შსს 104 ტონა შოკოლადს ყიდულობს
ფოტო: allthe2048.com
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 104 260 კგ შოკოლადსა და 125 კგ კარამელის კანფეტს ყიდულობს. შოკოლადის ნაწარმის და კარამელის კანფეტის შესაძენად ტენდერი 22 თებერვალს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 058 989 ლარია.
შესყიდვის დაფინანსების წყარო 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა და BP-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული გრანტია.
სატენდერო დოკუმენტებით ირკვევა, რომ ტენდერი შსს-ს დაქვემდებარებული სამი უწყებისთვის გამოცხადდა. ტკბილეული უწყებებზე ასე გადანაწილდება:
- ლოჯისტიკის დეპარტამენტი – 76 260 კგ შოკოლადი და 110 კგ კარამელი;
- სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი – 5 500 კგ შოკოლადი და 15 კგ კარამელი;
- სასაზღვრო პოლიცია – 22 500 კგ შოკოლადი.
ხელშეკრულების შემდეგ, ლოჯისტიკისა სტრატეგიული მილსადენის დაცვის დეპარტამენტები ტკბილეულს ყოველთვიურად მიიღებენ, სასაზღვრო პოლიცია კი სამ თვეში ერთხელ.
ტენდერში მონაწილეთა წინადადებების მიღება 10 მარტს იწყება და 15 მარტს სრულდება. სატენდერო წინადადების მიხედვით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2015 1 იანვრიდან არანაკლებ ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა ორგანიზაციაში ადამიანისთვის საკვებად საჭირო სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტების მიწოდების გამოცდილება უნდა ჰქონდეს.
იგივე მომსახურების შესაძენად შსს-მ ტენდერი 2016 წლის 21 დეკემბერსაც გამოცხადა. თუმცა, წინადადებების მიღება ისე დამთავრდა, რომ შეთავაზებები არ მიუღია. მაშინ, შსს-ს სურდა 10 ტონით მეტი (114 ტონა) შოკოლადისა და 125 კგ კარამელის უფრო ნაკლებ თანხად, 1 026 750 ლარად შეძენა. თუმცა, ამ ტენდერით მომსახურების ვერ შესყიდვის შემდეგ, შემცირდა შოკოლადის მოცულობა და გაიზარდა ღირებულება.
განახლება: შესყიდვასთან დაკავშირებით, On.ge შსს-ს პრესსამსახურს 27 თებერვალს დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაუკავშირდა. შსს-მ კი, დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა. უწყებამ განმარტა, რომ შოკოლადსა და კარამელის კანფეტს სამინისტროს თანამშრომლებისთვის ყიდულობს.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები