ბელარუსიიდან რადიო თავისუფლების რუსული ბიუროს ჟურნალისტები გამოაძევეს
ფოტო: რადიო თავისუფლება
ბელარუსიიდან რადიო თავისუფლების რუსული ბიუროს ჟურნალისტების გამოაძევეს და ამავე მედიის ადგილობრივი ვებგვერდი დაბლოკეს. მედიასაშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტების იულია ვიშნევეცკაია და ანდრეი კისილიოვი პარასკევს მინსკში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დააკავეს და ქვეყნის 25 აგვისტომდე დატოვობა მოსთხოვეს.
რადიო თავისუფლების ინფორმაცით, ბელარუსში ჩასვლამდე, ჟურნალისტებმა მიიღეს ოფიციალური აკრედიტაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, ამიტომ დეპორტაციას უკანონოდ მიიჩნევენ.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, დეიზი სინდელარი აცხადებს, რომ მინსკში ყველანაირად აბრკოლებენ რუსეთიდან და უკრაინიდან შემავალი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის გაცემის საკითხს, რაც აძლევს მთავრობას "ცინიკურ მიზეზს", რომ გასაშუქებლად ჩასული ჟურნალისტები გამოაძევოს. სინდელარი მიიჩნევს, რომ ეს არის მცდელობა ხელი შეუშალონ მედიას "დასუსტებული დიქტატორის" რეჟიმი და მიმდინარე მოვლენები გააშუქონ.
ბელარუსში 70-ზე მეტი ვებგვერდი დაბლოკეს. მათ შორისაა, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო მედიები, რომლებიც აქტიურად აშუქებდნენ საპროტესტო აქციებს.
გამოცემა TUT.BY წერს, რომ აღნიშნული ვებგვერდები ბელარუსიის ინფორმაციის სამინისტროს "შავ სიაში" მოხვდნენ. მათივე ინფორმაციით, ვებგვერდებზე შესვლისას ეწერება:
"აღნიშნულ ვებგვერდზე წვდომა შეზღუდულია ბელარუსიის ინფორმაციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ კანონზე დაყრდნობით".
რა ხდება ბელარუსში
ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს, რისი მიზეზიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდა. არჩევნებზე მთავარი კონკურენტები სვეტლანა ტიხანოვსკაია და მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იყვნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო, ტიხანოვსკაიამ — 10%.
შედეგებს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ოპოზიცია არ აღიარებს და ლუკაშენკოს გაყალბებაში ადანაშაულებს. არჩევნების შედეგები არ აღიარა აშშ-მ, ირლანდიამ, კანადამ და ევროკავშირმა. ამავდროულად, ევროკავშირმა ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები დაუწესა.
პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურის გამო გადადგა ბელარუსის მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება კი "დიქტატორის" გადადგომას ითხოვს, თუმცა ლუკაშენკო მოქალაქეებს სპეცრაზმითა და ჯარის ძალით პასუხობს.
აქციებზე ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით, წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშავდა ათასობით ადამიანი, დააკავეს შვიდი ათასზე მეტი. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციებზე გარდაიცვალა 3 ადამიანი, თუმცა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ ერთის გარდაცვალებას ადასტურებს. გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ კლავენ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს.
ქვეყნის დატოვება მოუწია საპრეზიდენტო კანდიდატს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას. თავდაპირველად გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც მან მომიტინგეებს დანებებისკენ მოუწოდა. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ვიდეო დადგმულია და იძულებითაა ჩაწერილი. მეორე ვიდეომიმართვაში კი ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ მზად არის გახდეს ეროვნული ლიდერი და ბრძოლა გააგრძელოს.
ევროპული სახელმწიფოების საპირწონედ არჩევნების შედეგები აღიარა რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა. მეტიც, კრემლმა ბელარუსს კოლექტიური სწრაფი რეაგირების ძალების მეშვეობით დახმარება შესთვაზა აქციების დასაშლელად.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები