ტურიზმის პოპულარიზაციისთვის 2017 წელს 2,5 მილიონზე მეტი დაიხარჯება
ფოტო: On.ge
საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის 2017 წელს სარეკლამო კამპანიებში 2 530 376 ლარის დახარჯვა იგეგმება. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია გეგმავს სარეკლამო აქტივობებს, რომელშიც გათვალისწინებულია ტელე, ინტერნეტ, ბეჭვდითი რეკლამა და სარეკლამო/მარკეტინგული კამპანიების ორგანიზება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ დაგეგმილი აქტივობებით საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაცია მოხდება და მეტი ვიზიტორი ეწვევა ქვეყანას.
სარეკლამო მომსახურებისთვის - სოციალური ქსელებში, ბეჭვდურ მედიაში, ტელევიზიებში ჯამში - 1 805 746 ლარის დახარჯვა იგეგმება, დანარჩენი თანხა კი მარკეტინგულ აქტივობებში.
2 530 376 ლარად დაგეგმილია საგამოფენო სტენდების 10 ქვეყნის გამოფენებზე განთავსება. 10 ქვეყნიდან საქართველოში, თბილისში სტენდის განთავსება, 8 ქვეყანაში იგივე მომსახურებაზე ძვირი ღირს.
- ბერლინი, გერმანია - 130 ათასი ლარი;
- თბილისი, საქართველო - 90 ათასი ლარი;
- ბრიუსელი, ბელგია - 60 ათასი ლარი;
- დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემირო - 60 ათასი ლარი;
- ბაქო, აზერბაიჯანი - 40 ათასი ლარი;
- ალმაატა, ყაზახეთი - 40 ათასი ლარი;
- თელავივი, ისრაელი - 30 ათასი ლარი;
- პეკინი, ჩინეთი - 30 ათასი ლარი;
- კიევი, უკრაინა - 30 ათასი ლარი;
- რიგა, ლატვია - 25 ათასი ლარი
გერმანიაში, დამატებით, პრეზენტაციის ორგანიზებისთვის - 2 360 ლარი, ღვინის დეგუსტაციისთვის - 1 180 ლარი და კვებისთვის - 590 ლარი დაიხარჯება.
პირდაპირი შესყიდვითვე შეიძენს ტურიზმის ადმინისტრაცია გამოფენებზე გასავრცელებელი საპრომოციო მასალის ბეჭვდის (170 ათასი ლარი), ღონისძიების ორგანიზებისა (15 ათასი ლარი) და ჩინეთის გამოფენაზე გასავრცელებელი ბროშურის ტექსტის რედაქტირების (500 ლარი) მომსახურებას.
ამ მომსახურების გამარტივებული წესით შესაძენად ტურიზმის ადმინისტრაციას შესყიდვების სააგენტოს თანხმობა უკვე აქვს.
"ზემოაღნიშნული საქონლისა და მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებული პროცედურების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია, აღნიშნული შესყიდვები განხორციელდეს მაქსიმალურად შეზღუდულ ვადებში. შესაბამისად, სააგენტო მიიჩნევს, რომ სახეზეა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებით შესყიდვის განხორციელების საჭიროება," - წერს შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე თანხმობის შესახებ გამოცემულ 20 იანვრის განკარგულებაში.
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები