ტრამპის საგარეო პოლიტიკა და რუსეთთან დამოკიდებულება
ფოტო: AP
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის მოსალოდნელ საგარეო პოლიტიკაზე და ამ მხრივ სავარაუდო მიმართულებებზე, ამერიკის ხმამ სტატია მოამზადა. ავტორი მიმოიხილავს, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ტრამპს რუსეთთან და შეცვლის თუ არა იგი რაიმეს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მიმართებით.
მართალია, ამერიკის მომავალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კენჭი რესპუბლიკური პარტიიდან იყარა, მაგრამ მისი პლატფორმა იმდენად იყო დაფუძნებული ისტებლიშმენტის წინააღმდეგ მიმართულ ხედვებზე, რომ ვაშინგტონში და ამერიკის საზღვრებს გარეთაც არ წყდება სპეკულირება თემაზე: როგორი იქნება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ? შეიცვლება თუ არა ამერიკის დამოკიდებულება რუსეთთან, რომელიც ყირიმის ანექსიის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა?
რესპუბლიკელები ტრადიციულად რუსეთის იმპერიული ამბიციების მიმართ გაცილებით მკაცრი პოლიტიკით გამოირჩეოდნენ, თუნდაც ეს მხოლოდ რიტორიკის დონეზე ყოფილიყო. მაგრამ, დონალდ ტრამპი პოლიტიკაში აუტსაიდერია და შესაბამისად, ზემოთ დასმული ბევრი კითხვა უპასუხოდ რჩება. სიტუაციაში გარკვევას ხელს არ უწყობს დონალდ ტრამპს და ვლადიმირ პუტინს შორის აშკარად გამოხატული ურთიერთ სიმპათიები.
რუსეთთან დიალოგში და ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობაში ზოგადად, ახალი არაფერია. 2001 წელს, ოფისში შესვლისთანავე ამას შეეცადა რესპუბლიკელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უმცროსი. კარგად გვახსოვს მისი ცნობილი ფრაზა, პუტინს რომ თვალებში ჩახედა და სანდო ადამიანი დაინახა. შემდეგ, 2009 წელს ე.წ. "გადატვირთვის" პოლიტიკით იგივე სცადა ახლადარჩეულმა დემოკრატმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
ამ მცდელობების მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთის მიმართ ზოგადად არ შეცვლილა. ყველაზე დიდ მეზობელ, რუსეთთან საუბარი ყოველთვის აუცილებელია და ეს არც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პოლიტიკას ეწინააღმდეგება - ამბობს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი:
"შეერთებული შტატები სირიის საკითხებზე რუსეთთან სისტემატურ მოლაპარაკებას აწარმოებს... რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ირანთან დადებულ საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებაში. რუსეთთან საუბარი, დიალოგი და მოლაპარაკება ნატოს პოლიტიკასთან და მის გადაწყვეტილებებთან აბსოლუტურ თანწყობაშია. ამიტომ ეს არ არის ის საკითხი, რომელზეც ჩვენ შეშფოთებული უნდა ვიყოთ".
თუმცა, ანალიტიკოსების ნაწილი პრობლემას იმაში ხედავს, თუ როგორ აღიქვამს თავად რუსეთი მისკენ გადადგმულ კეთილგანწყობილ ნაბიჯს და როგორ გამოიყენებს მას საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. მითუმეტეს მაშინ, როცა ყირიმი ჯერ კიდევ ანექსირებულია და მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესების მიუხედავად, კრემლის მხრიდან საგარეო პოლიტიკაში უკანდახევის ნიშანი არცერთ ფრონტზე არ ჩანს.
