ბაქრაძე: გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოს ყველა წევრი პატივს სცემს
ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით ბაქრაძემ დღეს, 30 ნოემბერს პოლიტსაბჭოს სხდომის შედეგი ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა, რომლის მიხედვით ყრილობა მასშტაბური იქნება და თავმჯდომარის პოსტი ისევ ვაკანტური დარჩება. როგორც ბაქრაძემ თქვა, მიუხედავად შიდა კამათისა, გადაწყვეტილებას ყველა წევრი პატივს სცემს და მას აუცილებლად შეასრულებენ:
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად შიდა კამათის და აზრთა სხვადასხვაობიდა, გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო პოლიტსაბჭომ, მისი ყველა წევრი პატივს სცემს. ეს იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც შეასრულებს ყველა წევრი და მთლიანად პარტია".
ბაქრაძის თქმით, პარტიის ყრილობა გაიმართება სავარაუდოდ 20 იანვარს. მისივე განმარტებით, ეს იქნება მრავალრიცხოვანი ყრილობა, დაახლოებით 7 ათასი დელეგატის შემადგენლობით:
"ძალიან საქმიანი, ჯანსაღი და გულახდილი დისკუსია იყო პოლიტსაბჭოს სახდომაზე. ეს არის ის რითიც ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის გამოირჩეოდა - ნორმალური, ჯანსაღი შიდა დისკუსიის უნარით და იმ უნარით, რომ შიდა დისკუსიის შემდეგ პარტია დარჩეს ერთიანი და გამოვიდეს გაძლიერებული ნებისმიერი კამათიდან. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დისკუსიაც ასე წარიმართა, საქმიანად, მშვიდად, კოსნტრუქციულად".
პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია. ამის შესახებ, მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეები უნდა იცვლებოდნენ და გადაწყვეტილებები დემოკრატიულად მიიღებოდეს:
"პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ყრილობის წესის შესახებ, რომელსაც მე არ ვემხრობოდი, თუმცა ცხადია ვემორჩილები. ასეთია დემოკრატიული პროცესი. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი თანაგუნდელი ლანძღვაზე, შანტაჟზე და შეურაცხყოფაზე გადმოვიდა მხოლოდ იმის გამო, რომ მათგან განსხვავებული პოზიცია მქონდა. ცხადია ამას არ გავიმეორებ. არც პიროვნულად მიმაჩნია სწორი და არც პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება თავმჯდომარის არჩევას, რაც ყრილობაზე გადაწყდება, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია".
მასშტაბური ყრილობის მოწინააღმდეგეა ასევე გიგა ბოკერიაც. მისი თქმით, როცა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანიდან წასულია, ენმ-ს თავმჯდომარე სჭირდება და დავით ბაქრაძე ამისათვის საუკეთესო კანდიდატურაა.
დღეს, 30 ნოემბერს, ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტსაბჭოს სხდომის შედაგად გადაწყდა, რომ გაიმართება ფართომასშტაბიანი ყრილობა, რომელზეც თავმჯდომარეს არ აირჩევენ და პოსტი ისევ ვაკანტური რჩება.
ყრილობაზე ხმები 24/25-ზე გადანაწილდა. არჩეული წესი გულისხმობს ყრილობის ბევრად უფრო წარმომადგენლობით მოდელს, 7000-მდე დელეგატის მონაწილეობით და არ გულისხმობს ახალი თავმჯდომარის არჩევას. აღნიშნულ ვერსიას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემხრობა.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები