5 რჩევა, რომელიც წიგნების კითხვის მადას დაგიბრუნებთ
ფოტო: Dzmitry Kazak / Dribbble
თუ მოულოდნელად ცუნდოკუს - წიგნების ყიდვისა და მათი არ წაკითხვის ხელოვნების დიდოსტატები გახდით, კითხვას ძველებურად გემოს ვეღარ ატანთ და ერთსა და იმავე აბზაცს რამდენჯერმე იმეორებთ - ნუ შეგეშინდებათ, რადგან თქვენ მარტო არ ხართ! სხვა უამრავი ადამიანის მსგავსად, თქვენც წიგნების კითხვის უმადობით იტანჯებით.
კითხვის მადის დაკარგვას წიგნის ჭიები განსაკუთრებით განიცდიან, რადგან აქამდე ლიტერატურა მათი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო, ახლა კი სავსე წიგნებს შორიდან უცქერენ. კითხვის მადის დაკარგვის მიზეზი, ძირითადად, გონების გადაღლილობაა. სწავლისა და სამსახურის შემდეგ სახლში დაბრუნებულებს წიგნს ხშირად ტიკტოკი ან ისეთი ფილმები და სერიალები გვირჩევნია, რომლებიც ჩვენს ისედაც გადაღლილ გონებას ზედმეტად აღარ გადატვირთავს. მიუხედავად ამისა, კითხვის მადის დაბრუნება შესაძლებელია.
გთავაზობთ 5 რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ, წიგნების კითხვის ბედნიერება ხელახლა შეიგრძნოთ:
1. მთავარია ხარისხი და არა - რაოდენობა
ფოტო: Giphy
ლოქდაუნის დროს მოულოდნელად თავისუფალი დრო აღმოგვაჩნდა, რომლის პროდუქტიულად გამოყენებისკენ ყველა ერთხმად მოგვიწოდებდა. ადამიანები სოციალურ ქსელებში გამუდმებით წაკითხული წიგნების რაოდენობასა და სახლში ყოფნის ნაყოფიერად გამოყენებაზე წერდნენ. მსგავსი წნეხი მკითხველის უმადობას განსაკუთრებულად აძლიერებს, რადგან ერთგვარ შეჯიბრებაში ვერთვებით. ეს გვაიძულებს, მეტი ვიკითხოთ, რათა სხვებს არ ჩამოვრჩეთ. ვიწყებთ სიების ჩამოწერას და ვნერვიულობთ, როცა წლის ბოლოსთვის ასივე წიგნი წაკითხული არ გვაქვს.
ასეთ დროს უნდა გავიხსენოთ, რომ კითხვისას მთავარი წიგნის გააზრება და მისგან სიამოვნების მიღებაა, ამისათვის კი ხანდახან ერთი წიგნიც საკმარისია. კითხვა შეჯიბრება არაა, რომელშიც გამარჯვებული წიგნების რაოდენობით ვლინდება, ამიტომ დროა, სიების ჩამოწერას თავი დაანებოთ და საკუთარ სიამოვნებაზე კონცენტრირდეთ.
2. აღმოაჩინეთ ახალი ჟანრები
ფოტო: Odd Bleat / Dribbble
განსხვავებული ჟანრის წიგნი თქვენში მიძინებულ წიგნის ჭიას გააღვიძებს! შესაძლოა, თქვენი უმადობა სწორედ ერთმანეთის მსგავსი სიუჟეტის წიგნებითაა გამოწვეული. თუ აქამდე რომანებს კითხულობდით, დეტექტივი ან თრილერი სცადეთ; თუ ისტორიული წიგნები და წარსულში ქექვა გხიბლავდათ, სამეცნიერო ფანტასტიკასა და უჩვეულო მომავალში გადაეშვით. ჟანრის შეცვლამ კითხვის უმადობის დაძლევასთან ერთად, შესაძლოა ახალი ინტერესებიც აღმოგაჩენინოთ.
3. სცადეთ აუდიო წიგნები და კომიქსები
ფოტო: Tenor
ვერავინ დაგადანაშაულებთ, თუ წვრილი ასოებით დაწერილი რამდენიმე ასეული გვერდის წაკითხვისკენ გული აღარ მიგიწევთ. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც სამუშაო დღეს ეკრანის წინ ატარებენ. თვალების გადაღლა შესაძლოა, მკითხველის უმადობის ერთ-ერთი მიზეზი გახდეს.
ამ პრობლემის მოგვარებაში აუდიო წიგნები დაგეხმარებათ. გარდა იმისა, რომ აუდიო წიგნის მოსმენისას მხედველობა არ გეძაბებათ, შეგიძლიათ, პარალელურად, სხვა საქმითაც დაკავდეთ: ივარჯიშოთ, ხატოთ, სახლი დაალაგოთ ან ძაღლი გაასეირნოთ.
მკითხველის უმადობის დასაძლევად კომიქსების კითხვა ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია. კომიქსი, ჩვეულებრივ წიგნთან შედარებით, უფრო მარტივად და სწრაფად იკითხება, თანაც სურათების წყალობით, პერსონაჟებისა და მიმდინარე მოვლენების აღქმა აღარ გაგიჭირდებათ.
4. აქციეთ კითხვა რუტინის განუყოფელ ნაწილად
ფოტო: Margarita Ivanchikova / Dribbble
შეგიძლიათ კითხვას მიუდგეთ როგორც ჩვევას, რომელიც უნდა გამოიმუშავოთ. მთელი დღის განმავლობაში იმაზე დარდს, რომ ვერაფერს კითხულობთ, სჯობს, წიგნებს თქვენი დროის მცირე ნაწილი დაუთმოთ და თანდათანობით სასიამოვნო რუტინად აქციოთ. აუცილებელია, თქვენს თავს ზედმეტი არ მოსთხოვოთ - დღეში ნახევარი საათიც საკმარისია. ყოველდღიურად კითხვა საშუალებას მოგცემთ, წიგნის შინაარსში მეტად ჩაერთოთ. მალე თქვენი ჩვევა ინტერესსა და კითხვის სიყვარულში გადაიზრდება და სხვა სამყაროებში მოგზაურობისას, შესაძლოა, დროის შეგრძნება უწინდებურად დაკარგოთ.
5. დახურეთ მოსაწყენი წიგნები
ფოტო: Giphy
არ ხართ ვალდებული, დაწყებული წიგნი დაასრულოთ. თქვენი დრო და სიამოვნება ზედმეტად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ის უინტერესო წიგნზე დახარჯოთ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ნაწარმოებს საზოგადოება აუცილებლად წასაკითხ წიგნთა სიაში მოიხსენიებს. შესაძლოა, თქვენს უმადობას ის იწვევს, რომ თქვენთვის საინტერესო წიგნებს არ კითხულობთ, ამიტომ მანამ ეძებეთ, სანამ სათქვენო წიგნს არ იპოვით.
ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ, წიგნის კითხვის სურვილი დაიბრუნოთ, თუმცა არც ის უნდა დაგავიწყდეთ, რომ კითხვა ვალდებულება არ არის. თუ კითხვის განწყობა არ გაქვთ, შეგიძლიათ, სხვა სასიამოვნო აქტივობებით დაკავდეთ ან უბრალოდ დაისვენოთ და თავს წიგნების მონატრების შესაძლებლობა მისცეთ.
თუ მსგავსი ლიტერატურული სიახლეები არასდროს გყოფნის და თან ყოველთვის ეძებ ახალ საკითხავს, შემოგვიერთდი ჯგუფში – რა წავიკითხო?
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა

კომენტარები