"ყველა ნიშანია იმის, რომ ტრამპი რუსეთთან დაახლოებას და შეთანხმების მიღწევას ცდილობს. პრობლემა იმაშია, რომ მოსკოვი შეთანხმებას ამერიკის მხრიდან იმის აღიარებად ჩათვლის, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები კვლავ კრემლის გავლენის სფეროში მოექცევიან... შეთანხმება უმეტესწილად საშინელება იქნება ამერიკის და ევროპისთვის, ეწინააღმდეგება ორივეს ინტერესებს და ღირებულებებს, ეწინააღმდეგება კავკასიის ქვეყნების, უკრაინის, დანარჩენი პოსტ-საბჭოთა ქვეყნების დამოუკიდებლობის ინტერესებს" - ამბობს სტივენ ბლენკი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი.
დემოკრატი სენატორის ბენ კარდინის აზრით, რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები ახალი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს. ამასთან, აუცილებელია, მკაცრი პასუხი გაეცეს რუსეთის კიბერ-თავდასხმებსაც.
"რუსეთი თავს დაესხა ამერიკას. კომპიუტერის თაგუნათი იყო თუ არა, ეს მაინც შეტევაა. კიბერ-თავდასხმა მოხდა და ამას პასუხი უნდა გაეცეს. ისინი გარკვევით შეეცადნენ ჩვენი არჩევნების პროცესის სისუფთავე შეელახათ. ეს საპასუხო რეაქციას ითხოვს. რუსეთი ჯერ კიდევ აქტიურადაა ჩართული უკრაინაში, იწვევს არეულობას და მსხვერპლს. ამაზე მათ პასუხი უნდა აგონ. რუსეთი ყირიმში იმყოფება და ამით საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს. სიტუაცია სირიაში... ამ ყველაფერზე რეაგირება აუცილებელია" - აცხადებს სენატორი კარდინი.
დონალდ ტრამპი რამდენიმე დღის წინ ტელეფონით ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს და ასევე უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსაც. მათი საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ასევე ნატოს, კოლექტიური თავდაცვის და უსაფრთხოების გარანტიების მიმართ, წესით, არ უნდა შეიცვალოს.
-
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე? Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
გადახედვა
-
Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა Smartpet-მა გადავწყვიტა წააახალისოს თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანა
-
საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები
-
ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია) ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია)
-
"მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი: პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან მიმიღია
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: "რუბიოს ზარი ჩვენთვის და არა რუსეთისთვის კარგის ნიშანია" ელენე ხოშტარია: "რუბიოს ზარი ჩვენთვის და არა რუსეთისთვის კარგის ნიშანია"
გადახედვა
-
ილჰამ ალიევი: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით ილჰამ ალიევი: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით
გადახედვა
-
ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით. შე დალოცვილო, თუ ურთიერთობის აწყობა გინდა [აშშ-სთან], რატომ უშლი ხელს? მიხეილ ყაველაშვილი: როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით. შე დალოცვილო, თუ ურთიერთობის აწყობა გინდა [აშშ-სთან], რატომ უშლი ხელს?
გადახედვა
-
რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
-
გადახედვაგამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს? გამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს?
-
მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე
გადახედვა
-
მარნეულში 20 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს მარნეულში 20 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობისთვის 21 წლის კაცი დააკავეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "რადიო თავისუფლება", "ტაბულა" პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში შალვა პაპუაშვილი: "რადიო თავისუფლება", "ტაბულა" პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში
გადახედვა
-
დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა
გადახედვა
-
"ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე "ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე
გადახედვა
-
ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური? ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური?
გადახედვა
-
ბელარუსმა LGBTQ+ საწინააღმდეგო კანონი მიიღო ბელარუსმა LGBTQ+ საწინააღმდეგო კანონი მიიღო
გადახედვა
-
არნოლდ შვარცენეგერის შვილმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა — ნახეთ ვიდეო არნოლდ შვარცენეგერის შვილმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა — ნახეთ ვიდეო
-
საქართველოში ირანის ელჩი ამბობს, რომ 1-ელ აპრილს საგარეო უწყებას დაუკავშირდა და შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის ელჩი ამბობს, რომ 1-ელ აპრილს საგარეო უწყებას დაუკავშირდა და შეხვედრა გამართა
გადახედვა
კომენტარები