რა ხდებოდა ოკუპირებულ ცხინვალში აგვისტოს ომის წლისთავზე
ფოტო: დე ფაქტო მთავრობის სააგენტო
სანამ საქართველოში პოლიტიკური ძალები და საზოგადოება იმაზე დავობდა აგვისტოს ომის მე-13 წლისთავი როდის და რატომ უნდა აღვნიშნოთ, ცხინვალის რეგიონში სულ სხვა რეალობა იდგა. ჩვენი ორი ოკუპირებული კუთხის, აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელები ერისთავთა სახლებს ათვალიერებდნენ, რუს "მშვიდობისმყოფელთა" მემორიალებს გვირგვინით ამკობდნენ და ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდნენ იმაზე, რომ საქართველო აგრესორია, რუსეთი კი მეგობარი.
აფხაზეთის დე ფაქტო დელეგაცია, არაღიარებულ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით ოკუპირებულ ცხინვალში 6 აგვისტოს ჩავიდა. ბჟანიას ოსური ტრადიციის თანახმად, ე.წ. საზღვარზე პურითა და მარილით დახვდნენ.
ფოტო: cominf.org
ვიზიტი აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზე მიზანმიმართულად იყო დაგეგმილი, შესაბამისად, დე ფაქტო პრეზიდენტებს რუსეთის ქება არ დაუშურებიათ. 7 აგვიტოს ანატოლი ბიბილოვმა და ბჟანიამ პრესკონფერენცია გამართეს. ბჟანიას თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ "დიდი რუსეთი თავის მეგობრებს გასაჭირში არ ტოვებს". მისივე მტკიცებით, "საქართველოს თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე აფხაზეთში პირდაპირ საფრთხედ აღიქვეს და "რესპუბლიკის" შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში იყვნენ".
ბიბილოვი კი ირწმუნებოდა, რომ "სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების საკითხი უკვე შეუქცევადი პროცესია და მრავალი სახელმწიფოს მხრიდან მათი პოზიციას კულუარულ საკითხებში სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის განცხადება "ამაზრზენია".
დე ფაქტო პრეზიდენტებმა პრეტენზიები გამოთქვეს საქართველოში NATO-ს სამხედრო წვრთნებზეც და განაცხადეს, რომ "რეაქცია პროპორციული იქნება".
"რატომ არ ჩავატაროთ ერთობლივი სამხედრო წვრთნები, სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებისთვის ხელი უკვე მოწერილი გვაქვს. გარდა ამისა, ჩვენი მეზობლები სხვა ქვეყნების მონაწილეობით ატარებენ წვრთნებს, რატომ არ ვაკეთებთ ამას ჩვენ? უფრო მეტიც, ჩვენ, ასევე, გვაქვს შეთანხმება რუსეთის ფედერაციასთან", — განაცხადა ბიბილოვმა.
მანვე გააკრიტიკა დასავლეთი, იმის გამო, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს იცავენ და "გამოესარჩლა" რუსეთს.
"ის ფაქტი, რომ დღეს არაერთი დასავლური ქვეყანა ჩვენი რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებაზე აცხადებს მკრეხელობაა. ომში დამნაშავე სააკაშვილის დაგმობის ნაცვლად, დაგმობილია რუსეთის ქმედებები, რომელმაც ჩვენი ხალხი განადგურებისგან იხსნა", — თქვა ბიბილოვმა.
ფოტო: cominf.org
ამ ინფორმაციებს ადგილობრივი ე.წ. პროსახელისუფლებო მედიებიდან ვიგებთ, რადგან ალტერნატიული საინფორმაციო წყარო არც ისე ბევრია. პროპაგანდის "საუკეთესო წესების შესაბამისად", თითოეული მასალა ისეა შეფუთული, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები სრულად არის უგულვებელყოფილი. აღსანიშნია ისიც, რომ 8 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში აქტიურად ქვეყნდებოდა აგვისტოს ომში დაზარალებულთა ისტორიები, სადაც უარყოფით კონტექსტში საქართველო იყო წარმოჩენილი. იგივე რიტორიკა ჰქონდათ ადგილობრივებსაც, რომლებიც დაღუპულთა ხსნოვის პატივსაცემად მემორიალებთან იკრიბებოდნენ.
8 აგვისტოს დე ფაქტო პრეზიდენტებმა ოკუპირებულ ახალგორში მდებარე საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლ, ქსნის ერისთავების ციხე-დარბაზსა და წმინდა გიორგის არმაზის ეკლესიაშიც იმყოფებოდნენ.
ბიბილოვი და ბჟანია ქსნის ერისთავების მუზეუმში, რომელიც ოკუპირებული ახალგორის რაიონში მდებარეობს
ფოტო: cominf.org
რესის ცნობით, სტუმრებისთვის სასახლეში ექსკურსია მოაწყვეს და ქსნის ერისთავების ცხოვრებისა და სასახლის მშენებლობის ისტორიის შესახებ უამბეს. მედია, ასევე, წერს, რომ ბჟანია სამუზეუმო კომპლექსის სილამაზითა და ორიგინალურობით აღფრთოვანებული დარჩა.
ეხო კავკაზას იუწყება, რომ 2008 წლის ომის წლისთავს ასლან ბჟანიას გარდა რუსეთს ფედერაციაში შემავალი სუბიექტის, ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, სერგეი მენაილოც დაესწრო.
ბჟანიას ე.წ. ოფიციალური ვიზიტი საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დღეს დილით დასრულდა.
აგვისტოს ომის დაწყებიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, ცეცხლი გაუხსნა ქართულ სოფლებს და დაიკავა როკის გვირაბი. საქართველომ რუსულ აგრესიას უპასუხა.
ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათ შორის, 1 045 სამხედრო მოსამსახურე იყო. ომის შემდეგ, საქართველოში 263 598-მდე გაიზარდა დევნილთა რაოდენობა.
2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას. ომის შემდეგ რუსეთმა მის მიერვე ოკუპირებული 2 რეგიონი, აფხაზეთი და ცხინვალი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და დღემდე ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელია. ამის გამო საქართველოს მოქალაქეებს შეზღუდული აქვთ გადაადგილების უფლება და არ არის დაცული მათი ფუნდამენტური უფლებები.
საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით, საოკუპაციო ხაზთან კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულია მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები.
გარდა ამისა, რუსეთი დღემდე აწარმეობს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ — კიბერშეტევით, პროპაგანდითა და სხვა ხერხებით საქართველოში პროცესების რადიკალიზაციას და დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობს.
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
კომენტარები