. ტერაქტამდე ორი დღის განმავლობაში კი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ვრცელდობოდა ინფორმაცია, რომ ქაბულის აეროპორტზე თავდასხმას ISIS გეგმავდა, რის გამოც მოქალაქეებს აეროპორტში არმისვლისკენ მოუწოდებდნენ.
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
-
რაღა დროს ჩემი ინგლისურია?! მითები და რეალობა ენის სწავლაზე ზრდასრულ ასაკში რაღა დროს ჩემი ინგლისურია?! მითები და რეალობა ენის სწავლაზე ზრდასრულ ასაკში
-
სეს: "ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშებში ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა" სეს: "ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშებში ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები გამოვლინდა"
გადახედვა
-
აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც თავის გალაქტიკაზე ადრე წარმოიქმნა აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც თავის გალაქტიკაზე ადრე წარმოიქმნა
გადახედვა
-
ევროკავშირმა Temu არალეგალური პროდუქციის გაყიდვის გამო €200 მილიონით დააჯარიმა ევროკავშირმა Temu არალეგალური პროდუქციის გაყიდვის გამო €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
კომენტარები