ხოჯევანიშვილის თქმით, მოლოდინი აქვს, რომ "გახარიას გუნდს" სხვა დეპუტატებიც შეუერთდნენ
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დეპუტატ გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, მოლოდინი აქვს, რომ ე.წ. "გახარიას გუნდს" სხვა დეპუტატებიც შეუერთდნენ.
"სიმართლე გითხრათ, მოლოდინი არსებობს [რომ სხვებიც შეუერთდებიან "გახარიას ექვსეულს"] არსებობს პირადი საუბრები სხვადასხვა გუნდის წევრებისგან, არსებობს პირადი ურთიერთობები, რომელბიც, რა თქმა უნდა, შენარჩუნებულია დღესაც და სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, ხშირ შემთხვევაში, გამოიხატება მზაობა იმაზე, რომ ხვალ და ზეგ იფიქრონ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე და ამ შემთხვევაში, ეს იყოს ჩვენ გუნდთან ერთად", — განაცხადა ხოჯევანიშვილმა TV პირველის ეთერში.
აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების წევრები კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებთან არ თანამშრომლობენ. მაგალითად, არ მიდიან სტუმრად გადაცემებში. გიორგი ხოჯევანიშვილმა კი პარტიის დატოვებიდან რამდენიმე საათში, სატელევიზიო ინტერვიუ სწორედ TV პირველს მისცა. წამყვანის კითხვას, რა აკრძალვები არსებობს მმართველ პარტიაში ამ კუთხით, ხოჯევანიშვილმა თავი აარიდა და უპასუხა, რომ პირადად მას, არასდროს მიუღია მიწვევა TV პირველისგან.
ხოჯევანიშვილი ერთ-ერთია იმ 6 დეპუტატს შორის, რომლებმაც დღეს ქართული ოცნება დატოვეს და ყოფილი პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას "პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე" უერთდებიან.
გიორგი გახარიამ პრემიერმინისტროის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა და ამის მიზეზად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე ქართული ოცნების გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
გადადგომის შემდეგ მან პირველი საჯარო კომენტარი ჟურნალისტებთან 22 მარტს გააკეთა და თქვა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და პოლიტიკაში რჩება. რამდენიმე საათში იმავე შინაარსის წარწერით მან ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ფოტო გამოაქვეყნა. იმავე საღამოს კი მან ტვიტერზე დაპოსტა, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაზე მუშაობს.
გაიგეთ მეტი:
- სირცხვილია საერთო პასუხისმგებლობის დატოვება და იმ პრობლემებზე საუბარი, რომელთა მოგვარების ვალდებულება შენც გაქვს — თალაკვაძე "ოცნებიდან" წასულებზე
- მათი არჩევანის თავისუფლებაა — ყაველაშვილი "ოცნებიდან" წასულებზე
- თალაკვაძე: მეეჭვება რომელიმე პარტიამ — ენმ-მ, ლელომ თუ გახარიას ახალმა პარტიამ, გადამწყვეტი კონკურენცია გაუწიოს ქართულ ოცნებას
- გახარიას გუნდმა პარლამენტში ოპოზიციის სკამები დაიკავა
- გახარიასთან გადასული დეპუტატი მათი წასვლის შესახებ თალაკვაძის გამოხმაურებას "ბულინგს" უწოდებს
- საფრთხე, რომ ქართულ ოცნებას არ ჰქონდეს ქვეყნის მართვის სადავეები, არ არსებობს — ოხანაშვილი
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები