20 ივნისს საქართველოში მამის დღე მეექვსედ აღინიშნება
ფოტო: UNFPA
წელს, 20 ივნისს, მამის დღე საქართველოში მეექვსედ აღინიშნება. მამის დღე პირველად 2016 წელს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ვიზრუნოთ ერთად ინიციატივით, კამპანიის კაცები ზრუნავენ ეგიდით აღინიშნა, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
ამ დღის აღნიშვნა ქართველ მამებს შეახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების აღზრდის პროცესში მათი ჩართულობა.
UNFPA-ის განცხადებით, კაცების მზრუნველობას რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალთა, ბავშვთა და, ზოგადად, საზოგადოებისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის, კვლევებითაც დასტურდება. მათი განმარტებით, ამ დროს ბავშვები გაცილებით ბედნიერები არიან, გამოირჩევიან კარგი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობით, მაღალი აკადემიური მიღწევებით, უკეთესი სოციალური უნარებით, მაღალი თვითშეფასებით, ნაკლები ქცევითი პრობლემებითა და სტრესისადმი გაზრდილი მედეგობით.
"ჩვენთვის, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს გუნდისთვის, მამის დღის დაწესება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ძვირფასი ინიციატივაა. ჩვენ მიზნად დავისახეთ შეგვეხსენებინა კაცებისთვის, თუ რას ნიშნავს თანასწორი მშობლობა, სახელმწიფო უწყებებისთვის და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის კი — თუ რამდენად საყურადღებოა ოჯახების მხარდამჭერი პოლიტიკის შექმნა და გატარება. მოხარული ვართ, რომ ჩვენს ინიციატივაში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი და ორგანიზაცია ერთვება. ვიმედოვნებთ, რომ მამის დღე საყოველთაო დღესასწაულად გადაიქცევა, რომელსაც შვილები და მშობლები ერთად აღნიშნავენ", — ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე.
კამპანიის კაცები ზრუნავენ თანადამფუძნებლის, მირიან ჯუღელის აზრით, "ჩვენი ქვეყნისთვის მამის დღის დაწესება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია გენდერული თანასწორობის და მამების ჩართულობის ხელშესაწყობად".
"ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება, როცა მამებს ამ დღეს მათი ოჯახის წევრები, კერძო თუ საჯარო ორგანიზაციები ულოცავენ და ერთად აღნიშნავენ. მამის დღეს კიდევ ერთხელ ვახსენებთ ერთმანეთს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შვილებისა და ოჯახის კეთილდღეობისთვის კაცების ჩართულობა და საოჯახო საქმეების თანაბრად გადანაწილება", — ამბობს ჯუღელი.
კამპანიის კაცები ზრუნავენ კოორდინატორი ნინია მაჭარაშვილიც დასძენს, რომ მამის დღის აღნიშვნა კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს მამის ჩართულობის მნიშვნელობას შვილების აღზრდის პროცესში, მამებისა და შვილების დამეგობრებასა და ჯანსაღ ურთიერთობებს.
"ამ ინიციატივით ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰარმონიულ ურთიერთობასა და ოჯახში პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილებას", — ამბობს ის.
თუმცა საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები და კლიშეები ხელს უშლით კაცებს, აიღონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, ქმრები და პარტნიორები იყვნენ.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში თანახმად, ბავშვებზე ყოველდღიური ზრუნვა, უმეტესწილად, ჯერ კიდევ რჩება მხოლოდ დედების ძირითად მოვალეობად.
სწორედ ამიტომ კამპანიის კაცები ზრუნავენ ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა კაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამებისა და მეუღლეების ჩართულობის წასახალისებლად ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მათ მხარი დაუჭირონ გენდერულ თანასწორობას, ამ გზით — ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობასა და საზოგადოების გაძლიერებას.
ერთად გადავავლოთ თვალი მოვლენათა იმ ქრონოლოგიას, რაც კამპანიის კაცები ზრუნავენ ფარგლებში ამ ექვსი წლის მანძილზე, მამის დღის პირველად აღნიშვნიდან დღემდე განხორციელდა:
- 2016 წლიდან დღემდე არაერთი წიგნი მომზადა ბავშვებისა და მშობლებისთვის, მათ შორისაა, შვილების საკითხავი (გამომცემლობა არტანუჯთან პარტნიორობით/2016); იავნანა ლილისთვის (გამომცემლობა პალიტრა L-თან თანამშრომლობით/2017); ლუნა და ციცინათელების პლანეტა (გამომცემლობა პალიტრა L-თან თანამშრომლობით/2020); მამები და შვილები (გამომცემლობა არტანუჯთან თანამშრომლობით/2020);
- 2016 წელსვე თბილისსა და რეგიონებში ერთდღიანი ტრენინგ-მოდულის "მამაკაცური საუბრების" განხორციელება დაიწყო. ამჟამად "მამაკაცური საუბრები" ყოველთვიურად ტარდება კახეთის, სამეგრელოს, გურიის იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში;
- 2017 წლის აგვისტოდან თბილისის ქუჩებში კამპანიის კაცები ზრუნავენ მონაწილეების ბანერები გაჩნდა, სადაც თავიანთ შვილებთან ერთად ფოტო პროექტში მონაწილეობით ისინი სხვა მამებსაც მოუწოდებდნენ, შვილებთან მეტი დრო გაეტარებინათ;
- ამავე წლიდან იმართება მამების თასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივთან პარტნიორობით. ეს არის მინი ჩემპიონატი, რომელში მონაწილეობის მიღებაც ნებისმიერ მამას შეუძლია, რომელიც მწვრთნელის ამპლუაში წარადგენს 8-დან 12 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისგან შემდგარ ოთხწევრიან გუნდს;
- 2018 წელს კამპანია კაცები ზრუნავენ European Bank for Reconstruction and Development (EBRD)-ის Emerging Europe Awards-ზე ევროპის მასშტაბით თანასწორობის ხელშემწყობ საუკეთესო ინიციატივად დასახელდა;
- 2020 წელს, პანდემიის პირობებში, კაცები ზრუნავენ ფეისბუქ გვერდის პოსტები ჯამში 1 600 000 ადამიანს მიწვდა, რაც საქართველოს ფეისბუქ მოსახლეობის დაახლოებით 70%-ია. ამ ეტაპზე გვერდს 57 736 გამომწერი ჰყავს;
- 2020 წელს შეიქმნა მამების ჯგუფი, რაც დამატებით არხს წარმოადგენს მამების ჩართულობის გასააქტიურებლად. ამ ეტაპზე ჯგუფში 6 800 კაცია გაერთიანებული, ყოველდღიურად კი 10-ზე მეტი პოსტი იდება;
- 2021 წლის 17 მაისს კი თბილისში პირველი მამების სკოლა გაიხსნა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს კაცებში ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებას, რაც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევთ; ამასთანავე, დაეხმარებათ მეტი გაიგონ გენდერული თანასწორობისა და იმ სტერეოტიპებისა თუ საზიანო სოციალური ნორმების შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანაში რეალური თანასწორობის მიღწევას უშლის ხელს.
ტრადიციულად, მამის დღის აღნიშვნას უერთდებიან სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. მხოლოდ წელს მამის დღის აღსანიშნავ ღონისძებებში ჩართულია 20-ზე მეტი მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესი, რომელიც უკვე საკუთარი ინიციატივითაც სთავაზობენ მამებსა და შვილებს განსხვავებულსა და განსაკუთრებულ სერვისს მამის დღის აღსანიშნავად.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა






კომენტარები