ნილ გეიმანი სამყაროს წინააღმდეგ - ინტერვიუ მწერალთან
ფოტო: Rex Features
ნილ გეიმანი არ მიეკუთვნება იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც ერთი საქმიანობით დიდი ხნის განმავლობაში არიან დაკავებულნი. 30-წლიანი კარიერის განმავლობაში 52 წლის მწერალმა ყველაფრის დაწერა მოახერხა: ბეტმენის კომიქსებიდან დაწყებული, დურან დურანის ოფიციალური ბიოგრაფიით დამთავრებული. ამას ემატება აქტიური "მოღვაწეობა" ტვიტერზე, სადაც მწერალს თითქმის 2 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს.
გთავაზობთ ინტერვიუს, რომელშიც ნილ გეიმანი თავის ერთ-ერთ წიგნზე საუბრობს. გზის ბოლოს ოკეანეა 2014 წელს ფენტეზის ჟანრში შექმნილ საუკეთესო რომანად დაასახელეს.
ჟურნალ Times-ის 2013 წლის გამოკითხვაში მე-8 ადგილის დაკავების შესახებ
რეიტინგში ფეხდაფეხ მიჰყვებოდე კორეის დიქტატორს (გამოკითხვაში კიმ ჩენ ინი გეიმანს ოდნავ უსწრებდა) საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავია. პოლიტიკოსები ამ ამბავს სერიოზულად მიუდგნენ და ხალხს მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ. ჩემთვის ეს ცოტა სასაცილო იყო და საერთოდ არ მწყენია, რომ სხვებმა მაჯობეს. მე იმ ჩამონათვალში ყველაზე ნაკლებად ცნობილი პიროვნება ვიყავი.
გულმხურვალე ფანებზე
დიდი ხანია ფანებთან კომუნიკაცია მაქვს ინტერნეტით ან სხვა ფორმით, მაგრამ ყველაზე უცნაური რამ 1992 წელს შემემთხვა. ერთ-ერთი მკითხველი მომიახლოვდა წიგნით ხელში და მთხოვა ავტოგრაფი, ოღონდ არა წიგნზე, არამედ მხარზე. რამდენიმე საათში ეს ადამიანი უკან მობრუნდა და დავინახე, რომ მხარზე დაწერილი ავტოგრაფიდან სისხლი სდიოდა. როგორც მოგვიანებით მივხვდი, ხელმოწერის ადგილზე ტატუ გაიკეთა. ზოგადად, ჩემი მკითხველები სასიამოვნო ადამიანები არიან.
Doctor Who-ზე მუშაობის შესახებ
ეს იყო ყველაზე კარგი სამსახური, რომელიც კი მქონია. ძალიან ვნერვიულობდი, როცა "ექიმის მეუღლის" ეპიზოდს ვწერდი. ერთდროულად ვიყავი აღფრთოვანებული, შეშინებული და აღელვებული. როცა ამ ეპიზოდმა ჰიუგოსა და რეი ბრედბერის ჯილდოები დაიმსახურა, მივხვდი, რომ წერა უნდა გამეგრძელებინა, მაგრამ შემდეგი ეპიზოდის დაწერა ძალიან რთული აღმოჩნდა. მეგონა, რომ მთელი მსოფლიო იყურებოდა ჩემს ნაწერში. მეგობარს გავუმხილე, რომ წარუმატებლობის მეშინოდა და მან მიპასუხა: ეგ არაფერი, პირველი ეპიზოდი ძალიან კარგი იყო, ახლა უკვე სისულელის დაწერის უფლებაც გაქვს.
საკულტო რომანის, ამერიკელი ღმერთების, HBO-ს სერიალად გადაქცევის შესახებ
რამდენიმე თვის განმავლობაში გამუდმებით ვპასუხობდი ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების ზარებს. ისინი მეუბნებოდნენ, რომ ამერიკელმა ღმერთებმა მათი ცხოვრება შეცვალა და მთხოვდნენ მის ეკრანიზაციაზე მემუშავა, მაგრამ ამ ყველაფერს თან ახლდა შეკითხვა: როგორ შეიძლება ამის ფილმად გადაკეთება? ისტორია საკმაოდ დიდია ჰოლივუდისთვის და თან, არ აქვს კონკრეტული დასასრული. ასე რომ, სერიალი უფრო შესაფერისი ფორმატია. HBO-ში ყველა ელოდება, როდის დავასრულებ საპილოტე სერიის ტექსტზე მუშაობას. თუ პირველი სერია კარგი გამოვა, ვიხილავთ მეორესაც და მესამესაც. ამჟამად არაფერია გარკვეული.
გზის ბოლოს ოკეანეა
ამ წიგნზე მუშაობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩემთვის. უფრო იმიტომ, რომ ისტორია ბავშვის თვალთახედვიდან არის მოთხრობილი (წიგნში ამბის მთხრობელი 7 წლის ბავშვია, რომელიც ბოროტმა ქმნილებებმა გაიტაცეს სხვა სამყაროში). ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო კუთხეა თხრობისათვის. ნაწარმოებისთვის ჩემი ბავშვობიდან ავიღე ადგილები და ისტორიები, რამაც ჩემი ერთ-ერთი და გაანაწყენა. მიუხედავად მთხრობელის ასაკისა, ვერ ვიტყვი, რომ ეს საბავშვო წიგნია. რომანი აშკარად დიდებისთვისაა.
კრეატიული მოუსვენრობის შესახებ
იყო პერიოდი, როდესაც ერთ ინგლისურ გამოცემასთან ვთანამშრომლობდი და გარკვეული პერიოდის შემდეგ შევწყვიტე. გამომცემლობის წარმომადგენელმა ჩემს აგენტს დაურეკა და უთხრა, რომ დიდი რაოდენობით თანხას გადამიხდიდნენ მათთან მუშაობის გაგრძელების სანაცვლოდ. მათ მოსწონდანთ ამერიკელი ღმერთები და მთხოვდნენ, გაგრძელება დამეწერა. ზოგადად უნდოდათ, რომ ამ ტიპის ნაწარმოებებზე მემუშავა და სხვა რაღაცებს აღარ მივდებ-მოვდებოდი. ურიგო შემოთავაზება არ იყო, მაგრამ ამას რომ დავთანხმებოდი, ყველაზე საცოდავი ადამიანი ვიქნებოდი ცხოვრებაში. ამიტომ ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ ფული არ მაინტერესებდა. არ მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც ერთსა და იმავე წიგნს ორჯერ წერს. არ მინდა, რომ ვინმე განკარგავდეს ჩემს შემოქმედებას.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები