რას გულისხმობს და რატომ არ არის სასაცილო ღორების "პასპორტიზაცია"
ფოტო: Panco971/Shutterstock
ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ მთავრობამ გასულ კვირას მიიღო დადგენილება, რაც მედიის ნაწილმა აიტაცა როგორც "ღორების პასპორტიზაცია". სიახლეს ირონიითა და არასერიოზული განწყობით შეხვდნენ მოქალაქეებიც, რომლებსაც ჟურნალისტებმა აზრი ჰკითხეს შინაური პირუტყვის "პასპორტიზაციაზე".
სინამდვილეში, მთავრობის დადგენილება გულისხმობს ღორის სადგომის წიგნაკის, მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოების წესს, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პირობებს და შემზღუდავ ღონისძიებებს.
დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ ეს წესი არ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირზე, რომელსაც ჰყავს ერთი ღორი პირადი მოხმარებისთვის, ვიდრე არ დაექვემდებარება გადაადგილებას, მაგალითად, გასაყიდად წაყვანას. რეგულაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს სარეალიზაციოდ გამზადებული ცხოველის უსაფრთხოების დაცვა.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში On.ge-ს განუცხადეს, აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დირექტივის ფარგლებში შედგა, კერძოდ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მე-4 თავის ფარგლებში აღებული ვალდებულების თანახმად, მომზადდა ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და ცხოველთა სადგომის წესი.
ღორების იდენტიფიკაცია და ცხოველთა სადგომების რეგისტრაცია 2018 წლიდან იგეგმება, რაც გულისხმობს იმას, რომ ღორებს სპეციალური საყურე ნიშნები გაუკეთდებათ და თითოეულ მათგანს საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭება.
სააგენტო განმარტავს, რომ ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესი არ ითვალისწინებს ღორების ე.წ. პასპორტიზაციას. აღნიშნული ტერმინი არსად არის ნახსენები მთავრობის დადგენილებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო ასევე აცხადებს, რომ იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია არ გამოიწვევს ღორის ხორცზე ფასის ზრდას, რადგან ღონისძიებები განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით. მათივე ცნობით, ფერმერებისა და წვრილი გლეხური მეურნეობებისათვის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები იქნება უფასო.
უწყების პრესსამსახურმა ჩვენთან საუბარში კიდევ უფრო დეტალურად განმარტა რეგულაციის მნიშვნელობა:
"რეგულაცია მნიშვნელოვანია იმისათვის რომ დავიცვათ ცხოველთა ჯანმრთელობა, ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრდეს სურსათის უვნებლობის სტანდარტი, ხელი შევუწყოთ მომხმარებლების უფლებების დაცვას და ასევე, საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდას".
პროექტის მიზანია:
- საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და მომხმარებლისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება ღორისგან მიღებული პროდუქტების წარმოშობისა და უვნებლობის შესახებ.
- ღორისა და მისი სადგომის შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა და მიკვლევადობა.
- ღორისა და მისი სადგომის შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და აღრიცხვიანობის რეგულირება.
- ღორის ჯანმრთელობის დაცვა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვა და ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა.
- ქვეყნის შიგნით ღორის გადაადგილებასა და ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლის განხორციელება.
- სანაშენე საქმიანობის გაუმჯობესება-სრულყოფა.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები