"ამას ეწირება არა მხოლოდ ჩვენი ფესტივალი, არამედ მთელი ინდუსტრია" — ROKVA 2021 აღარ ჩატარდება
ფოტო: Dimitri Goderdzishvili
ქვეყანაში დაწესებული რეგულაციების გამო მუსიკალური ფესტივალი ROKVA 2021 აღარ გაიმართება. ამის შესახებ ორგანიზატორებმა ფეისბუქგვერდზე განაცხადეს.
"ჩვენ ყველა ძალისხმევა გავწიეთ, რომ ფესტივალი ყოფილიყო კოვიდუსაფრთხო ზონა", — წერია გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში — "არსებული რეკომენდაციების დაცვასთან ერთად, ფესტივალზე დაიშვებოდნენ მხოლოდ კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის მქონე სტუმრები, ვმუშაობდით სოციალური დისტანციის დაცვის შესაძლებლობის მქონე ღია სივრცეში და ბილეთების შეზღუდულ ოდენობაზე, ყველა არსებული რისკის გათვლით".
წლევანდელი ფესტივალის გაუქმების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც მის დაწყებამდე ორი დღით ადრე, 12 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭომ განაცხადა, რომ სრულად იზღუდებოდა ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მათ გასულ წელს ROKVA 2020 "პანდემიის პირობებში, რეგულაციების სრული დაცვით" ჩაატარეს და "ეს გამოცდილებაც ცალსახად უმაგრებდა ზურგს იმ მოლაპარაკებებში, რომლებსაც აწარმოებდნენ წელს".
ამ დროისათვის, ფესტივალი გადადებულია 2022 წლამდე, თუმცა, ორგანიზატორების თქმით, მათი 350-მდე თანამშრომელი და ის ადგილობრივი მეწარმეები, რომელთაც ღონისძიების სტუმრებისათვის უნდა ემასპინძლათ, ფინანსურად მაინც იზარალებენ.
"ვართ კოლოსალური მასშტაბის უკვე არსებული და დამატებით — სამომავლო დანაკარგების წინაშე. პანდემიური ვითარების ადეკვატური მართვის ნაცვლად, უკანასკნელ მომენტში კერძო სექტორის ერთადერთი დარჩენილი ღონისძიებისთვის საქმიანობის შეზღუდვა ცალსახად ბუტაფორიული ნაბიჯია და ამას ეწირება არა მხოლოდ ჩვენი ROKVA ფესტივალი, არამედ მთელი ინდუსტრია".
როგორც ROKVA-ის წარმომადგენელი, თემო სვანიძე, საკუთარ ფეისბუქზე წერს, ფესტივალის გაუქმებით ასობით ადამიანი დაზარალდა, მათ შორის, რაჭის სოფელ გლოლაში მცხოვრები მარტოხელა ბებო, ნანი. მას ორი დღით უნდა ემასპინძლა 20 ადამიანისათვის, მათი გადახდილი ქირით კი, როგორც სვანიძე წერს, "შეშის და საკვების ფული ზაფხულამდე" უნდა ჰქონოდა. ამავე ფეისბუქპოსტის კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლებმა საკუთარი ძალისხმევით დაიწყეს ფულის შეგროვება დაზარალებული ქალისთვის.
"ფარ-ხმალს არ ვყრით და მაინც გავჟღერდებით! დეტალებს მალე გაგაცნობთ! ბილეთების დაბრუნების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით ორშაბათს", — წერია ფესტივალის ფეისბუქგვერდზე გაკეთებული განცხადების დასასრულს.
ROKVA 2020
ფოტო: Alex Ruadze
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად არაერთი ფესტივალის ზედიზედ მეორეჯერ გადადებისა, რამდენიმე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება წელს მაინც გაიმართა. მათ შორის, 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი (ღონისძიება დახურულ სივრცეში), რომელსაც ათობით ქვეყნიდან 30 ათასამდე ადამიანი სტუმრობდა. მათგან კორონავირუსით მხოლოდ 48 ადამიანი დაინფიცირდა.
29 ივლისიდან 1-ლ აგვისტომდე კი ჩიკაგომ ლოლაპალუზას ცნობილ ფესტივალსაც უმასპინძლა, რომელსაც 385 ათასი ადამიანი დაესწრო. ღონისძიებაზე დამსწრეებში კოვიდინფიცირების შემთხვევებმა კი 203 შეადგინა (ვაქცინირებულების 0,04 პროცენტი და არავაქცინირებულების 0,16 პროცენტი).
ქვეყანაში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე საქართველოში რამდენიმე რეგულაცია ამოქმედდა, მათ შორის, შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაც.
13 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდინფიცირების 5 359 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 726, ხოლო გარდაიცვალა 42 ადამიანი.
ამ დროისათვის ქვეყანაში 741 353 მოქალაქეა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი.
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები