წერილები, რომლებიც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტებმა თავიანთ მემკვიდრეებს დაუწერეს
ფოტო: Pete Souza / The White House
დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ასპექტი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებაა. სტატიაში მოყვანილი წერილები აშშ-ის პრეზიდენტებმა მაშინ დაწერეს, როცა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი მომავალი ლიდერებისთვის უნდა დაეთმოთ. ამერიკის პოლიტიკურ კულტურაში ეს პრაქტიკა დემოკრატიის არსის სიმბოლური გამოტახულებაა. რეიგანი სწერს ბუშს (უფროსს), ბუში — კლინტონს, კლინტონი — ბუშს (უმცროსს), ბუში — ობამას, ობამა კი — ტრამპს. ამ ტექსტებში პარტიული კუთვნილება თუ პიროვნული შეხედულებები მეორეხარისხოვანი ხდება და წინ ქვეყნის ინტერესი იწევს.
თითოეული წერილი აადამიანურებს ერთი შეხედვით პატარა, მაგრამ დემოკრატიისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენას. თითოეულ ხელნაწერში ყოფილი ლიდერი აცნობიერებს, რომ მისი პრეზიდენტობა დასრულდა და თავისი უზარმაზარი ძალაუფლება სხვას უნდა გადაეცეს. ის ტოვებს ჩანაწერს მომავალი პრეზიდენტისთვის და ზოგჯერ მას რჩევებს ანაც დახმარებას სთავაზობს.
დღეს, როცა აშშ-ის მოსახლეობა ელოდება, თუ როდის მიულოცავს რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გამარჯვებას დემოკრატ ჯო ბაიდენს — რაც ძალაუფლების გადაცემის პროცესის დაწყებად ჩაითვლება — ეს წერილები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
წერილი 1: ბარაკ ობამა დონალდ ტრამპს, 2017 წელი
ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო —
გილოცავთ ღირსშესანიშნავ გამარჯვებას. მილიონობით ადამიანმა განდოთ თავიანთი იმედები და ყველა ჩვენგანი, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, იმედოვნებს, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში გაიზრდება კეთილდღეობა და უსაფრთხოება.
ეს უნიკალური სამსახურია, რომელსაც წარმატების მისაღწევად გაწერილი გეგმა არ აქვს. ამიტომაც არ ვიცი, გამოგადგებათ თუ არა ჩემი რომელიმე რჩევა. მიუხედავად ამისა, ნება მომეცით, შემოგთავაზოთ რამდენიმე მოსაზრება, რომელიც ჩემი მმართველობის 8 წელიწადის გათვალისწინებით დამიგროვდა.
პირველი, ჩვენ, ორივენი, ბედისწერამ, მართალია, სხვადასხვა გზით, მაგრამ გულუხვად დაგვაჯილდოვა. ცოტა თუ იქნება ასეთი იღბლიანი. ჩვენი პასუხისმგებლობა კი ისაა, რომ იმ ყოველი ბავშვისთვის თუ ოჯახისთვის შევქმნათ წარმატებისკენ მიმავალი მეტი გზა, რომლებიც თავდაუზოგავი შრომისთვის არიან მზად.
მეორე, ამერიკის შეერთებული შტატების მსოფლიო ლიდერობის როლი მართლაც უმნიშვნელოვანესია. ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგი, რომელსაც ჩვენი კეთილდღეობა და უსაფრთხოებაც ეფუძნება.
მესამე, ჩვენი თანამდებობა დროებითია. ეს ჩვენ გვაქცევს მცველებად იმ დემოკრატიული ტრადიციებისა და ინსტიტუტებისა — იქნება ეს კანონის უზენაესობა, ძალაუფლების გადანაწილება, თანასწორობა თუ სამოქალაქო უფლებები — რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ და სისხლს ღვრიდნენ. მიუხედავად ყოველდღიური პოლიტიკის შიგნით მიმდინარე დაპირისპირებებისა, ჩვენი ვალია, დავტოვოთ ეს დემოკრატიული ინსტრუმენტები სულ მცირე ისეთივე ძლიერი, როგორიც ჩვენ ჩავიბარეთ.
დაბოლოს, მოვლენათა და პასუხისმგებლობათა ამ მორევში გამოუყავით დრო მეგობრებსა და ოჯახს. ისინი რთული პერიოდების გადალახვაში დაგეხმარებიან.
მიშელი და მე თქვენ და მელანიას გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს ამ დიდ თავგადასავალში. გახსოვდეთ, ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში დაგეხმაროთ ყველაფრით, რითიც შეგვიძლია.
წარმატებები და უფალი შეგეწიოთ,
BO
წერილი 2: ჯორჯ უოკერ ბუში ბარაკ ობამას, 2009 წელი
ძვირფასო ბარაკ,
გილოცავთ ჩვენს პრეზიდენტად გახდომას. თქვენ ეს-ესაა დაიწყეთ ცხოვრების ახალი, ფანტასტიკური ნაწილი.
ძალიან ცოტას თუ ჰქონია პასუხისმგებლობის ის გრძნობა, რომელიც ახლა გაქვთ. ძალიან ცოტას თუ განუცდია ეს ამაღელვებელი მომენტი და გამოწვევები, რომელთა პირისპირაც აღმოჩნდებით.
იქნება რთული, გამოსაცდელი მომენტები. კრიტიკოსები გაცხარდებიან. "მეგობრები" იმედს გაგიცრუებენ. მაგრამ თქვენთანაა ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელიც განუგეშებთ; ოჯახი, რომელსაც უყვარხართ და ქვეყანა, რომელიც გიგულშემატკივრებთ — ჩემი ჩათვლით. რაც უნდა მოხდეს, თქვენ შთაგონდებით იმ ხალხის შეუდრეკელობითა და თანაგრძნობის უნარით, რომელსაც ახლა ლიდერობთ.
ღმერთმა დაგლოცოთ.
პატივისცემით,
GW
წერილი 3: ბილ კლინტონი ჯორჯ უოკერ ბუშს, 2001 წელი
ძვირფასო ჯორჯ,
დღეს თქვენი ყველაზე დიდი მოგზაურობა დაიწყო. ეს უდიდესი პატივია, რომელიც კი შეიძლება, ამერიკის მოქალაქეს ხვდას წილად.
ჩემ მსგავსად, თქვენ გაქვთ ბედნიერება, გაუძღვეთ ჩვენს ქვეყანას პოზიტიური ცვლილებების დროში, როდესაც ძველ კითხვებს — არა მხოლოდ მთავრობის დანიშნულების შესახებ, არამედ თავად ჩვენი ერის ბუნებასა და არსზე, ახლებურად უნდა გაეცეს პასუხი.
თქვენ გაუძღვებით ამაყ, ღირსეულ და კარგ ხალხს. ამ დღიდან ყველა ჩვენგანის პრეზიდენტი ხართ. მე გესალმებით თქვენ, გისურვებთ წარმატებასა და ბედნიერებას.
ტვირთი, რომელიც ახლა მხრებზე გაწევთ, დიდია, თუმცა ხშირად გაზვიადებული. უდიდესი და ენით აღუწერელი სიხარული იმის კეთებისა, რისიც გჯერათ, გამოუთქმელია.
ვლოცულობ თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. უფალი შეგეწიოთ,
პატივისცემით, ბილი.
წერილი 4: ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში (უფროსი) ბილ კლინტონს, 1993 წელი
ძვირფასო ბილ,
როდესაც ახლა ამ კაბინეტში უკანასკნელად შემოვედი, მოწიწების იგივე გრძნობა დამეუფლა, რაც 4 წლის წინ, პრეზიდენტად არჩევისას. დარწმუნებული ვარ, თქვენც იმავეს იგრძნობთ.
აქ ყოფნისას უდიდეს ბედნიერებას გისურვებთ. მე არასოდეს მიგრძნია ის მარტოობა, რომელიც ზოგიერთ პრეზიდენტს აღუწერია.
გექნებათ ძალიან რთული პერიოდებიც, რასაც უფრო გაართულებს კრიტიკა, რომელზეც შეიძლება ჩათვალოთ, რომ უსამართლოდ დაიმსახურეთ. რჩევების მიცემაში არ ვარ ძლიერი, თუმცა ამას კი გირჩევთ: არ მისცეთ კრიტიკოსებს უფლება, თქვენ მიერ აღებული გეზიდან გადაგახვევინონ.
როდესაც ამ ჩანაწერს წაიკითხავთ, უკვე ჩვენი პრეზიდენტი იქნებით. გისურვებთ კარგად ყოფნას ოჯახთან ერთად.
ახლა თქვენი წარმატება ქვეყნის წარმატებაა. მე სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ.
წარმატებები —
ჯორჯი
წერილი 5: რონალდ რეიგანი ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუშს (უფროსს), 1989 წელი
ძვირფასო ჯორჯ:
იქნება მომენტები, როცა კონკრეტულად ამ ფურცლების გამოყენება მოგინდება. ჰოდა, არ მოგერიდოს.
ჯორჯ, მე ვაფასებ ჩვენს საერთო მოგონებებს და გისურვებ ყოველივე საუკეთესოს. ვილოცებ შენთვის. ღმერთმა დაგლოცოს შენ და ბარბარა. მომენატრება ჩვენი სადილი ხუთშაბათობით.
რონი
-
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე? ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით
-
როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით
გადახედვა
-
მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს" მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს"
გადახედვა
-
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს" შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს? ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს?
-
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
გადახედვა
-
AI-ხილის ვიდეოები იმაზე ბევრად შემაშფოთებელია, ვიდრე გვგონია — აი, რატომ AI-ხილის ვიდეოები იმაზე ბევრად შემაშფოთებელია, ვიდრე გვგონია — აი, რატომ
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი — ჩემი რეგიონი — ჩემი ბანკნოტი დასრულდა ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი — ჩემი რეგიონი — ჩემი ბანკნოტი დასრულდა
-
პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება
გადახედვა
-
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ზურაბ ადეიშვილი უკრაინის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
გადახედვა
-
როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე? როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
გადახედვა
-
RECSOL-მა Altaris-ის საუკეთესო მწვანე ინიციატივის ჯილდო მიიღო — თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმო შენდება RECSOL-მა Altaris-ის საუკეთესო მწვანე ინიციატივის ჯილდო მიიღო — თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმო შენდება
-
შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ
-
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში — როგორია საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში — როგორია საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა
-
საოფისე სკამებით რბოლა — იაპონიის ქუჩებში სპორტული შეჯიბრება ჩატარდა საოფისე სკამებით რბოლა — იაპონიის ქუჩებში სპორტული შეჯიბრება ჩატარდა
გადახედვა





კომენტარები